გუშინ სიახლე გაცნობეთ - გიორგი შერმადინი "პანათინაიკოსის" დატოვებას და კარიერის სლოვენიის "ოლიმპიაში" გაგრძელებას აპირებს. ეს ამბავი ჯერ ბერძნულმა საიტებმა გამოაქვეყნეს, მეორე დღეს კი სლოვენიელებმა განავრცეს.

გუშინ სიახლე გაცნობეთ - გიორგი შერმადინი "პანათინაიკოსის" დატოვებას და კარიერის სლოვენიის "ოლიმპიაში" გაგრძელებას აპირებს. ეს ამბავი ჯერ ბერძნულმა საიტებმა გამოაქვეყნეს, მეორე დღეს კი სლოვენიელებმა განავრცეს.

აი, რას წერს ინტერნეტ-გამოცემა "რტვ სლოვენია":

"ლიუბლიანის "ოლიმპიაში" 216 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ითამაშებს. იგი სლოვენიაში "პანათინაიკოსიდან" გადმოდის. "ოლიმპიას" წარმომადგენლები ტრანსფერის შესახებ ჯერჯერობით არაფერს ამბობენ, თუმცა ცნობილია, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება იჯარის ვადასთან დაკავშირებით. წინასწარი ინფორმაციით, შერმადინი სლოვენიურ გუნდში ერთ სეზონს განათხოვრების წესით ითამაშებს.

ნიჭიერ ახალგაზრდა ქართველს ხშირად ადარებენ პაუ გასოლს. გიორგი დაცვაში "ტყვიაგაუმტარია", შეტევისას კი გონივრული მოქმედებებით და დაყენებული ტყორცნით გამოირჩევა. სხვათა შორის, "ოლიმპიას" ყოფილი ვარსკვლავი ვლადიმერ სტეფანიაც ქართველია. იგი NBA-ში სწორედ სლოვენიიდან მოხვდა. განაგრძობს თუ არა შერმადინი თანამემამულის გზას, უახლოეს წლებში ვნახავთ."

ბერძნული საიტები კი იუწყებიან, რომ გუშინ "პანათინაიკოსის" ვარჯიშზე აღარ გამოჩენილა შერმადინი, რომელიც სლოვენიაში წასასვლელად ჩანთებს ალაგებს. იგი ლიუბლიანაში ოთხშაბათს ჩავა და დღეს-ხვალ გადაწყდება, რამდენ სეზონს გაატარებს ოლიმპიელთა რიგებში.

გამოცემა "სენტრაგოალში" შერმადინის "პანათინაიკოსიდან" წასვლის მიზეზებია დასახელებული:

"ქართველი ცენტრი "პანათინაიკოსში" 2008 წელს გადავიდა. მას პირველ სეზონში ძალიან მცირე სათამაშო დრო ჰქონდა. მომდევნოში (2009-10) ევროლიგაზე 12 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 9 წუთში 4.5 ქულას და 2.2 მოხსნას აგროვებდა. 2010-11 წლების სეზონის დასაწყისში "პანათინაიკოსი" დატოვა ნიკოლა პეკოვიჩმა. მის ნაცვლად გუნდში გამოჩნდნენ მარიჩი და ვუგიუკასი. მათ გარდა გუნდში კიდევ ორი მეფარეა: ბატისტი და ცარცარისი. ასე რომ, ახალი სეზონის წინ გუნდში სერიოზული კონკურენცია შეიქმნა. სექტემბრის საკონტროლო მატჩებში გიორგი შერმადინს შეზღუდული სათამაშო დრო ჰქონდა. სწორედ ამიტომ ახალგაზრდა ქართველი სხვა გუნდში გადასვლაზე დაფიქრდა და ეს მთავარ მწვრთნელ ჟელკო ობრადოვიჩსაც შეატყობინა. "პანათინაიკოსის" თავკაცი არ აჩქარდა, მან შერმადინი მოსკოვში, ალექსანდრ გომელსკის მემორიალზე წაიყვანა და "ჟალგირისთან" მატჩში სასტარტო ხუთეულშიც დააყენა. საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ ობრადოვიჩმა რუსული ტურნირი გააანალიზა, დარწმუნდა, რომ ახალ სეზონში გამოცდილი კალათბურთელები უფრო სჭირდება და შერმადინის გაშვება გადაწყვიტა.

თავის მხრივ, ქართველი ცენტრი "ოლიმპიაში" საკმარისად ითამაშებს და გამოცდილებასაც მიიღებს."

გიორგისთან დაკავშირებული სიახლე რომ შეიტყო, ვლადიმერ სტეფანიამ გვითხრა:

- შერმადინის "ოლიმპიაში" გადასვლას მივესალმები. ეს ის გუნდია, სადაც კალათბურთელის პროგრესზე ზრუნავენ. იგი 16 წლის იყო, როცა პირველად გავიცანი. თავიდან ბევრს ლაპარაკობდნენ გიორგის უცხოეთში გაშვებაზე, თუმცა მეც ვურჩიე, საქართველოში დარჩენილიყო, ცოტა მოღონიერებულიყო და საზღვარგარეთ შემდეგ წასულიყო. ასეც მოიქცა და საბოლოოდ "პანათინაიკოსში" აღმოჩნდა. მისი ნიჭი მწვრთნელმა ჟელკო ობრადოვიჩმა შენიშნა. ჩემი აზრით, შერმადინს ისეთივე მონაცემები აქვს, როგორიც ნიკოლა ვუიჩიჩს. ახლა მთავარია, როგორ გააგრძელებს მუშაობას და რამდენად მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება.

kato-kato
სად ნახეთ ერთი შერმადინი სასტარტო ხუთეულში , ვნახე მე ეს თამაში ეს ტკვილები აგარ უნდა მოიშალოთ?
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა