ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ანდრე ვილაშ-ბოაშის პირველი გამარჯვება

ანდრე ვილაშ-ბოაშის პირველი გამარჯვება

მე-3 ტურამდე პრემიერლიგას ორი გრანდი ჰყავდა, რომელსაც გამარჯვება არ ჰქონდა აქტივში - ”ლივერპული” და ”ტოტენჰემი”

მე-3 ტურამდე პრემიერლიგას ორი გრანდი ჰყავდა, რომელსაც გამარჯვება არ ჰქონდა აქტივში. "ლივერპული" ასეთადვე დარჩა, "ტოტენჰემმა" კი "რედინგთან" თავისი პირველი დამსახურებული გამარჯვება ჩაიწერა აქტივში და თანაც, გასვლაზე. მატჩის შემდეგ "დეზების" თავკაცმა ანდრე ვილაშ ბოაშმა კრიტიკოსებს ამაყად შეხედა თვალებში და განაცხადა, რომ კმაყოფილი იყო თავისი გუნდის გარჯით. როგორც ჩანს, ყველაზე მეტად მას გულზე ჩრდილოლონდონელთა ექსთავკაცის, ჰარი რედნაპის სიტყვები მოხვდა გულზე, ვინც თქვა, ვილაშ ბოაშის საქმიანობა 70%-ით გადაღეჭილი კონსპექტების კითხვისგან შედგებაო.

აი, რა თქვა 35 წლის პორტუგალიელმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე: "დღეს ძალიან ბედნიერი ვარ და ყველაზე მეტად იმიტომ, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა ძალიან მოინდომეს. ისინი ბოლომდე იყვნენ კონცენტრირებულნი. ცხადია, რომ მათ იმ მძიმე შრომის წყალობით დღევანდელი წარმატება ალალად დაიმსახურეს. პირველი გამარჯვება განგაშის ზარებს უსაფუძვლოს ხდის. იმედია, ჩვენი ეს მიღწევა მომავალი წარმატებების წინაპირობა გახდება. მატჩის მიწურულს იმდენად კარგად ვთამაშობდით, რომ დავრწმუნდი, საერთოდ აღარ ნერვიულობდით. მინდა ვთქვა, რომ ყველა მწვრთნელს მუშაობის თავისი სტილი აქვს. ბოლოს და ბოლოს, მოედანზე სათამაშოდ ფეხბურთელები გადიან და არა მენეჯერები და შედეგები რაღაც წილად მათზეც არის დამოკიდებული".

ფრიდელი კონფლიქტს უარყოფს

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "დეზებმა" "ლიონიდან" საფრანგეთის ნაკრების კარის დარაჯი უგო ლორისი გადაიბირეს. ვილაშ ბოაშმა თავიდანვე განაცხადა, თუკი ბრედ ფრიდელი ამავე დონეზე თამაშს განაგრძობს, ადგილს ძირითადში აუცილებლად შეინარჩუნებსო. 41 წლის ამერიკელი ჯერჯერობით კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანის საფუძველს არ იძლევა. შესაბამისად, 25 წლის ფრანგს სათადარიგოთა სკამზე უწევს ყურყუტი. ფრიდელის თქმით, ამის მიუხედავად, ფეხბურთელსა და გუნდის თავკაცს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე ლაპარაკი საფუძველს მოკლებულია.

"გაზეთებს ყველა ქვეყანაში უყვართ ხმამაღალი სათაურები. მაგალითად, ბოლო ხანს ისინი ვილაშ ბოაშისა და ლორისის კონფლიქტზე წერენ. ეს ყველაფერი სისულელეა. უგო დიდებული მეკარე და შესანიშნავი პიროვნებაა. იმავეს თქმა შემიძლია კუდიჩინისა და გომეშზეც. ჩვენ შორის ჯანმრთელი კონკურენაცია სუფევს. ჩვენ რამდენიმე ტურნირში ვთამაშობთ და ცხადია, თამაშის შანსი ყველას ექნება," – თქვა ფრიდელმა.

ასუ-ეკოტოს ერთი თვე

BBC-ის ცნობით, "ტოტენჰემისა" და კამერუნის ნაკრების 28 წლის განაპირა მცველმა ბენუა ასუ-ეკოტომ "რედინგთან" შეხვედრამდე მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც დაახლოებით ერთი თვე დასვენება მოუწევს. "ბენუას მუხლზე საშუალო სიმძიმის დაზიანება აქვს, რის გამოც დატვირთვის შემდეგ საკმაოდ უსივდება. წინა შეხვედრებში ის გაძლებაზე იყო, მაგრამ გუნდის დახმარებაზე უარი მაინც არ უთქვამს. ამ ეტაპზე ზუსტად თქმა ძნელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას ოთხი კვირის გამოტოვება მოუწევს," – განაცხადა ვილაშ ბოაშმა. პორტუგალიელის თქმით, ასუ-ეკოტოს შეცვლა კრის ნაუტონს, კაილ ნაფტონსა ან იან ვერტონგენს შეუძლიათ.

ევერტონი-ნიუკასლი 2:2

ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი – ბეინსი, დისტენი, იაგიელკა, ჰიბერტი – ფელაინი, პიენაარი, ოსმანი, ნევილი – იელავიჩი (44. ანიჩებე), მირალიაში (83. ნეისმიტი)

ნიუკასლი (4-5-1): ჰარპერი – პერჩი, ტეილორი, უილიამსონი, სანტონი – კაბაი (90+2. ბიგირიმანა), ანიტა, ხონასი, მარვო (46. ბა), სისე (80. შ. ამეობი) – ბენ არფა

გოლები: 1:0 ბეინსი (15), 1:1 ბა (49), 2:1 ანიჩებე (88), 2:2 ბა (90)

გაფრთხილება: ნევილი, პიენაარი, ფელაინი – ანიტა, პერჩი, შ. ამეობი

კარში დარტყმა: 10-7 (5-4) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 18-11 ბურთის ფლობა: 52%-48%

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩელსი 4 3 1 0 8-2 10

2. იუნაიტედი 4 3 0 1 10-5 9

3. არსენალი 4 2 2 0 8-1 8

4. სიტი 4 2 2 0 9-6 8

5. სუონსი 4 2 1 1 10-4 7

6. ვესტ ბრომვიჩი 4 2 1 1 6-4 7

7. ევერტონი 4 2 1 1 6-5 7

8. ვესტ ჰემი 4 2 1 1 4-3 7

9. ფულჰემი 4 2 0 2 10-6 6

10. ტოტენჰემი 4 1 2 1 6-5 5

11. ნიუკასლი 4 1 2 1 5-6 5

12. სტოკი 4 0 4 0 4-4 4

13. ასტონ ვილა 4 1 1 2 4-5 4

14. უიგანი 4 1 1 2 4-8 4

15. სანდერლენდი 3 0 3 0 3-3 3

16. ნორვიჩი 4 0 3 1 2-7 3

17. ლივერპული 4 0 2 2 3-8 2

18. ქუინზ პარკი 4 0 2 2 2-9 2

19. რედინგი 3 0 1 2 4-8 1

20. საუთჰემპტონი 4 0 0 4 5-14 0

ბომბარდირები: 4 – რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), მიჩუ (სუონსი), 3 - სტივენ

ფლეტჩერი (სანდერლენდი), დემბა ბა (ნიუკასლი) კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება

"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა

ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ

ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება

შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში

პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო

ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა

[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია

ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა

"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა

ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო

ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო

"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"

"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი