ფეხბურთელის კლასი ყველაზე კარგად ყველაზე ძლიერ გუნდებთან თამაშის დროს ჩანს
გიორგი ლორიას ჩაუქობა ყველამ ყბად იღო. ფეხბურთელის კლასი ყველაზე კარგად ყველაზე ძლიერ გუნდებთან თამაშის დროს ჩანს. ესპანეთთან ლორიამ თვალისმომჭრელად ითამაშა და მილეთიც აალაპარაკა.

უტრავმო ფეხბურთელი არ არსებობს, ლორია ძალიან ცუდ დროს დაშავდა. მისმა შემცვლელმა როინ კვასხვაძემ ისეთი ბურთი გაუშვა, რომლის აღება შეუძლებელი იყო, თუმცა ლორია რომ მოედანზე დარჩენილიყო.

ვინ იცის, იქნებ ფრისთვისაც გამოგვეკრა ხელი. ლორია არ იყო მხოლოდ ბურთების მომგერიებელი, მან თავისი თამაშით რწმენა მოუმატა მთელ გუნდს, მისი სიმტკიცე საქართველოს ნაკრებს კონცენტრაციის შენარჩუნებაში ეხმარებოდა.

ისე, პედროც კარგად შემოვიდა, ესპანეთს თითქოს ბოთლის გასახსნელი აკლდა ლუდი რომ დაელია. დელ ბოსკეს გუნდმაც ბოლოსკენ მაინც გაგვტეხა.

"რეალი", "ბარსელონა"...ლორიას შესაძლო ტრანსფერზე რას აღარ ამბობენ. დიდ გუნდებს ერთი თამაშით არ აჰყავთ ფეხბურთელი, ერთი თამაშით შეიძლება რომ დაინტერესდე.

საერთოდ, ტრანსფერი არ არის იოლად გასაკეთებელი საქმე. ფეხბურთელის აყვანა უნდა სურდეს კლუბს, ამ კლუბის მწვრთნელს, ფეხბურთელსაც უნდა ჰქონდეს ამ კლუბში გადასვლის სურვილი, მისმა კლუბმა ამ საქმიდან სარგებელი უნდა ნახოს, თანხაზე უნდა ევაჭროს მთხოვნელ კლუბს, საქმეში აგენტიც ჩაერევა, მისი ინტერესიც უნდა დაკმაყოფილდეს...

ერთი ისტორია მახსოვს. დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ თბილისის "დინამოში" გამოჩნდა ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ახალგაზრდულ ნაკრებშიც დაუძახეს, ევროსარბიელზეც რიგიანად ითამაშა.

მერე ითქვა, ტურინის "იუვენტუსს" სურს ამ ბიჭის აყვანაო. ვერსია არ გამართლდა და ზოგიერთმა დაიჩემა, ფეხბურთელს "იუვენტუსში" გადასვლაში "დინამოს" ხელმძღვანელობამ შეუშალა ხელიო.

საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ "იუვენტუსმა" ვერ მოაბა თავი ტრანსფერს, ვერ გავიდა პირდაპირ ფეხბურთელზე - ამ ვერსიის დაჯერებაც ძალიან ძნელია.

ლორიას შემთხვევაში კი საქმე სხვანაირადაა, ანუ სად გააგრძელებს კარში დგომას, ჯერ ბუნდოვანია. ლორია უკვე კარგად რეკლამირებული ფეხბურთელია და მთხოვნელი აუცილებლად გამოუჩნდება, ეჭვიც არ მეპარება, რომ დაინტერესება მდიდარი კლუბიდან იქნება. ლორიას ფასმა აიწია. დროა, რომ ის საქართველოდან წავიდეს.

ნაკრებმა საქმეს თავი გაართვა - ორ შეხვდერაში ის სამი ქულა აიღო, რომლისაც გვჯეროდა და გვეიმედებოდა.

ამ ნაკრებმა დაგვარწმუნა, რომ დაცვითი თამაშით შედეგის მიღწევა შეუძლია. ახლებურად ისაუბრა თემურ ქეცბაიამ. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ქეცბაიამ განაცხადა, რა არის სულ კბენა და კრიტიკა, ზოგს ალბათ არ უხარია საქართველოს წარმატრება, სამწუხაროა, რომ დაკვეთით ხდება ეს ყველაფერიო. ქეცბაიამ დააზუსტა, რომ ქოქოლას მასმედიისკენ ამისამართებდა.

ყველაფერს თავის დრო აქვს. ახლა, როცა ბელარუსთან და ესპანეთთან მატჩები უკან არის მოტოვებული, უფრო კარგად შეგვიძლია დავფიქრდეთ ქეცბაიას ამ განცხადებებზე.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ახლა არ იმყოფება საქართველოში და როცა დაბრუნდება, ალბათ მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა: თუ კონკრეტულად რომელი ჟურნალისტი მიაჩნია დაკვეთების შემსრულებლად და ვინ არის დამკვეთი, ვის არ უხარია საქართველოს წარმატება.

ისიც საინტერესოა, ვინ ურჩია ქეცბაიას ასეთების ლაპარაკი პრესკონფერენციაზე. მოვა დრო და ჟურნალისტებთან ნათქვამ თითოეულ სიტყვას ჩვენთანაც ფასი დაედება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Walkabout
მართალია, ლორია უნდა წავიდეს, აქვს მეკარისთვის კარგი ასაკი, უკვე გამოცდილებაც, დიდ გუნდებთან თამაშის პრაქტიკაც, ასე თუ ისე იცნობენ, რეკლამირებულიც არის, მაგრამ მისთვის წასვლა არ უნდა იყოს თვითმიზანი, ანუ ოღონდ საქართველოდან გააღწიოს და სადაც უნდა წავიდესო... შეიძლება როგორც ამბობენ მართლა რეალში ან ბარსელონაში ვერ წავიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კარპატიში, ვორსკლაში, ნალჩიკში, კრასნოდარში ან მსგავს მაიმუნ გუნდში გადავიდეს...
kartveli
სატიის ავტორმა არ მიწყინოს და მემგონი მეკარის გკარგ თამაშს,მეტწილად გუნდის კარგი თამაში განაპირობებს, თუ გუნდი ვერ თამაშობს ეს მეკარეზეც მოქმედებს და ბუფონი,კასილიასიც კი წყვილწვილ გოლებს უშვებენ,მე გიორგი ლორიას კლასს არ ვაყენებ ეჭვქვეშ,ლორიას დიდი მადლობა საუუცხოო თამაშისთვის,მაგრამ მე ესე მგონია, რაც არ უნდა მაღალი დონის მეკარე იყო,მაინც გუნდის წევრი ხარ,არ არის სწორე,ცალკე გუნდის განხილვა და ცალკე მეკარის,გუნდი გუნდია
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...