ქუთაისის "ტორპედოს" საყრდენმა ნახევარმცველმა "მერანის" კარში თავისი გუნდის საიუბილეო - 1100-ე გოლი გაიტანა
თბილისის "დინამო" ერთადერთი კლუბია, რომელიც დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის უკლებლივ ყველა (24) გათამაშებაში მონაწილეობდა. მას მხოლოდ ქუთაისის "ტორპედო" ჩამორჩება, რომლისთვისაც მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატი რიგით 21-ეა.

630-ე მატჩში ქუთაისელებმა უკვე 1103-ე გოლი გაიტანეს. საიუბილეო გოლზე ბევრი დაიწერა - ის 15 სექტემბერს გავიდა, როდესაც "ტორპედომ" საკუთარ სტადიონზე მარტვილის "მერანი" 4:0 დაამარცხა.

გოლის ავტორ მერაბ გიგაურზე კი ნაკლები ითქვა - 19 წლის საყრდენი ნახევარმცველი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი გახლავთ და გასული სეზონი პოლონეთის ექსტრაკლასის "იაგელონიაში" ჩაატარა.

უმაღლეს ლიგაში "ტორპედოს" მიერ გატანილი 1100-ე გოლის ავტორი გუნდის ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა, რადგან ასეთი ამბები დავიწყებას არ ეძლევა.

"თამაშამდე ვფიქრობდი, ვინ იცის, "ტორპედოს" ფორმით რამდენს გაუტანია, მაგრამ ისტორიას ასეთი გოლების ავტორები ამახსოვრდება-მეთქი.

მარტვილის "მერანთან" გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ცხადია, გამარჯვება სასიხარულოა, საიუბილეო გოლის ავტორობა კი - საამაყო. "ტორპედო" საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია და მის ისტორიაში ჩაწერა ძალიან მახარებს", - ამბობს გიგაური.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ამბობს, რომ "ტორპედოში" დაბრუნებით კმაყოფილია:

"სიმართლე გითხრათ, პოლონეთში გატარებული სეზონის შემდეგ საქართველოში დაბრუნებაზე არც ვფიქრობდი. ეს გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს: პოლონეთი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა, ჩვენზე მაღალი დონის ჩემპიონატი აქვთ და ბევრად უკეთესი მოსამზადებელი პირობები გააჩნიათ.

მაგრამ "ტორპედოში" აბსოლუტურად შეცვლილი გარემო დამხვდა, ძალიან მეგობრული და საქმიანი. ეს ეხება ყველას - ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ხელმძღვანელებს, რაც ჩვენს გამოსვლასაც დაეტყო - ხუთი ტურის შემდეგ "ტორპედო" პირველ ადგილზეა.

ასეთ გარემოში მოხვედრას ნებისმიერი მოთამაშე ინატრებს და სიმართლე გითხრათ, პოლონეთიდან დაბრუნებას სულაც არ ვნანობ. რაც მთავარია, სათამაშო პრაქტიკა მაქვს".

აღსანიშნავია, რომ "ტორპედოს" საიუბილეო გოლის ავტორები ორჯერ გახდნენ მამუკა ხუნდაძე, გია მეგრელაძე და დავით ჯანაშია - ხუნდაძემ მე-200 (10.05.1993) და მე-300 (19.11.1994) გოლები გაიტანა, მეგრელაძემ მე-500 (04.09.1997) და მე-900 (14.08.2004), ხოლო ჯანაშიამ მე-100 და მე-700.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტორპედო-მერანი 4:0 - ქუთათურები სატურნირო ცხრილში გალიდერდნენ

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის