მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მეშვიდედ მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონთა რბოლაში, რომელიც ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში 15-16 დეკემბერს გაიმართება
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი მეშვიდედ მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონთა რბოლაში, რომელიც ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში 15-16 დეკემბერს გაიმართება. გერმანიის გუნდში "ფერარის" პილოტის თანაგუნდელი სებასტიან ფეტელი იქნება.

"ტაილანდში ადრე არასოდეს გამოვსულვარ. ასე რომ, ბანგკოკში ჩემპიონთა რბოლა საინტერესო დამატება იქნება ჩემი სპორტული მოგზაურობისთვის. წელს გერმანიის ნაკრები საკუთარი კედლების უპირატესობას ვეღარ მიიღებს, მაგრამ მე და სებასტიანი ისედაც კარგად ვართმევდით თავს ამოცანას ლონდონსა და პეკინში. ამიტომაც, იმედია, რომ ეს ვერ შეგვაჩერებს გამარჯვებისთვის ბრძოლაში.

ჩემპიონთა რბოლაში რეგულარულად გამოვდივარ - ის ყოველთვის საინტერესო გამოდის. აქ დაბრუნება იმის გამო მსურს, რომ სიამოვნებას ვიღებ ბრძოლისგან და სხვა პილოტებთან ურთიერთობისგან. თანაც, სტადიონზე რბოლა - უნიკალური მოვლენაა. სასიამოვნოა, რომ გულშემატკივრები ჩვენთან ასე ახლოს არიან", - ამბობს შუმახერი.

შეგახსენებთ, რომ შუმახერი და ფეტელი უკვე რამდენიმე წელია, არავის უთმობენ პირველობას გუნდურ შეჯიბრში.

შუმახერთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ ლეგენდარულმა პილოტმა ახალი პირადი სპონსორი იპოვნა - გერმანელის პარტნიორი იქნება კომპანია Erlinyou, რომელიც ნავიგატორების შექმნაში სპეციალიზდება. თანამშრომლობის რანგში მიხაელი მონაწილეობას მიიღებს ახალი ნავიგატორის შექმნაში - ის გააანალიზებს მონაცემებს და საკუთარ იდეებს მიაწვდის კომპანიას.

Bild-ის მონაცემებით, აღნიშნული კონტრაქტი შუმახერს დაახლოებით 7.5 მილიონ ევროს მოუტანს. ჩინური კომპანიის გარდა, მიხაელის პირადი სპონსორები არიან - Deutsche Vermagensberatung (DVAG), Jet Set, Navyboot, Audemars Piguet, Schuberth და Rosbacher.

გერმანელ ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ ახალ სპონსორთან მრავალმილიონიანი კონტრაქტის გაფორმება იმას ნიშნავს, რომ მიხაელი ფორმულა 1-ში გამოსვლის გაგრძელებას აპირებს.

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად