"ევერტონმა" "ლივერპულს" არნახული მხარდაჭერა გამოუცხადა
ვენგერი და კომპანია

პირველი ორი უსახური ტურის შემდეგ, როცა "არსენალმა" უგოლო ფრეები ითამაშა, დედაქალაქურმა კლუბმა გაილაღა. ჯერ იყო და "ენფილდზე" "ლივერპულს" აჯობა დამსახურებულად (2:0), მერე კიდევ დებიუტანტ "საუთჰემპტონს" კუდით ქვა ასროლინა.

4 თამაშში დაგროვილი 8 ქულა, საუკეთესო დაცვა და ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ხაზი - აი, ის, რითაც "მეთოფეთა" ფანებს შეუძლიათ იამაყონ.

წინა წლებში "არსენალისთვის" დაცვა ყოველთვის სერიოზული პრობლემა იყო. ალბათ, იმიტომ, რომ ვენგერს ამ რგოლში უმაღლესი კლასის ვარსკვლავები არასოდეს ჰყოლია. ახლა სიტუაცია განსხვავებულია - ტომას ვერმალენისა და პერ მერტეზაკერის წყვილმა გაამართლა.

შარშან სერიოზულად ეჭვობდნენ, მოახერხებდა თუ არა აყლაყუდა გერმანელი სისწრაფის ნაკლებობის კომპენსაციას. ფაქტია, რომ ის მეტ-ნაკლებად კი არა, საქმეს კარგად აუდის. ვერმალენისგან კი დიდი ხანია, ელიან გაბრწყინებას. ბოლოს და ბოლოს, იქნება დადგა ამის დროც?

ცხადია, ყველანი მოუთმენლად ველით მოედანზე ბაკარი სანიას დაბრუნებას. უკანა ხაზს ისიც შემატებს თავის ბრწყინვალებას.

ნახევარდაცვაში გუნდს უკვე ჰყავს დიდებული დირიჟორი - სანტი კასორლა. ამას დაუმატეთ ჯეკ უილშირის ფაქტორიც და მივიღებთ, რომ მინიმუმ იანვრისთვის, როცა უკანასკნელი ფორმაში შევა, ვენგერის განკარგულებაში ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული შუა ხაზი იქნება.

ფლანგებზე ჟერვინიო, უოლკოტი და ოქსლეიდ-ჩემბერლენი კი ამ კოლექტივს დამატებით ბრწინვალებას მატებენ.

მოკლედ, თავად ვენგერის თქმისა არ იყოს, "არსენალმა" ჯერ თავადაც არ იცის, თუ რამხელა პოტენციალს ფლობს.

კინაღამ დაგვავიწყდა: იქნება ცოტა ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ლუკას პოდოლსკიმ თუ ასეთ დონეზე განაგრძო, ის, ალბათ, მალე დაავიწყებს "არსენალის" ფანებს, რომ ოდესღაც მზე და მთვარე რობინ ვან პერსიზე ამოსდიოდათ. იმის გათვალისწინებით, რომ 27 წლის გერმანელს გუნდში ცალ ხელზე ჩამოსათვლელი თამაშები აქვს ჩატარებული, თანაგუნდელებთან შეთამაშების ხარისხი, უბრალოდ, გაკვირვებას იწვევს.

ჯენტლმენები მოედანს მიღმა

ბრიტანელი ფანების კლუბებისადმი ერთგულებასა და მეტოქეებისადმი ზიზღზე ბევრი დაწერილა და კიდევ უფრო ბევრი თქმულა. ეს ის თემაა, რომელზეც მხატვრული ფილმებიც კი გადაუღიათ. თუმცა ამ ხალხს გაჭირვებაში მხარში დგომა არ ესწავლება. ღირებულებებისადმი პატივისცემა მათში სისხლსა და ხორცშია გამჯდარი.

სწორედ ამისი მომსწრენი გავხდით ორშაბათ საღამოს, როცა "გუდისონ პარკზე" 25 წლის წინ "ჰილსბოროს" ტრაგედიის 96 მსხვერპლი გაიხსენეს და თანაქალაქელებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. მიზეზი, ალბათ, მოგეხსენებათ - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა ოფიციალურად აღიარა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და პოლიცია მაქსიმალურად ცდილობდნენ, ტრაგედიის რეალური მიზეზები მიეჩქმალათ, რათა მათ სახელებს ჩირქი არ მოსცხებოდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს განცხადება დიდი გამარჯვებაა "ლივერპულისთვის". პრინციპული მეტოქის მიერ გადადგმული ნაბიჯი კი მოულოდნელი აღმოჩნდა "წითლებისთვის".

აი, რა თქვა იან ეირმა: "მთელი სულითა და გულით მინდა მადლობა ვუთხრა "ევერტონის" ყველა თანამშრომელსა და გულშემატკივარს ტრაგედიის საღამოს დაღუპულთა ოჯახებისადმი მხარდაჭერის გამო. ჩვენ ყოველთვის პრინციპულ მეტოქეებად ვრჩებოდით მოედანზე თუ მის მიღმა, მაგრამ ამას არასოდეს შეუშლია ხელი, რომ ერთმანეთისთვის დახმარების ხელი გაგვეწვდინა.

"ევერტონი" ტრაგედიის დღეებშიც ჩვენ გვერდით იდგა და წინა კვირაშიც, როცა დამოუკიდებელმა საგამოძიებო კომისიამ გამოძიების საბოლოო ვერსია გამოაქვეყნა. ასეთ მომენტებში საფეხბურთო მეტოქეობა მეორე პლანზე გადადის".

ტურის გმირი

დემბა ბამ "ნიუკასლის" რიგებში "ევერტონთან" მხოლოდ 45 წუთი ითამაშა, მაგრამ ეს დრო მაინც ეყო დუბლის შესასრულებლად. თანაც, მეორე ბურთი მან ბოლო წამებზე გაიტანა. 27 წლის სენეგალელი ალან პარდიუს გუნდს მხსნელად მოევლინა. ცხადია, მან ჩვენს სიმბოლურ ნაკრებშიც დაიკავა კუთვნილი ადგილი.

ტურის მწვრთნელი

არსენ ვენგერის "არსენალმა" გამოიღვიძა და ჩვეულად ლაღად ათამაშდა. მერე რა, რომ მას აუტსაიდერი "საუთჰემპტონი" ებრძოდა? "მეთოფეთა" შემტევი ფეხბურთელების დიდებულ გარჯას ეს სულაც არ აკნინებს. ლუკას პოდოლსკიმ უკვე მონახა თავისი თავი "ემირიტსზე". ჯერი ახლა ოლივიე ჟირუზეა. თუკი ფრანგიც ათამაშდა, ამ გუნდს ძნელად თუ ვინმე გააჩერებს. ამ ყოველივეს საფუძვლის ჩამყრელი სწორედ ვენგერია. ის ბოლო წლებია ამტკიცებს, რომ მისთვის შეუცვლელი ფეხბურთელები არ არსებობენ.

III ტურის სიმბოლური ნაკრები. ლელოს ვერსია

ჟულიო სეზარი (ქუინზ პარკი) - ალექსანდერ ბიუტნერი (მანჩესტერ იუნაიტედი), რაიან შოუკროსი (სტოკ სიტი), ტომას ვერმალენი (არსენალი), იონ არნე რიისე (ფულჰემი) - რაჰიმ სტერლინგი (ლივერპული) ფრენკ ლემპარდი (ჩელსი), მუსა დემბელე (ტოტენჰემი) - ლუკას პოდოლსკი (არსენალი), ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი), დემბა ბა (ნიუკასლი).

სტატისტიკა

ბომბარდირები:

4 - მიგელ მიჩუ (სუონსი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 3 - კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი), დემბა ბა (ნიუკასლი), ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი).

ასისტენტები:

4 - ედენ აზარი (ჩელსი), 3 - უეინ რუტლეჯი (სუონსი), 2 - ბრაიან რუისი (ფულჰემი), კრის ბრანტი (ვესტ ბრომვიჩი), ნათან დაიერი (სუონსი), რიკარდუ ვას ტე (ვესტ ჰემი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), სანტი კასორლა (არსენალი), სტივენ პიენაარი (ტოტენჰემი).

გოლი+პასი:

5 - მიგელ მიჩუ (სუონსი) - (4+1), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი) - 3+2, ედენ აზარი (ჩელსი) - 1+4; 4 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) 4+0, ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი) - 3+1, ნათან დაიერი (სუონსი) - 2+2, უეინ რუტლეჯი (სუონსი) - 1+3

გაფრთხილებები:

3 - მარტინ შკრტელი (ლივერპული), ლუის სუარესი (ლივერპული), ჯეიმს მაკარტური (უიგანი), 2 - კირან კლარკი (ასტონ ვილა), დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი), ერიკ ლიშაი (ასტონ ვილა), ანხელ რანხელი (სუონსი), მარუან ფელაინი (ევერტონი), კარიმ ელ-აჰმადი (ასტონ ვილა), ჯეიმს კოლინზი (ვესტ ჰემი), ფილ ნევილი (ევერტონი)

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით

1. კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)

2. იაია ტურე (მანჩესტერ სიტი)

3. ნათა დაიერი (სუონსი)

4. მიგელ მიჩუ (სუონსი)

5. დემიენ დაფი (ფულჰემი)

მომდევნო ტური

22 სექტემბერი:

სუონსი-ევერტონი, ჩელსი-სტოკ სიტი, საუთჰემპტონი-ასტონ ვილა, ვესტ ბრომვიჩი-რედინგი, ვესტ ჰემი-სანდერლენდი, უიგანი-ფულჰემი

23 სექტემბერი:

ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედი, ნიუკასლი-ნორვიჩი, მანჩესტერ სიტი-არსენალი

24 სექტემბერი:

ტოტენჰემი-ქუინზ პარკი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად