იცით ვინ არის ჯონ ჰენრი? იგი ამერიკული ბეისბოლის კლუბის "ბოსტონ რედ სოკსის" მეპატრონე გახლავთ, რომელმაც "ლივერპულის" ყიდვა მოიწადინა....
იცით ვინ არის ჯონ ჰენრი? იგი ამერიკული ბეისბოლის კლუბის "ბოსტონ რედ სოკსის" მეპატრონე გახლავთ, რომელმაც "ლივერპულის" ყიდვა მოიწადინა. ამბობენ, რომ მისმა გამოჩენამ მერსისაიდული კლუბის დირექტორატი ორად გახლიჩა. საქმე ის გახლავთ, რომ "ლივერპულის" ოფისში ჰენრის გამოჩენამდე უკვე იდო მავანი აზიელი ბიზნესმენის წინადადება, რომელიც ასევე ძალიან სერიოზული და ანგარიშგასაწევი ყოფილა, მაგრამ, გამოვიდა თუ არა სცენაზე ამერიკელი, "წითლების" მეპატრონეთა ჯორჯ ჯილეტისა და ტომ ჰიკსის ქცევა შეიცვალა. მათ სასწრაფოდ მოიწვიეს დირექტორატის შეკრება, ოღონდ მანამდე ძალიან უცნაური რამ მოიმოქმედეს: სცადეს თანამდებობიდან მოეხსნათ მმართველი დირექტორი კრისტიან პარსლოუ და კომერციული დირექტორი იან ეირი და მათ ნაცვლად ჰიკსის შვილი მეკ ჰიკსი და თავიანთი ბანაკის კიდევ ერთი წევრი ლორი კეი მაკკეჩიონი დაენიშნათ. ეს რას ნიშნავდა? სავარაუდოდ, ინგლისელების მათთვის სანდო ამერიკელებით ჩანაცვლებას, თუმცა კლუბის თავმჯდომარემ (კონტინენტური ევროპის ანალოგიით პრეზიდენტმა) მარტინ ბრაფტონმა ეს არ დაუშვა და განხეთქილებაც ამას მოჰყვა.

თუ ვინმე დაიბნა დავაზუსტებთ: "ლივერპულის" პრეზიდენტი კლუბის მეპატრონე არ გახლავთ, დაქირავებული კაცია, მაგრამ, როგორც ჩანს, კანონმდებლობით დირექტორთა მოხსნასა და დანიშვნას ხელი მან უნდა მოაწეროს. ახლა, საქმეს ადვოკატები არჩევენ. როგორც ირკვევა, ჰიკსსა და ჯილეტს გული აზიელი მყიდველისკენ მიუწევთ, ინგლისურ ფრთას კი ჰენრისა და მისი კომპანიისკენ.

აღსანიშნავია, რომ ბრაფტონი და პარსლოუ ყოველთვის ამტკიცებდნენ, რომ "ლივერპულში" პრეზიდენტი ბატონი არ არის და ნიადაგ ცდილობდნენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ხუთ დირექტორს შორის ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილიყო. ეს ხალხი ამისათვის განსაკუთრებით მძაფრად მას მერე იბრძოდა, რაც შეატყო, რომ ჰიკსმა და ჯილეტმა კლუბი ვალებში ჩაძირეს და შოტლანდიის სამეფო ბანკიდან გამოტანილ ვეებერთელა კრედიტს ვეღარაფერს უხერხებენ.

საინტერესოა, რომ კლუბმა მიმდინარე ამბების შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც სრულიად დაუფარავად წერია:

"კლუბის დირექტორატმა "ლივერპულის" ყვიდვასთან დაკავშირებით მიიღო ორი დიდებული წინადადება, რომელთაგან ორივე იძლევა დიდძალი ვალის დაფარვის საშუალებას. წინადადებების განსახილველად დაინიშნა დირექტორატის თათბირი, რომლის წინ მეპატრონეებმა გადაწყვიტეს მმართველი დირექტორი კრისტიან პარსლოუ და კომერციული დირექტორი იან ეირი მეკ ჰიკსითა და ლორი მაკკეჩიონით შეეცვალათ, მაგრამ თავმჯდომარის მარტინ ბრაფტონის ჩარევით ეს ვერ განხორციელდა. საქმეს ვექილები არჩევენ, ბრაფტონი, პარსლოუ და ეირი კი მანამდე მუშაობას განაგრძობენ და ცდილობენ ორი წინადადებიდან კლუბი პირველს დათანხმდნეს".

შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ "ლივერპული" პრემიერლიგის ცხრილში სამარცხვინო მე-18 ადგილზეა, "ქარლინგის თასიდან" მეორე ლიგის "ნორთჰემპტონმა" გამოთიშა, ბანკებისა კი 257 მილიონი ფუნტი მართებს, რასაც დოლარებში თუ გადავიყვანთ საშინელი თანხა 408, 614 მილიონი გამოვა. მერსისაიდში ფანები დემონსტრაციებს აწყობენ, ჰიკსისა და ჯილეტის გადადგომას ითხოვენ, ხოლო ეგრეთწოდებული "სელებრითები" ანუ ცნობილი მსახიობები და მომღერლები ინტერნეტით იმავე შინაარსის ვიდეომიმართვებს ავრცელებენ. ბოლო შეხვედრის შემდეგ - რომელშიც "ლივერპული" "ბლექპულთან" შინ 2:1 დამარცხდა – "ენფილდ რუდზე" ხალხმა ტრიბუნებიდან ახალი მწვრთნელის როი ჰოჯსონის კენი დალგლიშით შეცვლა მოითხოვეს.

და აი, ასეთ დროს გამოჩნდა "რედ სოკსის" მეპატრონე, რომელიც 300 მილიონ ფუნტს იხდის, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, მას კონკურენტი ჰყავს. ცნობისათვის: ეს აზიელი კონკურენტი არ გახლავთ ჩინელი ბიზნესმენი კენი ჰუანგი რომლის შესახებაც ადრეც ვწერდით და შესაძლოა გახსოვდეთ. ასე რომ ლივერპულში ოქტომბრის ცხელი დღეებია მოსალოდნელი.

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა