ბოსაბოლი - ეს არის ფეხბურთის, ფრენბურთისა და ტანვარჯიშის ნაზავი

ბელგიის ქალაქი ვომელგემი დედაქალაქ ბრიუსელიდან 45 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს. ეს ჩუმი და მოკრძალებული ადგილია ანტვერპენის პროვინციაში. და მას აქვს პრეტენზია მოიხსენიებოდეს სპორტის ახალი სახეობის დაბადების ადგილად.

ეს ექვსი წლის მოხდა, ვომელგემის სპორტულ დარბაზში. სპორტის სახეობას "ბოსაბოლი" ჰქვია. ის ბელგიელმა ფილიპ ეიკმანსმა მოიგონა. ბოსაბოლი - ეს არის ფეხბურთის, ფრენბურთისა და ტანვარჯიშის ნაზავი.

"ჩვენ გვინდოდა რაღაცნაირად დაგვეკავშირებინა ერთმანეთთან ბატუტზე ხტომა და ბურთი. დავდგით ორი ბატუტი, გარშემო კი გასაბერი ბალიშები შემოვუწყვეთ. ასე მივიღეთ ბოსაბოლის მოედანი.

დასახელება ბრაზილიური მუსიკიდან - ბოსანოვადან მოდის. ჩვენს ღონისძიებებში ყოველთვის ვცდილობთ დავუკავშიროთ ერთმანეთს მუსიკა და სპორტული შეჯიბრებები.

სხვა მიზანიც გვამოძრავება - გვინდოდა ისეთი სახეობა შეგვექმნა, რომელიც ბევრ ადამიანს გააერთიანებდა. ამ მხრივ, ბოსაბოლი პდაჟის ფრენბურთზე მაღლა დგას", - ამბობს ვილკო ნიილანდი, ვინც ბოსაბოლის ბრენდის განვითარებაზეა პასუხისმგებელი.

ბოსაბოლი რამდენიმე ქვეყანაში უკვე ნამდვილ ჰიტად იქცა. არაერთი გუნდი შეიქმნა გერმანიაში, ჰოლანდიაში, პორტუგალიაში, ბრაზილიაში, რუმინეთში, ეკვადორსა და საუდის არაბეთში.

სპორტის ამ სახეობაში ლიდერები არიან ჰოლანდიელები - დოუი კამსმა და სვენ ლიმანსი.

"სულ თავიდან, ჩვენ პიონერები ვიყავით ამ თამაშში. ამიტომაც, საჭირო იყო სათამაშოდ სწორი ხერხები და ილეთები მოგვეძებნა. მართალია, ახლაც ძიების პროცესში ვართ, მაგრამ, ძირითადად, თამაშის სტილი უკვე ჩამოყალიბებულია", - ამბობს სვენ ლიმანსი.

დოუე კამსმა: "ძირითადად, ერთმანეთს ვპარავთ ილეთებს. ყველას შეუძლია რაღაც ახალი ხერხის შემოთავაზება. ერთად თამაშის დროს, ერთმანეთისგან ძალიან ბევრს ვსწავლობთ. თუმცა, რა თქმა უნდა, სხვისგან გადმოღებულ ილეთს საკუთარ სტილს ვუხამება. ეს იმდენად ახალი სახეობაა, რომ ნებისმიერს შეუძლია ახალი ილეთის მოგონება".

ბოსაბოლის მოედანი ორი მრგვალი ბატუტისგან შედგება, ისინი ერთმანეთისგან ფრენბურთის ბადით არის გაყოფილი. გარშემო გასაბერი ბალიშებია, რითაც მოთამაშეს გარანტირებული აქვს რბილი დაშვება.

ბოსაბოლს ორი გუნდი თამაშობს. თითოში შეიძლება იყოს სამი, ოთხი ან ხუთი ადამიანი. გუნდს ნებადართული აქვს ექვსი შეხება იქამდე, სანამ ბურთს მოწინააღმდეგის მხარეს გადააგდებს. ბურთის მოსაგერიებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელები, ფეხები და თავი. თითო სეტი 21 მოგებულ ქულამდე გრძელდება. თუ პარტიებს შორის ანგარიში 1:1-ია, გადამწყვეტი სეტი 15 ქულამდე გრძელდება.

ბოსაბოლი სპორტის სახეობაა, მაგრამ მისი მთავარი დანიშნულება ისაა, რომ ამ თამაშში ჩართულმა ადამიანმა, მაქსიმალური გართობა უნდა მიიღოს.

"ეს მართლაც ძალიან კარგი გასართობია. არის ბურთი, არის ბატუტი და გასაბერი ბალიშები. იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც არ შეუძლიათ რთული ილეთების შესრულება, შეუძლიათ უბრალო ნახტომები გააკეთონ ბასებოლის მოედანზე და მაინც მიიღონ სიამოვნება. ხოლო თუ თამაშის აზრსაც ჩაწვდებით და ოსტატობას დახვეწთ, ფანტასტიკურ შეგრძნებას მიიღებთ", - ამბობს დოუე კამსმა.

ბოსაბოლის თამაშის დროს, ხშირია ეფექტური ილეთები, რომელიც აუცილებლობად არ გამომდინარეობს.

"რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ვთამაშობთ. ეფექტური მოქმედებისთვის დამატებით ქულებს არ იძლევიან.

უბრალოდ, ბიჭები ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მოწინააღმდეგე გააღიზიანონ და დაამცირონ, - ამბობს ვილკო ნიილანდი. - ბოსაბოლის აღწერა მარტივად შეიძლება: ორი გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს და თითოეული მოგებას ცდილობს.

მაგრამ ამას ნორმალურ სტილში არ აკეთებს: ამისთვის ისინი უამრავ ხრიკეს იყენებენ, არის შოუს ელემენტები, მაყურებელზე გათვლილი ილეთები. ეს იმიტომ, რომ გვინდა თავადაც გავერთოთ და მაყურებელიც გავართოთ.

გვინდა სრული პაკეტი შევთავაზოთ გულშემატკივრებს. ეს არის მატჩი, რომელსაც შოუს ელემენტები ახლავს თავს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...