ევროპის ნაკრებმა დაიბრუნა პროფესიულ გოლფში მთავარი გუნდური ტიტული - რაიდერის თასი. ოთხდღიან ტურნირში, რომელიც უელსის ქალაქ ნიუპორტში, გოლფ-კურორტ სელტიკ მენორზში გაიმართა, "ბებერი კონტინენტის" ვარსკვლავებმა თასის მოქმედ მფლობელს - ამერიკის ნაკრებს 14,5:13,5 მოუგეს.

ევროპის ნაკრებმა დაიბრუნა პროფესიულ გოლფში მთავარი გუნდური ტიტული - რაიდერის თასი. ოთხდღიან ტურნირში, რომელიც უელსის ქალაქ ნიუპორტში, გოლფ-კურორტ სელტიკ მენორზში გაიმართა, "ბებერი კონტინენტის" ვარსკვლავებმა თასის მოქმედ მფლობელს - ამერიკის ნაკრებს 14,5:13,5 მოუგეს.

ამერიკელთა რიგებში ირიცხებოდა მსოფლიოს გოლფის ორი მთავარი ვარსკვლავი - ტაიგერ ვუდსი და ფილ მიკელსონი. მაგრამ ამ დუეტმა გუნდს ტიტულის შენარჩუნებაში დახმარება ვერ გაუწია. მიზეზი წყვილებში ამერიკელთა სუსტი გამოსვლა იყო. მიკელსონმა ვერც დასტინ ჯონსონთან და ვერც რიკი ფაულერთან დუეტში ვერ შეძლო თუნდაც ერთი მიკრომატჩის მოგება. მართალია, ვუდსმა სტივ სტრიკელთან წყვილში სამიდან ორი მატჩი მოიგო, მაგრამ ეს საბოლოო წარმატების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. საქმეს ვერ უშველა ვუდსისა და მიკელსონის გამარჯვებებმა ინდივიდუალურ მატჩებში, შესაბამისად იტალიელ ფრანჩესკო მოლინარისა და შვედი პეტერ ჰანსონის წინააღმდეგ. ამერიკელებმა ბოლო მეოთხე სესია 7:5 მოიგეს, მაგრამ თასის მოსაპოვებლად სამქულიანი სხვაობა სჭირდებოდათ.

თასის ბედი ბოლო მიკროდუელში გადაწყდა, რომელშიც ჩრდილოირლანდიელი გრემ მაკდაუელი ამერიკელ ჰანტერ მეიჰენს ხვდებოდა. ძლიერი ნისლის პირობებში ოლსტერის წარმომადგენელმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ევროპას რაიდერის თასი დაუბრუნა.

რაიდერის თასი ორ წელიწადში ერთხელ მონაცვლეობით ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მინდვრებზე იმართება. ამერიკელი გოლფისტები 1993 წლის შემდეგ ვერ ახერხებენ სტუმრად გამარჯვებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა