მაქსი ლოპესს ძალიან უნდოდა “მილანში” დარჩენა, მაგრამ ლომბარდიული გრანდის მესვეურებმა მისი გამოსყიდვა არ ისურვეს და "კატანიაში” დააბრუნეს
მაქსი ლოპესს ძალიან უნდოდა “მილანში” დარჩენა, მაგრამ ლომბარდიული გრანდის მესვეურებმა მისი გამოსყიდვა არ ისურვეს და "კატანიაში” დააბრუნეს.

თავის მხრივ, სიცილიურ გუნდში ასპარეზობის სურვილი არგენტინელ ფორვარდს არ ჰქონდა და “კატანიას” მესვეურები იძულებულნი გახდნენ, რომ მაქსი კიდევ ერთხელ გაენათხოვრებინათ. ამჯერად მისი სამსახურით “სამპდორია” დაინტერესდა და შეთანხმებაც შედგა.

სერია ა-ს მიმდინარე გათამაშების დაწყებიდან სამი ტურია გასული, გენუურ გუნდს კი სამი გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი უკავია - ისიც იმიტომ, რომ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, “სამპას" ერთი ქულა აქვს დაკლებული. შესანიშნავად დაიწყო ახალი სეზონი მაქსი ლოპესმა, შედეგიანად ასპარეზობს და თუ ასე გააგრძელა, გენუელთა მთავარ დამრტყმელ ძალად იქცევა. არგენტინელი ფორვარდი “სამპდორიაში” გადაბარგებით ბედნიერია და იმედოვნებს, რომ გენუაში კიდევ დიდხანს დარჩება:

“მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც გვერდში მიდგას და მამხნევებს. გენუაში ძალიან თბილად მიმიღეს როგორც კლუბის მესვეურებმა, ისე მწვრთნელ-ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა. სწორედ ამან მომცა ძალა, რომ სეზონი ასე წარმატებულად დამეწყო და გოლები გამეტანა.

აქ იმდენად კარგად ვგრძნობ თავს, რომ არსად წასვლის სურვილი აღარ მაქვს. იმედია, გენუაში კიდევ დიდხანს დავრჩები და არც იმაზე ვიტყვი უარს, რომ კარიერა სწორედ “სამპდორიაში” დავასრულო. სეზონი ძალიან კარგად დავიწყეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ტემპი არ დავაგდოთ. ჩვენი მიზანი ევროსაგზურის მოპოვებაა და თუ მთელი სეზონის განმავლობაში ასევე მობილიზებულები ვიქნებით, ყველაფერი კარგად იქნება”.

ჰამშიკი თავის ოცნებაზე

საფეხბურთო ექსპერტთა და უბრალო გულშემატკივართა უმეტესობა თანხმდება, რომ “ნაპოლი” სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტია. ნომერ პირველ ფავორიტად მაინც “იუვენტუსს” ასახელებენ. აი, შემდეგ კი, როგორც წესი, “ნაპოლი” მოდის. ამ მოსაზრებას ნეაპოლური გუნდის შემტევი მარეკ ჰამშიკიც ეთანხმება:

“მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ესეკილ ლავეცი დავკარგეთ, მიზნად მხოლოდ ტროფეების მოპოვება გვაქვს დასახული. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წელს კიდევ უფრო გვჯერა საკუთარი ძალების, ვიდრე გასულ სეზონში. მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე არ გვიწევს ასპარეზობა, მაგრამ ერთი მხრივ, ამან შეიძლება კარგი სამსახურიც გაგვიწიოს - ჩემი დიდი ხნის ოცნება სკუდეტოს მოპოვებაა და ვინ იცის, იქნებ ეს ოცნება მიმდინარე სეზონში ამიხდეს.

ვფიქრობ, “ნაპოლის” შესწევს იმის ძალა, რომ პირველობისთვის იბრძოლოს და გაიმარჯვოს კიდეც. საოცარი შეგრძნება იყო, როდესაც იტალიის თასი აღვმართეთ და მსურს, კიდევ უფრო ძლიერი განცდა სკუდეტოს მოპოვებით დამეუფლოს”.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად