საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მალტისა და ლატვიის წინააღმდეგ ჩასატარებელი შესარჩევი მატჩებისთვის მზადება გუშინწინ, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" შეკრებით დაიწყო...

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მალტისა და ლატვიის წინააღმდეგ ჩასატარებელი შესარჩევი მატჩებისთვის მზადება გუშინწინ, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" შეკრებით დაიწყო. პირველ დღეს თემურ ქეცბაიამ გუნდი ერთხელ, "მიხეილ მესხის" სტადიონზე ავარჯიშა, გუშინ კი ჩვენი ნაკრები ვაკის არენაზე ორჯერ გავიდა – ერთხელ დილას, მეორედ კი საღამოს.

გუშინ ნაკრებს ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი მერებაშვილი და ნუკრი რევიშვილი შეურთდნენ. ერთადერთი გამოძახებული ფეხბურთელი, ვისაც ამ შეკრებაზე ჯერ არ უვარჯიშია, ლევან კობიაშვილია. იგი გუნდს დღეიდან დაემატება.

როგორც იცით, ტრავმის გამო ნაკრების ბანაკს მათე ღვინიანიძე გამოაკლდა და მის ნაცვლად ქეცბაიამ დინამოელი ლევან კაკუბავა გამიოაკლდა. მალტასთან შეხვედრისთვის დისკვალიფიცირებულ უჩა ლობჟანიძეს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, საბედნიეროდ, მეტი დანაკლისი ჯერჯერობით არ გვაქვს და იმედია, მოახლოებულ დაპირისპირებას ზედმეტი დანაკარგების გარეშე შევხვდებით. ალექსანდრე იაშვილს ფეხი აწუხებდა და ამიტომაც გუშინ მხოლოდ ინდივიდუალურად ივარჯიშა, მაგრამ როგორც შევიტყვეთ, მისი მდგომარეობა საგანგაშო არაა და წესით, დღეიდან სრულად დაიტვირთება.

რაკი გუშინ ორჯერ ივარჯიშეს, ქეცბაიას გუნდი დიდად არ დაუტვირთავს. გადაუღებელი წვიმის მიუხედავად, გაზონი ერთი შეხედვით, ნორმალურ მდგომარეობაში იყო და სხვადასხვა ტექნიკური ელემენტების შესრულება არ ჭირდა. დილასაც და საღამოსაც აქცენტი ბურთთან ერთად მუშაობაზე გაკეთდა. იყო ჩვეულებრივი "კვადრატები", კარში დარტყმები და სტანდარტული მდგომარეობები, რასაც განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. დღის განმავლობაში ჩვენი ნაკრების წევრებმა ორმხრივი თამაში ნახევარ მოედანზეც გააჩაღეს და მთელზეც. უამინდობის მიუხედავად, ორივე ვარჯიში კარგი სანახავი იყო, ჩვენს ფეხბურთელებს შემართება და მონდომება არ დაეწუნებოდათ, მწვრთნელების მითითებას თითოეული მათგანი დიდი ენთუზიაზმით ასრულებდა.

საქართველოს ნაკრები დღესაც "ლოკომოტივზე", საღამოს 5 საათიდან ივარჯიშებს. დასწრება წინა დღეებშიც თავისუფალი იყო და ქართველთა ყველა ვარჯიშზე შესვლა გულშემატკივრებს დაუბრკოლებლად შეეძლებათ. ხვალ საღამოს ქეცბაიას გუნდი უკვე ეროვნულ სტადიონზე გადაინაცვლებს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ 23 ფეხბურთელის ვინაობას, რომლებიც მოახლოებული მატჩებისთვის ემზადებიან: ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, მალხაზ ასათიანი, ლაშა სალუქვაძე, უჩა ლობჟანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ნიკა კვეკვესკირი, ლევან კაკუბავა, მურთაზ დაუშვილი, ლევან კობიაშვილი, გიორგი მერებაშვილი, ჯანო ანანიძე, გოგიტა გოგუა, ალექსანდრე კოშკაძე, ირაკლი კლიმიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლადო დვალიშვილი, დავით სირაძე, ნიკა გელაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"