გურამ კაშიას გუნდმა გასვლაზე დიდი ანგარიშით "გრონინიგენს" მოუგო
ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო "ვიტესმა".

გურამ კაშიას გუნდმა გასვლაზე დიდი ანგარიშით "გრონინიგენს" მოუგო. ფრედი რუტენის შეგირდებმა გოლები მეორე ტაიმში გაიტანეს. ანგარიში ცვლილებაზე გამოსულმა მაიკ ჰავენაარმა გახსნა, იაპონელ-ჰოლანდიელმა ვან აანჰოლტის პასით გაიტანა. მატჩის ბოლოსკენ უკვე ჰავენაარმა გააკეთა საგოლე პასი, თავი კი კალასმა გამოიჩინა. 90-ე წუთზე ბონიმ დააფიქსირა საბოლოო შედეგი. გურამ კაშიამ 90 წუთი ითამაშა, გიორგი ჭანტურია კი სათადარიგო სკამზე იყო.

"ვიტესი" მეორე ადგილზეა, ჩემპიონატს კი ერთპიროვნულად "ტვენტე" ლიდერობს, რომელსაც ქულათა მაქსიმუმი აქვს მოგროვებული. სტივ მაკლარენის გუნდის მორიგი მსხვერპლი "ვილემი" გახდა. ენსხედელებმა ერთ დროს ჩემპიონთა ლიგის მონაწილეს 6 გოლი გაუტანეს.

ამ ტურში მოიგეს "აიაქსმა" და "ფეიენოორდმა". გრანდებმა შინ აუტსაიდერებს უმასპინძლეს და ორივემ 2:0 მოიგო. ჩემპიონთა ლიგის წინ ფრანკ დე ბურმა რამოდენიმე ლიდერი დაასვენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამსტერდამელებს არ გასჭირვებიათ სამი ქულის აღება. გოლები შიონემ და ლუკოკიმ გაიტანეს. როტერდამს კი "ზვოლე" ეწვია და შინ უქულოდ გაბრუნდა. "აიაქსი" და "ფეიენოორდი" 11 და 10 ქულით, შესაბამისად, მესამე და მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.

ტურის მთავარი სენსაცია კვირას დაფიქსირდა: "უტრეხტმა" შინ "პსვ ეინდჰოვენს" მოუგო. ერთადერთი გოლი მასპინძლებმა მაშინ გაიტანეს, როდესაც მინდორზე 10 კაცით იყვნენ დარჩენილები, რადგან არბიტრმა "უტრეხტს" ანუარ კალი გაუძევა. მე-80 წუთზე მსაჯმა ალექსანდერ გერნდტიც მიაბრძანა მოედნიდან.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი 10 წუთი მეტოქე მოედანზე 9 კაცით იყო, "ფილიპსელებმა" ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს და ყველასთვის მოულოდნელად, დამარცხდნენ. "ეინდჰოვენს" ჩემპიონატში უკვე 2 მარცხი აქვს და ლიდერ "ტვენტეს" 6 ქულით ჩამორჩება.

ევედივიზიე. VI ტური

აიაქსი-ვაალვიკი 2:0

გოლები: შიონე (52), 2:0 ლუკოკი (69).

ვილემი-ტვენტე 2:6

გოლები: 0:1 ფ. გუტიერესი (39), 0:2 კასტაინოსი (42), 0:3 შილდერი (53), 1:3 ჰოიხერი (70), 1:4 შილდერი (78), 1:5 ვ. იანსენი (80), 2:5 ლუმუ (84), 2:6 ჰაასტრუპი (84-საკ. კარში).

ჰერენვენი-დენ ჰააგი 1:3

გოლები: 0:1 პოეპონი (20), 0:2 ტოორნსტრა (23), 0:3 ჩერი (28), 1:3 გუველეუვი (53).

ვენლო-ნაიმეგენი 2:2

გოლები: 0:1 ბროიერი (2), 0:2 პლატიე (55), 1:2 ნვოფორი (67), 2:2 ნვოფორი (76).

ფეიენოორდი-ზვოლე 2:0

გოლები: 1:0 ბროერსე (46-საკ. კარში), 2:0 იმერსი (73-პენ).

ჰერაკლესი-ბრედა 2:1

გოლები: 0:1 შალკი (14), 1:1 ოვერტოომი (81), 2:1 ევერტონი (90).

ალკმაარი-როდა 4:0

გოლები: 1:0 ალტიდორი (12), 2:0 ფალკენბურგი (29), 3:0 ალტიდორი (40), 4:0 ალტიდორი (65).

უტრეხტი-პსვ ეინდჰოვენი 1:0

გოლი: 1:0 ბულტჰუისი (71).

გრონინგენი-ვიტესი 0:3

გოლები: 0:1 ჰავენაარი (62), 0:2 კალასი (87), 0:3 ბონი (90).

სატურნირო მდგომარეობა

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1.

ტვენტე

5

5

0

0

15-4

15

2.

ვიტესი

5

4

1

0

9-2

13

3.

აიაქსი

5

3

2

0

17-5

11

4.

ფეიენოორდი

5

3

1

1

6-3

10

5.

პსვ

5

3

0

2

15-6

9

6.

დენ ჰააგი

5

2

2

1

11-8

8

7.

ალკმაარი

5

2

2

1

10-8

8

8.

უტრეხტი

5

2

2

1

6-4

8

9.

ვაალვიკი

5

2

2

1

7-7

8

10.

ნაიმეგენი

5

2

1

2

10-11

7

11.

ჰერაკლესი

5

1

2

2

6-8

5

12.

გრონინგენი

5

1

1

3

4-11

4

13.

როდა

5

1

1

3

4-11

4

14.

ჰერენვენი

5

0

3

2

4-8

3

15.

ვენლო

5

0

2

3

6-11

2

16.

ბრედა

5

0

2

3

3-10

2

17.

ცვოლე

5

0

2

3

2-9

2

18.

ვილემი

5

0

2

3

4-13

2

ბომბარდირები

7 - ალტიდორი (ალკმაარი); 4 - ჩერი (დენ ჰააგი).

ტატო ბაციკაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა