"მაკლარენის" ხელმძღვანელთა მოლაპარაკებები ლუის ჰემილტონთან კრიზისულ წერტილამდე მივიდა და გუნდი მზად არის, მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი შეცვალოს
"დიდ ცირკში" გრძელდება სატრანსფერო ციებ-ცხელება. ევროპული პრესა ყოველდღიურად ავრცელებს საინტერესო ჭორებს.

16 სექტემბერს საყოველთაო ყურადღება მიიპყრო გაზეთმა "დეილი მეილიმ". აი, რას წერს ის:

"მაკლარენის" ხელმძღვანელთა მოლაპარაკებები ლუის ჰემილტონთან კრიზისულ წერტილამდე მივიდა და გუნდი მზად არის, მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი სერხიო პერესით შეცვალოს".

ერთი კვირის წინ ბრიტანულ საჯინიბოში აცხადებდნენ, რომ მათ "ბ" გეგმა არ აქვთ და ჰემილტონის გაშვებას არ აპირებენ, მაგრამ, როგორც ჩანს, "მაკლარენში" მოთმინებას კარგავენ, რადგან ლუისის მენეჯმენტს მოლაპარაკებებისას არაკონსტრუქციული პოზიცია უკავია, ხოლო პერესისთვის ასეთი სახელოვანი გუნდისგან წინადადება კარიერაში აშკარად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

"ლუისი ცეცხლთან თამაშობს, - ამბობს "დეილი მეილთან" კომენტარში ინკოგნიტო წყარო. - "მაკლარენიდან" წასვლა სრული სიგიჟე იქნება. თუ მას სურს გაიგოს, რა ხდება, როცა პილოტი ტოპ-გუნდიდან ფულის გამო მიდის, მაშინ Google-ში ჟაკ ვილნევის სახელი აკრიფოს".

კომპანია XIX Entertainment, რომელიც პასუხისმგებელია ჰემილტონის კარიერაზე, ითხოვს, რომ ახალი კონტრაქტის მიხედვით, მის კლიენტს ჰქონდეს საკუთარი ბრენდის განვითარების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ლუისს ვალდებულებები აქვს "მაკლარენის" სპონსორებთან, რომელთა რიცხვი სამ ათეულს აღწევს.

McLaren Group-ის ხელმძღვანელისთვის, რონ დენისისთვის ეს მიუღებელია. მისი კომპანია ყოველთვის დამოკიდებული იყო კომერციულ პარტნიორებთან ურთიერთმომგებიან ურთიერთობაზე.

გაზეთი წერს, რომ "მაკლარენში" ლუისს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობენ, რომელიც 45 მილიონ ფუნტად არის შეფასებული. ამას ემატება ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივა.

"მერსედესის" შეთავაზება უფრო მომხიბვლელია - სამ წელიწადში 60 მილიონი ფუნტი და საკუთარი ბიზნესის განვითარების უფლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად