საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის თბილისში ემზადება. ვლადიმერ გუცაევის გუნდი ინტენსიურად ვარჯიშობს და დღეს "გაგრასთან" დასკვნით საკონტროლო მატჩსაც გამართავს...
U 19. ევროპის ჩემპიონატი

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის თბილისში ემზადება. ვლადიმერ გუცაევის გუნდი ინტენსიურად ვარჯიშობს და დღეს "გაგრასთან" დასკვნით საკონტროლო მატჩსაც გამართავს. საინტერესოა, რა აზრისაა ნაკრების თავკაცი გუნდის მომზადებაზე, შემადგენლბაზე, მეტოქეებზე, კალენდარზე... გუცაევს სწორედ ამ თემებზე ვესაუბრეთ...

- რამდენად სრულყოფილია შემადგენლობა, რომელიც დაასახელეთ? ყველა საჭირო ფეხბურთელია გუნდში?

- ფაქტობრივად, ყველა ის ფეხბურთელი ჩამოვიდა, ვინც გვინდოდა, მაგრამ დანაკლისიც გვაქვს, მაგალითად, "ემპოლის" თავდამსხმელი ირაკლი შეყილაძე, რომელიც მუხლის ტრავმის გამო ვერ შემოგვიერთდა. "ანჟის" თავდამსხმელი გიორგი ილურიძე კი ჩამოვიდა, მაგრამ მასაც ტრავმა აწუხებს - კოჭი აქვს ნატკენი, ნაკრების ექიმმა ნახა და... სამწუხაროდ, პორტუგალიაში ვერ დაგვეხმარება. თემურ ქეცბაიასაც უნდა ველაპარაკო ჯანო ანანიძის საკითხზე. ვიცი, რომ ჯანო მთავარ ნაკრებს სჭირდება, მაგრამ ჩვენ გვინდა, ლატვიასთან მატჩის შემდეგ პორტუგალიაში შემოგვიერთდეს. 13 ოქტომბერს მეორე მატჩი გვიწევს და ჯანო ალბათ ვერ შეძლებს თამაშს, 16 ოქტომბერს კი, დასკვნითი ტურში, რომელიც ალბათ გადამწყვეტი იქნება, ანანიძეს თამაში უკვე შეეძლება და გვინდა, დაგვეხმაროს. ამას გარდა, ტექნიკური შეფერხების გამო 2-3 ლეგიონერისთვის ვიზების გაკეთება ვერ მოესწრო. თუმცა ეს მოთამაშეები ჩვენი ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები არ არიან.

- "ვიტესის" თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია დისკვალიფიცირებულია...

- სამწუხაროდ. ჭანტურია პირველ ორ მატჩს გამოტოვებს, დასკვნით მატჩში კი ითამაშებს, ჰოდა, ჩვენი სურვილია ამ მატჩისთვის ყველა რესურსი გამოვიყენოთ. ანანიძე და ჭანტურია ყველა გუნდისთვის დიდი ძალაა.

- შემადგენლობას რომ გადავხედოთ, იქ ორი ნომინალური თავდამსხმელია - გიორგი ჭანტურია და ლაშა ჩაფიძე. თუკი ჭანტურია პირველ ორ მატჩს გამოტოვებს, გამოდის, რომ თავდასხმაში მხოლოდ ჩაფიძის იმედად ვართ?

- არა, რატომ? თორნიკე ოქრიაშვილი ჩემთვის თავდამსხმელია და მას ამჯერადაც წინა ხაზზე გამოვიყენებთ.

- ვაკო ყაზაიშვილი 17-წლამდელთა ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, თუმცა ვერ მოხვდა თქვენს გუნდში. რა არის ამის მიზეზი?

- ყაზაიშვილი ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი კანდიდატი იყო და პორტუგალიაში მოსამზადებელ შეკრებაზეც წავიყვანეთ. ისიც ჩვენი თვალთახედვის არეალშია, თუმცა გადავწყვიტეთ, ამ ეტაპზე არ გამოვიყენოთ. ყაზაიშვილსაც და სხვა ფეხბურთელებსაც ექნებათ შანსი საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად.

- შემადგენლობაში არ არის "დიორი ეტოში" მოასპარეზე თეიმურაზ შარაშენიძეც. რატომ?

- შარაშენიძე თურქული შეკრებისას გამოვიძახეთ და მისი თამაშიც ვნახეთ. მივიჩნიეთ, რომ მის პოზიციაზე უფრო კარგი ფეხბურთელები გვყავს.

