ავსტრალიის 2011 წლის ღია პირველობა ფაქტობრივად გუშინ დაიწყო, როცა გასული წლების ჩემპიონებმა, ავსტრალიური ჩოგბურთის ლეგენდებმა - ივონ გულაგონგ-კოულიმ და კენ როზუოლმა იმ პრიზების ზუსტი ასლები წარმოადგინეს, რომელსაც გამარჯვებულები მომავალ სეზონში მიიღებენ.

ავსტრალიის 2011 წლის ღია პირველობა ფაქტობრივად გუშინ დაიწყო, როცა გასული წლების ჩემპიონებმა, ავსტრალიური ჩოგბურთის ლეგენდებმა - ივონ გულაგონგ-კოულიმ და კენ როზუოლმა იმ პრიზების ზუსტი ასლები წარმოადგინეს, რომელსაც გამარჯვებულები მომავალ სეზონში მიიღებენ.

Hisense Arena-ზე გამართულ პრეზენტაციაზე ტურნირის დირექტორმა კრეიგ ტაილიმ გამოაცხადა, რომ 2011 წელს საერთო საპრიზო ფონდი 24.2 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, რაც გასულ წელთან შედარებით 3.8 პროცენტით მეტია. ამასთან, ტურნირის გამარჯვებულები როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს შორის 2.1 მილიონ დოლარს მიიღებენ, ფინალისტები კი 1.1 მილიონით გამდიდრდებიან. ეს არის ყველაზე დიდი საპრიზო ფონდი "დიდი სლემის" ტურნირების ისტორიაში. შედარებისთვის, წლევანდელ უიმბლდონზე ჩოგბურთელებს შორის 21.7 მილიონი განაწილდა, როლან გაროსზე - 22.1 მილიონი, ხოლო ამერიკის ღია პირველობაზე - 22.6 მილიონი.

2010 წელს ავსტრალიის ღია პირველობის მთლიანი საპრიზო ფონდი 21.15 მილიონ დოლარს უდრიდა. ერთეულთა თანრიგში გამარჯვებულებმა - შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა და ამერიკელმა სერენა უილიამსმა 1.86 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.

ასევე გამოცხადდა, რომ ავსტრალიის ღიას ორგანიზატორებმა 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს Walt Disney Co's ESPN-თან, რომელმაც მატჩების ტრანსლიაციის უფლება მიიღო. გაისად "დიდი სლემის" რიგით პირველი ტურნირი 17-30 იანვარს გაიმართება. ბილეთების რეალიზაცია დღეიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 75 წლის კენ როზუოლმა ოთხჯერ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა - 1953, 1955, 1971 და 1972 წლებში, 59 წლის ივონ გულაგონგს კი ზედიზედ ორჯერ აქვს აღებული ეს ტიტული - 1974 და 1975 წლებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა