22 წლის ჩოგბურთელმა გასულ კვირას კვებეკის (კანადა) ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში ორი წრე განვლო და 70 ქულა შეიმატა (სულ - 1210 ქულა)
22 წლის ანა ტატიშვილმა გასულ კვირას კვებეკის (კანადა) ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში ორი წრე განვლო და 70 ქულა შეიმატა (სულ - 1210 ქულა), მაგრამ წინსვლისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ჩვენებური 52-ე ადგილზე დარჩა.

51-ეზე მყოფი ჩეხი პეტრა ჩეტკოვსკა ქართველს 5 ქულითღა უსწრებს. ამ კვირის განმავლობაში ტატიშვილი, ალბათ, ტრავმების (მან ხომ კვებეკში მეოთხედფინალური პაექრობა ტრავმის გამო ვერ დაასრულა) მოსაშუშებლად დაისვენებს, 29 სექტემბრიდან კი პეკინის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 4 828 050 დოლარი) მოსინჯავს ძალებს.

WTA-ს განახლებულ რეიტინგში ქართველმა ქალებმა მცირედი ცვლილებები განიცადეს: 290 (298). სოფიო შაფათავა - 173 ქულა, 319 (307). მაკა ჩახნაშვილი (148), 369 (388). სოფიო ქვაცაბაია (111), 471 (471). ეკატერინე გორგოძე (67), 608 (611). ნათია გეგია (41). 617 (622). თათია მიქაძე (39), 660 (674). ოქსანა კალაშნიკოვა (33), 952 (957). ანი გოგვაძე (11), 1070 (1077). თამარ ჭალაგანიძე (6 ქულა).

ქართველი ჩოგბურთელები ამ კვირაშიც ეცდებიან რეიტინგის გაუმჯობესებას. ოქსანა კალაშნიკოვა ყაზახურ ჩიმკეტში (25 000 დოლარი) ძირითადი ბადის პირველ წრეში პოლონელ ჟუსტინა ჟეგიოლკას დაუპირისპირდება. ფრანგულ საინტ-მალოში (25 000 დოლარი) იასპარეზებს მაკა ჩახნაშვილი - სტარტზე იგი ბელგიელ ალისონ ვან უიტვანსკის შეხვდება.

14 ჩვენებური ითამაშებს ბათუმის ქალთა საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდია 15 000 ამერიკული დოლარი. შეჯიბრების რეიტინგფავორიტია რუსი იულია კალავინა. პირველ წრეში იგი ლანა როსტიაშვილს ეთამაშება. მე-2 ნომერია საქართველოს ნაკრების წევრი სოფიო ქვაცაბაია.

სტარტზე მას მეტოქეობას ანი გოგვაძე გაუწევს. დანარჩენი ქართველები პირველ წრეში ასე დაწყვილდნენ: ესთერ სარქისიანი (საქართველო) - იასმინ ჰანტოსი (ავსტრალია), სოფიო ქაჯაია (უკრაინა) - ბაბილინა მაჩაიძე, ბარბარე ერისთავი - ეკატერინე გორგოძე, ევგენია პაშკოვა (რუსეთი) - მარიამ ბოლქვაძე, მარიამ გოგელაშვილი -ტერეზა კლეინსტაუერი (გერმანია), ანასტასია შესტაკოვა (უკრაინა) - ირინე ყარანგოზიშვილი, თამარ ჭალაგანიძე - ანი ამირაგიანი (სომხეთი), ნათია გეგია-რია საბაი (გერმანია), მარგალიტა ჭიჭაშვილი - კლეოპატრა ქარუმაშვილი.

ATP-ის რეიტინგში საქართველოში დაბრუნებული ნიკოლოზ ბასილაშვილი 116 ქულით 359-ე ადგილზეა. თბილისური ტურნირის მოგებისთვის ქულები რომ დაერიცხება, დაახლოებით 30 საფეხურით წინ გადაინაცვლებს. 952 (1047), ალექსანდრე მეტრეველი - 10 ქულა, 1511 (1496). გიორგი ცივაძე (2), 1653 (1547). გიორგი ჯავახიშვილი - 1 ქულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა