მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა "მანჩესტერ სიტისთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ სიტისთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.

"სასტარტო შემადგენლობა ძალიან განსხვავებული არ იქნება. იმ მოთამაშეებს, რომლებიც სათანადო ფორმაში არ იმყოფებიან, მოედანზე არ გამოვუშვებ. მოედანზე ყველა უძლიერესი ფეხბურთელი გამოვა, რათა ბრწყინვალე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ მეტოქესთან იბრძოლოს.

ესპანეთის ჩემპიონატის წარუმატებელი სტარტისათვის პასუხისმგებელი, პირველ რიგში, მე ვარ. ასეა, როდესაც ვიმარჯვებთ, ერთად ვიმარჯვებთ; ხოლო თუ წავაგეთ, პირველს მე მადანაშაულებენ. სევილიაში დამარცხებამდე მოთამაშეებს ეს უკვე ვუთხარი, მაგრამ ვეცადე, ისინი არ გამეკრიტიკებინა.

ფეხბურთი ყოველდღიური საქმიანობაა და ჩატარებულ მატჩებზე ძალიან ჩაციკვლა არ ღირს. როგორც ამბობენ, გუშინდელი დღე უკვე ისტორიაა. სამწუხაროდ, მოთამაშეების საჭირო მოტივაციით დამუხტვა ვერ შევძელი და გუნდს ვერც სათანადო კონცენტრაციით თამაში ვაიძულე.

მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა უკვე არცთუ ცოტა ტიტული მოვიგეთ. ჩვენ ყველანი პროფესიონალები ვართ, ტიტულებიც გვაქვს და ფინანსური სტაბილურობაც. უარყოფითმა რეაქციებმა და გარეშე ზეგავლენამ ძალიან არ უნდა დაგვთრგუნოს. ჩემზე ზეწოლას ვერავინ ახორციელებს.

"მანჩესტერ სიტისთან" მატჩი ზუსტად ისეთივე მოტივაციას მძენს, როგორც "ხეტაფესთან" შეხვედრა. ჩემპიონთა ლიგის მოგების შესაძლებლობა ისეთივე მოტივაციით მავსებს, როგორც ნებისმიერი ცალკეული მატჩი. მოტივაცია სამუშაოს ნაწილია", - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

ასევე იხილეთ:

იწყება თავდავიწყება! პირველი ტურის პირველი დღის მშვენება "რეალი"-"სიტია"

"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა