ამ კვირას ჩოგბურთის მოყვარულებს ოთხი ტურნირის მსვლელობას შეუძლიათ მიადევნონ თვალი

ამ კვირას ჩოგბურთის მოყვარულებს ოთხი ტურნირის მსვლელობას შეუძლიათ მიადევნონ თვალი...

ATP

Moselle Open

მეცი (საფრანგეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

მონაწილეები: ჟო-ვილფრიდ ცონგა, ფილიპ კოლშრაიბერი, ფლორიან მაიერი, ანდრეას სეპი, მარსელ გრანოლერსი, გაელ მონფილსი...

მეცის ტურნირი 2003 წლიდან ტარდება და ხუთჯერ მშობლიურ მიწაზე ფრანგები იმარჯვებდნენ. 2009 წლიდან მოყოლებული, ისინი არავის უთმობენ პირველობას. თავიდან მთავარი პრიზი გაელ მონფილსს ერგო, შემდეგ ჟილ სიმონს, შარშან კი გამარჯვება ჟო-ვილფრიდ ცონგამ მოიპოვა, რომელსაც ამჟამად ტიტულის დაცვა უწევს.

ჟოსთვის ეს ტურნირი კარგი შანსია რეაბილიტაციისთვის. შეგახსენებთ, რომ ამერიკის ღიაზე ფრანგი მეორე წრეში დამარცხდა მარტინ კლიჟანთან.

კორტზე ბრუნდება გაელ მონფილსი, რომელსაც მაისის შემდეგ მუხლის ტრავმის გამო არ უთამაშია.

მეშვიდედ გამოვა მეცში გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი. 2009 წელს მან ფინალში გააღწია, ორი წლის წინ კი ნახევარფინალში ითამაშა.

St. Petersburg Open

სანკტ პეტერბურგი (რუსეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 410 850 დოლარი

მონაწილეები: მიხაილ იუჟნი, დენის ისტომინი, მარტინ კლიჟანი, ლუკაშ ლაჩკო, ფაბიო ფონინი...

პირველად სანკტ პეტერბურგში ტურნირი 1995 წელს ჩატარდა და მაშინ პირველი გამარჯვებული გახდა ევგენი კაფელნიკოვი.

2001 წლიდან მოყოლებული, ტურნირში მონაწილეობას იღებს მიხაილ იუჟნი. 2004 წელს მან საჩემპიონი ტიტული მოიგო; ასევე, ორჯერ ფინალში ითამაშა. ორი წლის წინ მას ტიტული მიხაილ კუკუშკინმა ჩამოართვა.

ამჟამად აღმავლობის გზაზეა მარტინ კლიჟანი, რომელმაც შვიდი თვის განმავლობაში 121-ე პოზიციიდან 46-ე ადგილამდე მიაღწია, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. ის შესანიშნავად გამოვიდა ამერიკის ღია პირველობაზე, როცა მეორე რაუნდში სძლია ჟო-ვილფრიდ ცონგას, შემდეგ ჟერემი შარდის მოუგო და მხოლოდ მერვედფინალი დათმო მარინ ჩილიჩთან.

WTA

Korea Open

სეული (კორეა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 500 000 დოლარი

მონაწილეები: კაროლინ ვოზნიაცკი, მარია კირილენკო, კაია კანეპი, ნადეჟდა პეტროვა, იულია გორგესი, ვარვარა ლეპჩენკო...

სეულში მოქმედი ჩემპიონია მარია ხოსე მარტინეს სანჩესი; განთესვის ლიდერი კი კაროლინ ვოზნიაცკი გახლავთ, რომლისთვისაც ეს წელი სავსეა იმედგაცრუებებით. ბოლო ჩავარდნა დანიელს ამერიკის ღია პირველობაზე ჰქონდა, როცა პირველივე რაუნდში წააგო ირინა-კამელია ბეგუსთან. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ წლევანდელ ფიასკოს ხელი შეუწყო ვოზნიაცკის არაერთმა ტრავმამ.

ბოლო დაზიანება მან სწორედ ამერიკის ღია პირველობის წინ, დომინიკა ციბულკოვასთან მატჩში მიიღო. აშშ-ის ღიაზე ნაადრევმა გამოვარდნამ ძალიან ცუდად იმოქმედა კაროს პოზიციებზე მსოფლიოს რეიტინგში - დანიელი ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გავარდა ტოპათეულიდან.

კარგი ფორმის დემონსტრირებას ახდენს მარია კირილენკო, რომელმაც ამერიკის ღიაზე მესამე რაუნდამდე მიაღწია. დიდი ხანია არ გვინახავს ტურნირებზე კაია კანეპი - ის როლან გაროსიდან მოყოლებული, არ თამაშობდა.

Guangzhou International

გუანგჯოუ (ჩინეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

მონაწილეები: მარიონ ბარტოლი, ჟიე ჟენგი, სორანა კირსტეა, ურსულა რადვანსკა, შანელ სხეპერსი, მონიკა ნიკულესკუ...

გუანგჯოუს ტურნირი უკვე მეცხრედ ტარდება. გასულ წელს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა შანელ სხეპერსმა, რომელიც ამ სეზონში მის დაცვას შეეცდება.

ტიტულზე მთავარ პრეტენდენტად შეიძლება მივიჩნიოთ მარიონ ბარტოლი, რომელიც შესანიშნავად გამოვიდა ამერიკის ღიაზე. შეგახსენებთ, რომ მეოთხე წრეში მან პეტრა კვიტოვა გამოთიშა ბრძოლას.

ნახევარფინალში ფრანგი მარია შარაპოვამ არ შეუშვა. მიუხედავად ამისა, მარიონმა შეძლო ტოპ-ათეულში დაბრუნება. გუანგჯოუში ფრანგს დამატებითი მოტივაცია ექნება, რადგან მას აქვს წლის შემაჯამებელ ტურნირში მოხვედრის შანსი, თანაც არა სათადარიგო, არამედ ძირითადი მოთამაშის რანგში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს