მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში "მანჩესტერ სიტისთან"(3:2) გამარჯვებაზე ისაუბრა
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში "მანჩესტერ სიტისთან"(3:2) გამარჯვებაზე ისაუბრა.

"რატომ ვარ ასე გახარებული? მოთამაშეებმა ემოციის ამგვარად გამოვლენის საშუალება მომცეს. თუ "ბარსელონას" და "მანჩესტერ სიტის" ამარცხებთ, შეგიძლიათ მუდმივად გამარჯვებული იყოთ.

ზოგიერთ ჟურნალისტს ტექსტი უკვე მომზადებული ჰქონდა. შემდეგ კი იმის წაშლა მოუხდათ, რაც უკვე დაწერილი ჰქონდათ. ჩვენმა გოლებმა ისინი აიძულა, თავიანთი ნოუთბუქები ისევ გაეხსნათ და გაცილებით სწრაფად ემუშავათ.

მიხარია, რომ მოვიგეთ, მაგრამ რომც წაგვეგო, მაინც ამაყი ვიქნებოდი, რადგან ამ შეხვედრაში "რეალმა" თავისი გენი გამოავლინა.

რაში გამოიხატება ეს? კეთილშობილებასა და იმის სურვილში, რომ უმჯობესია მოედანზე მოკვდე, ვიდრე თამაშის საკუთარი ფილოსოფია დათმო.

ამ თამაშის შემდეგ ჩემი მოთამაშეები შინ დაღლილები ბრუნდებიან. მიმდინარე სეზონში ასეთი რამ მხოლოდ "ბარსელონასთან" თამაშის შემდეგ იყო.

რატომ შევცვალე სერხიო რამოსი? ამ კითხვას ველოდი - განსხვავებული ისტორიები ყველას უყვარს, მაგრამ ეს მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება იყო.

სერხიო რამოსთან არანაირი დისციპლინარული პრობლემა არ გვაქვს. ის შესანიშნავი ყმაწვილი და სპორტსმენია", - განაცხადა მოურინიომ.

აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ სიტის" მატჩში ანგარიში ორჯერ მიჰყავდა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

რეალი-მანჩესტერ სიტი 2:3 - გუნდის დაბრუნება

კრიშტიანო რონალდო: მაშინ ვზეიმობ, როდესაც საზეიმოა

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა