"დინამოს" სპორტული დირექტორის თქმით, მეკარის გაყიდვაზე მხოლოდ გრანდებისგან დაინტერესების შემთხვევაში იფიქრებენ
ბელორუსთან და ესპანეთთან მატჩების შემდეგ ჩვენი ეროვნული ნაკრების დინამოელი მეკარე გიორგი ლორია სატრანსფეროდ კიდევ უფრო საინტერესო ფეხბურთელი გახდა.

ლორია 26 წლის გახლავთ და ასაკიც ხელს უწყობს იმაში, რომ უკვე უცხოეთში მოსინჯოს ძალა.

აჟიოტაჟი არსებობს, მაგრამ რა ვითარებაა რეალურად - ამ და სხვა კითხვებით "დინამო თბილისის" სპორტულ დირექტორ ბუბა ტყავაძეს მივმართეთ.

- ლორიას სავარაუდო ტრანსფერზე ბევრს საუბრობენ. ამაზე უცხოურ მედიაშიც დაიწერა. რეალურად რა სიტუაციაა, აქვს კლუბს შემოთავაზებები?

- ლორიას თაობაზე "დინამოს" ოფიციალური შემოთავაზება, კონკრეტული წინადადება ჯერ არ მიუღია. იყო რაღაც საუბარი ზოგიერთ კლუბთან, მოგვმართეს კითხვით, ვაპირებთ თუ არა ამ ფეხბურთელის სხვა გუნდში გაშვებას.

საქმე ამის იქით ჯერ არ წასულა. ჩვენ იმისდა მიხედვით მივუდგებით ამ საკითხის განხილვას, თუ რომელი გუნდიდან და როგორი შემოთავაზება იქნება.

- თუ კონფიდენციალური არ არის, იქნებ გვითხრათ, რომელმა კლუბებმა გამოიჩინეს ინტერესი ლორიას მიმართ?

- კლუბებს ჯერ ვერ დავასახელებთ, რადგან კონკრეტული შემოთავაზება ჯერ არ ყოფილა. რაც იყო, ეს ჯერ მხოლოდ ნიადაგის მოსინჯვას ჰგავს.

- როგორ ფიქრობთ, დაახლოებით რა არის დღეს ლორიას სატრანსფერო ფასი?

- ჩვენ ასე არ ვუდგებით საკითხს. ფასზე საუბარი მაშინ იქნება აქტუალური, როცა ლორიას კონკრეტულ გუნდში გადასვლის საკითხი დადგება.

ლორია დღეს "დინამოს" კაპიტანი, გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და კლუბი არ აპირებს, რომ მისი სატრანსფერო ფასი წინასწარ განსაზღვროს.

მიმაჩნია, რომ კლუბმა მაშინ უნდა დაადგინოს ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი წინასწარ, როცა ის ამ მოთამაშეს ტრანსფერზე აყენებს.

- ხელსაყრელი წინადადების შემთხვევაში "დინამო" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეელევა ლორიას თუ გაისად გასამართ ევროტურნირს დაელოდებით?

- სეზონის წინ დავისახეთ მიზანი და ამ ეტაპზე არცერთი ფეხბურთელის გასხვისება შედის "დინამოს" გეგმებში. ყველა იმ ფეხბურთელის გვეიმედება, ვინც ამ სეზონისთვის არიან "დინამოში".

ლორიას ტრანსფერზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დავფიქრდებით, თუ გრანდებიდან იქნება შემოთავაზება.

დღეს ჩვენთვის მთავარი სულ სხვა არის - რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს ტრავმირებული ლორია, სწორად მოხდეს მისი მკურნალობა. კლუბი მას ყველანაირად გვერდში დაუდგება.

- "დინამოს" პროექტზეც გკითხავთ. კლუბმა კიდევ ერთი გუნდი გააკეთა - "დინამო 2", რომელიც პირველ ლიგაში თამაშობს. რა არის ამ პროექტის მიზანი?

- ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის არის, რომ ფეხბურთელებმა, რომლებიც უკვე გადაზრდილები არიან დუბლშემადგენლობისთვის და ჯერ ვერ ხვდებიან პირველ გუნდში, სათამაშო პრაქტიკა პირველ ლიგაში გაიარონ.

"დინამო 2" არის შუალედური ვარიანტი დუბლშემადგენლობასა და პირველ გუნდს შორის.

პირველი ლიგა უფრო ძლიერი ჩემპიონატია, ვიდრე დუბლების გათამაშება და "დინამო 2"-ის ფეხბურთელებსაც საშუალება ეძლევათ, რომ კლასი აიმაღლონ. "დინამო 2" უკონკურსოდ მონაწილეობს პირველ ლიგაში და უმაღლესში ვერ გადმოვა, თუმცა პირველ ლიგაში პირველობისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

წინა სეზონში საჩხერის "ჩიხურამ" დაიკავა პირველი ადგილი პირველ ლიგაში, გადმოვიდა უმაღლესში და ახლა ერთ-ერთი ლიდერია, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ პირველ ლიგაში თამაში სასარგებლო იქნება "დინამო 2"-ის ფეხბურთელებისთვის.

უმაღლესი ლიგის კლუბს პირველ ლიგაშიც რომ ჰყავს გუნდი, ეს არ არის ახალი. ასეთი გუნდები მანამდე უმაღლესი ლიგის ყველა გუნდს ჰყავდა პირველ ლიგაში ფარმ-კლუბის სახით, ოღონდაც მაშინ ასაკობრივი შეზღუდვა არსებობდა.

- კონკრეტულ ამბავზეც გკითხავთ. წინა სეზონში გიორგი თექთურმანიძე "დინამოდან" რუსთავის "მეტალურგში" იყო განათხოვრებული. თექთურმანიძემ ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა "მეტალურგში" ალბანურ "ტეუტასთან"; რუსთაველებმა მომდევნო ეტაპზე ჩეხურ "პლზენთან" ითამაშეს, თუმცა თექთურმანიძის გარეშე, რომელიც "დინამომ" თავისთან დააბრუნა. ახლახან კი თექთურმანიძე "დინამომ" ისევ "მეტალურგში" გაანათხოვრა...

- ეს არ შეფასდებოდა სწორ ქმედებად იმ შემთხვევაში, თუ ეს არ იქნებოდა თვითონ ფეხბურთელის თხოვნა. "დინამოში" დაბრუნებულმა თექთურმანიძემ დაინახა, რომ მას ცოტა სათამაშო დრო ექნებოდა და დაჟინებით გვთხოვა, რომ ისევ "მეტალურგში" გაგვეშვა.

ეს იქნება თექთურმანიძის ბოლო განათხოვრება. იანვრიდან ის კვლავ "დინამოს" დაუბრუნდება და უნდა მოახერხოს საკუთარი თავის წარმოჩენა.

- "დინამოს" სტრუქტურა ვითარდება, თუმცა კლუბმა ამ სეზონის წინ კიდევ რამდენიმე ლეგიონერი აიყვანა. ჩემპიონატის პირველმა ტურებმა, ალბათ, ასე თუ ისე გამოაჩინა, ეს რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო. როგორ ფიქრობთ, "დინამოში" ლეგიონერების მოწვევა ლიმიტირებული არ უნდა იყოს? აკადემია, ჭაბუკთა გუნდები, დუბლშემადგენლობა, "დინამო 2" - ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელი უგროვდება "დინამოს"...

- ასეთ პოზიციას ვერ დავეთანხმები. კლუბი სწორად უნდა ვითარდებოდეს და ჩაკეტილი არ უნდა იყოს, - ეს ქართველი ფეხბურთელებით მოხდება თუ უცხოელებით, ამაში დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ.

კარგი ლეგიონერები ხელს უწყობენ ქართველი ფეხბურთელების წინსვლას.

როცა "დინამოს" დაცვის ცენტრში ზელიჩი და კრშკო თამაშობდნენ, გურამ კაშია ძირითადში ჯერ ვერ ხვდებოდა, მაგრამ თანდათან ისე მოუმატა, რომ დღეს ერედივიზიონის ერთ-ერთი კლუბის კაპიტანია.

როცა "დინამოს" კარს ოვონო იცავდა, ლორია სათადარიგო იყო. ახლა კი ის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია.

ლეგიონერებთან კონკურენციაში ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები იზრდებიან. თუ "დინამოს" ქართველი ფეხბურთელები ლეგიონერებს აჯობებენ, ჩვენც ეს გვინდა, ნაკრებსაც ეს უფრო წაადგება.

მოკლედ, ისე არ არის, რომ "დინამოში" ლეგიონერები ქართველებს გზას უღობავდნენ...

წავა ლორია დინამოდან? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ლორია: სპორტული თავხედობა მოთამაშეს ჰაერივით სჭირდება

გიორგი ლორიას გამო მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ომს იწყებენ?

Walkabout
აი ასეთი კითხვა ჟურნალისტმა რატომ უნდა დასვას ვერ ვხვდები, ბოლო რომაა... იმის მაგივრად სხვა კლუბების მესვეურებს ეკითხებოდეთ რატომ არ ჩამოგყავთ ლეგიონერებიო, იმას ვისაც ჩამოყავს ეკითხებით რატომ ჩამოგყავსო? არ მინდოდა საწყენად გამომსვლოდა მაგრამ სირცხვილია ასეთი ხედვა რომ გაქვთ...
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...