- გუნდის მომზადების დონით რამდენად კმაყოფილი ხართ?

- უმრავლესობა ლეგიონერებია და მათ შეკრებებზე მხოლოდ ფიფას მიერ სპეციალურად გამოყოფილ დღეებში ვიძახებდით. გარდა ამისა, ამ ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი 21-წლამდელებშიც იყო გამოძახებული. ამ ლეგიონერებს ყოველთვის ვერ ვათამაშებდით და მათ ნაცვლად სხვებს ვიძახებდით. თურქეთის, ბელარუსისა და პორტუგალიის შეკრებებზე თითქმის ყველა ფეხბურთელი ვნახეთ, ვინც ჩვენი ინტერესის სფეროში იყო. ყველას მივეცით თავის გამოჩენის შანსი და საბოლოოდ ეს შემადგენლობა შევარჩიეთ.

- მეტოქეებს თუ იცნობთ?

- საბერძნეთის ნაკრების თამაშის ფირი გვაქვს და ფეხბურთელებსაც ვაჩვენეთ. პორტუგალიასა და აზერბაიჯანს რაც შეეხებათ, მათზეც გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, კერძოდ - სათამაშო სქემებზე. პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრები იმავე ტაქტიკით თამაშობს, როგორითაც მათი ეროვნული გუნდი - ეს არის 4-1-4-1. ისინი ზოგჯერ 4-2-3-1-საც ირჩევენ. პირველ ტურში, როცა ჩვენ საბერძნეთს ვეთამაშებით, ჩემი ერთ-ერთი თანაშემწე პორტუგალია-აზერბაიჯანის მატჩს დაესწრება და მეტოქეებზე უფრო მეტი გვეცოდინება. გარდა ამისა, ამ მატჩის ჩანაწერიც გვექნება და ორივე გუნდს დეტალურად შევისწავლით.

- საბერძნეთი და აზერბაიჯანი რა სქემით თამაშობენ? ისე, შედეგების მიხედვით აზერბაიჯანელთა გუნდი სულაც არ უნდა იყოს აუტსაიდერი...

- ამ ჯგუფში აუტსაიდერები არ არიან. შარშან აზერბაიჯანმა ისრაელსა და პოლონეთს ერთნაირი ანგარიშით - 3:0 მოუგო, პორტუგალიასთან კი მხოლოდ 0:1 დამარცხდა. ასე რომ, სამივე მატჩი რთული იქნება. რაც შეეხება ბერძნებისა და აზერბაიჯანელთა სათამაშო ტაქტიკას. საბერძნეთი დაცვისას 4-4-1-1-ით თამაშობს, შეტევისას კი 4-4-2-ს ირჩევს. ამავე სქემით თამაშობს აზერბაიჯანიც.

- ჩვენი გუნდი რა ტაქტიკით ითამაშებს?

- ჯერ 4-4-2 და 4-4-1-1 ვარიანტები დავამუშავეთ. ტაქტიკურ მარაგში სხვა სქემებიც გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში ავამოქმედებთ კიდეც. გარემარბებს შეტევაში აქტიურ მონაწილეობას ვავალებთ და იერიშში ზოგჯერ 4-5 ფეხბურთელიც კი მონაწილეობს. ჩვენ გუნდურად ვუტევთ და ასევე გუნდურად ვიცავთ თავს. სწორედ ეს რის თანამედროვე ფეხბურთი.

- კალენდარზე რა აზრის ხართ?

- ნორმალურია. პირველი მატჩი ბერძნებთან გვაქვს. ეს გუნდი მასპინძელი არ არის და მიმაჩნია, რომ თანაბარ სიტუაციაში ვიქნებით. ბერძნებთან მატჩის პარალელურად პორტუგალიასა და აზერბაიჯანსაც შევისწავლით. მეორე ტურში, მასპინძლების წინააღმდეგ, სათანადო კონტრტაქტიკას შევიმუშავებთ, დასკვნითი მატჩი კი აზერბაიჯანთან გვექნება და ვფიქრობ, არც ეს იქნება იოლი თამაში, ყველა ვარიანტში ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევს.

- ...და ეს იქნება ბრძოლა ჯგუფიდან გასვლისთვის...

- რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მიზანი. იმედია, იღბალიც ჩვენს მხარეს იქნება. წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გვინდა, ჯგუფიდან გავიდეთ და მერე ელიტრაუნდზე ვიფიქროთ.

ლელო

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"