საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ოთხი წლით ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს ჩააბარეს
კულუარებში კარგა ხანს ჭორად მოარული ხმები გამართლდა - საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე გაწვრთნის, რომელსაც ლაშა გუჯეჯიანი და გიორგი ვაზაგაშვილი დაეხმარებიან.

ეს ამბავი 13 სექტემბერს საღამოს, ძიუდოს ფედერაციაში გამართულ ნაკრების ღია ვარჯიშზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, თავადაც ოლიმპიურმა ჩემპიონმა დავით ხახალეიშვილმა გამოაცხადა (იხილეთ ვიდეო).

მანვე იმედიც გამოთქვა და სთხოვა კიდეც სპორტსმენებს, რომ ადრინდელი არეულობა წარსულს ჩაბარდეს და გუნდში ერთსულოვნებამ დაისადგუროს.

ღია ვარჯიშს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილიც ესწრებოდა, რომელიც მიესალმა ცირეკიძის დანიშვნას:

"იმედი მაქვს, ყველაფერს გააკეთებთ წარმატებისთვის და ახალი მწვრთნელი ნაკრებს ახალ სიმაღლეზე აიყვანს.

ბოლო წლებში ცირეკიძეს ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ნებისმიერ სპორტსმენს, რომელიც აქტიურ კარიერას დაასრულებს, სხვადასხვა რანგში თავის გამოჩენის შანსი უნდა მივცეთ.

ჩვენი სამინისტრო გვერდში დაუდგება ძიუდოს ფედერაციას".

შეხვედრაზე ჟურნალისტები ცირეკიძესაც გავესაუბრეთ.

- მწვრთნელად დანიშვნა სპორტული კარიერის დასრულებასაც ნიშნავს, არა?

- კი, ასეა, კარიერა დავამთავრე.

- მწვრთნელობა ვინ და როდის შემოგთავაზათ, როდის გაიგეთ ამის შესახებ?

- მწვრთნელად მუშაობის სურვილი ჯერ კიდევ სპორტსმენობისას მქონდა, ხოლო თუ ეს მთავარი მწვრთნელობაც იქნებოდა, არც ამაზე ვიტყოდი უარს.

ეს მე თვითონ შევთავაზე სამინისტროსაც და ოლიმპიურ კომიტეტსაც - მათთან ჩემი გეგმით მივედი, რაც დააკმაყოფილეს.

- რა გეგმაზეა ლაპარაკი, შეიცავს ის რამე სიახლეებს?

- ახალი გადმოსული ვარ სპორტსმენობიდან და ვეცდები, რაც მე გავიარე, რაც გავიღე, რასაც ვატყობდი, რომ მჭირდებოდა ან პირიქით - მაკლდა, ეს ყველაფერი ნაკრებში გადმოვიღო და დავაბალანსო სავარჯიშო სისტემა.

ბევრი ნიუანსი დასახვეწია, გასაუმჯობესებელია, თუნდაც - მედიცინის მხრივ. ამ გეგმას ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას წარვუდგენთ და კიდევ ბევრი რამე დაიხვეწება.

- ადრევე ითქვა, რომ ოლიმპიადაზე რაკი არ წაგიყვანეს, სანაცვლოდ მთავარი მწვრთნელობა შემოგთავაზეს...

- გითხარით, რომ ეს ჩემი სურვილი იყო და მე შევთავაზე ჩემი კანდიდატურა. ხელმძღვანელობას შეიძლება ჩემი დანიშვნა ფიქრადაც არ ჰქონდა.

- უახლოეს მომავალში რომელ ტურნირებში გეგმავთ გამოსვლას?

- ოქტომბერში ბრაზილიაში მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე გამოვალთ. მინდა, დეკემბერში კანოს ტურნირზეც გამოვიდეთ იაპონიაში.

- ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს შეეჭიდეთ. გამოუცდელობის არ გეშინიათ?

- უკვე საამისო ასაკიც მომივიდა და თან იმდენ მწვრთნელთან ვიმუშავე, იმდენი გამოცდილება დამიგროვდა, მხოლოდ კარგი რომ ავიღო, ესეც დიდი საქმეა.

ამასთან, გვერდში ისეთი გამოცდილი მწვრთნელი მიდგას, როგორიც გიორგი ვაზაგაშვილია. ერთად, გუნდური მუშაობით, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.

- ოლიმპიადაზე ჩვენი გუნდის გამოსვლას როგორ შეაფასებთ?

- ოქროს მედალი კარგია, მაგრამ მეტის პოტენციალი იყო. რამ შეუშალათ ხელი, ამაზე ლაპარაკი ახლა უადგილოა.

ღია ვარჯიშს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილიც (66) ესწრებოდა, რომელიც ყველას უკვე ავსტრიაში გვეგონა, მაგრამ თურმე ისევ სავიზო პრობლემების გამო გამგზავრება კვირამდე გადაუდია. ახალი მწვრთნელის დანიშვნას ისიც მიესალმა და იმედოვნებს, რომ ეს წარმატებას მოუტანს გუნდს.

ოლიმპიელებიდან დარბაზში თითქმის არავინ იმყოფებოდა. როგორც ცირეკიძემ გვითხრა, ნაკრები ორშაბათიდან დაიწყებს მზადებას და ისინიც შეუერთდებიან გუნდს.

დასასრულს, გეტყვით, რომ თავიდან ისე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მწვრთნელთა ეს შტაბი დროებით ინიშნებოდა, მაგრამ ახლა ითქვა, რომ მათ ოთხი წლით ანდეს ნაკრების ბედი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

შოთა ხაბარელი: მალე სპორტი აღარ გვექნება საქართველოში!

უცხოელები და ქართული მენტალიტეტი - რით განსხვავდება მწვრთნელი ოქრომჭედლისგან

ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის შეჯამება: ფაქტები და ანალიზი

წარუმატებელ ძიუდოისტთა ნაკრების გაურკვეველი ბედი

დოპინგ-სკანდალი: ირაკლი ცირეკიძის სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოჩნდა!

tiko
ნიჭიეროოოოოო არ სჭირდებაააა არავინ, მან კარგად იცის თუ როგორ უნდა გამოწვრთნას ბიჭები!მაგარი მონდომებულია თან და თუ აცადეს დიდ ტიტულებს მოატანინებს ბიჭებსაც...მან ეს ყველაზე კარგად იცის და ესმის!!! უფალი გფარავდეს მიყვარხარ!
luno
დაუჯერე ვაზაგას იქნებ საერთო საქმე გაკეთდეს........
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან