იტალიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ტრადიციულად ფლორენციაში მდებარე "კოვერჩიანოს" ბაზაზე ემზადება. ბუნებრივია, ფლორენციაში არიან აპენინელ სპორტულ ჟურნალისტთა დიდი ნაწილი და ყველაფერ იმას, რაც შეკრებაზე ხდება, დეტალურად აშუქებენ.

იტალიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ტრადიციულად ფლორენციაში მდებარე "კოვერჩიანოს" ბაზაზე ემზადება. ბუნებრივია, ფლორენციაში არიან აპენინელ სპორტულ ჟურნალისტთა დიდი ნაწილი და ყველაფერ იმას, რაც შეკრებაზე ხდება, დეტალურად აშუქებენ. ჩეზარე პრანდელის მხოლოდ ერთი დანაკლისი აქვს, დაშავდა ალბერტო ჯილარდინო და მწვრთნელს მის ნაცვლად სერჯო ფლოკარის გამოძახება მოუწია. "ლაციოს" თავდამსხმელი კარგ ფორმაშია და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს. ადრე გაცხადებულ 23 ფეხბურთელს კრისტიან მოლინარო დაემატა, რომელსაც ძირითადი შემადგენლობისთვის ამზადებენ - თუმცა, ამაზე ქვემოთ... ვარჯიშებიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 8 ოქტომბერს, ჩრდილოეთ ირლანდიასთან გასამართი პაექრობისთვის პრანდელი 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს. ბუნებრივია, იტალიელ ჟურნალისტებს სავარაუდო შემადგენლობაზეც აქვთ თავიანთი მოსაზრებები და ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

კარში ან ანტონიო მირანტე ჩადგება, ანაც სალვატორე სირიგუ. "პარმას" კიპერი პირველ ნომრად არის განაცხადში ჩაწერილი, მაგრამ ჟურნალისტთა ვარაუდით, პრანდელი "პალერმოს" კარის დარაჯს გამოუცხადებს ნდობას. ბოლო პერიოდში, სირიგუმ ძალიამ მოუმატა და შედეგად, მასზე უკვე დიდი მოთხოვნაა. უკანასკნელი ინფორმაციით, სალვატორეს გადაბირებით "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული. სირიგუმ სერია A-ს ბოლო ტურში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და ის, რომ მისმა "პალერმომ" გასვლაზე "ფიორენტინა" დაამარცხა, დიდი დამსახურება მიუძღვის. სხვათა შორის, სიცილიური გუნდის კიპერი თვით დინო ძოფმა შეაქო და განაცხადა, რომ მისი სახით იტალიურ ფეხბურთს დიდი მეკარე მოევლინა. ერთი სიტყვით, მირანტესთან და მით უმეტეს ემილიანო ვივიანოსთან კონკურენციაში, უპირატესობა სწორედ სიცილიელს უნდა მივანიჭოთ.

ვარჯიშებიდან გამომდინარე, დაცვის მარჯვენა ფლანგისთვის მატია კასანის ამზადებენ, ჯანლუკა ძამბროტას კი სათადარიგოთა სკამზე მოუწევს დარჩენა. ყოველ შემთხვევაში, როდესაც პრანდელიმ ორმხრივი თამაშისთვის გუნდი ორად გაყო: ძამროტა გასტალდელოსთან, ბოვოსთან და ანტონელისთან ერთად მოხვდა. ნაკლებად სავარტაუდოა, რომ ეს ოთხეული ძირითადში ვიხილოთ. მეორე მხარეს კი შემდეგი ოთხეული ირჯებოდა: მატია კასანი, ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი და კრისტიან მოლინარო. აშკარაა, რომ ჩრდილოეთ იორლანდიისთვის სინიორ ჩეზარე სწორედ ამ ოთხეულს ამზადებს.

ძირითად შემადგენლობაში სამი კლასიკური ნახევარმცველი უნდა ვიხილოთ, რომელთაგან ერთი აუცილებლად ანდრეა პირლო იქნება, მეორე კი დანიელე დე როსი. აი ვინ იქნება მესამე, ამაზე დღეს გადაჭრით საუბარი ცოტა გაგვიჭირდება. არჩევანი ალბათ ორ ფეხბურთელს შორის გაკეთდება და ეს პატივი ან კლაუდიო მარკიზიოს ერგება, ან სტეფანო მაურის. "იუვენტუსის" შუახაზელი სტაჟიანი აძურელია და თითქოს უფრო მეტი შანსი უნდა ჰქონდეს, მაგრამ "ლაციალეს" სათამაშო კონდიციიდან გამომდინარე, შანსები თანაბრად უნდა შევაფასოთ.

წინა ხაზზე ერთი აუცილებლად ცენტრფორვარდი იქნება, ხოლო დანარჩენი ორი ფლანგებიდან შეუტევენ. იტალიელ ჟურნალისტთა ვარაუდით, მარჯვენა გარემარბი ჯუზეპე როსი იქნება, ხოლო მარცხენა ანტონიო კასანო. რაც შეეხება ცენტრფორვარდის პოზიციას, აქ უპირატესობა მარკო ბორიელოს ენიჭება, თუმცა უშანსოდ არც სერჯო ფლოკარი უნდა უნდა იყოს. აი ჯამპაოლო პაცინის კი პრანდელი ალბათ უფრო 12 ოქტომბრის მატჩისთვის შემოინახავს, როდესაც იტალიის უმთავრეს გუნდს გენუაში სერბეთის ნაკრები ესტუმრება - "სტადიო მარასი" ხომ პაცინისთვის მშობლიური არენაა.

ერთი სიტყვით, ჩეზარე პრანდელი შემტევ ტაქტიკა-სტრატეგიას ამზადებს და ვნახოთ, რა შედეგი მოჰყვება ამ ყველაფერს. აქვე ვთქვათ ახალწვეულთა შესახებ, რომლებსაც შანსი მიეცათ და ალბათ რამდენიმე წუთით მაინც მოუწევთ თამაში მოახლოებულ ორ პაექრობაში. მოვუსმინოთ "სამპდორიას" უკანახაზელ დანიელე გასტალდელოს:

"ნაკრებში გამოძახებაზე არ ვფიქრობდი, რადგან უკვე კარგა ხანია სტაბილურად მაღალ დონეზე ვასპარეზობ, მაგრამ ნაკრებში თამაშის შანსი არ მეძლეოდა. გამოძახებამ ძალიან გამახარა და თუ შანსი მომეცა, თავს არ დავზოგავ. მთავარია თუნდაც ერთი ტაიმით ვითამაშო, რომ პრანდელის საკუთარი შესაძლებლობი დავანახვო".

ჟურნალისტებთან გასაუბრებას ვერც პრანდელი გადაურჩა - "სკუადრა აძურას" თავკაცმა შეგირდთა ფიზიკური მომზადებით კმაყოფილება გამოხატა და შემდეგი დასძინა:

"ფეხბურთელები საკმაოდ კარგ ფორმაში არიან, რაც ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. წინ ორი ურთულესი მატჩის გამართვა მოგვიწევს, თუმცა ეს სირთულეები არ გვაშინებს და მიზნად ექვსი ქულის აღება გვაქვს დასახული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოთხი ქულის აღების შემთხვევაში ტრაგედიას შევქმნით, მაგრამ მიზანი სწორედაც რომ მაქსიმალური გვაქვს. კასანო და როსი ძირითადში? - ამის შანსი დიდია, თუმცა დღეს გადაჭრით რაიმეზე საუბარი მაინც გამიჭირდება. დაველოდოთ შეხვედრის დღეს და ყველაფერს გაიგებთ"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