“მილანის” ჩავარდნაზე, კრიზისსა და ათას უბედურებაზე ჯერ კიდევ ზაფხულში საუბრობდნენ იტალიურ საფეხბურთო სამყაროში. დღეს კი ეს თემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია
“მილანის” ჩავარდნაზე, კრიზისსა და ათას უბედურებაზე ჯერ კიდევ ზაფხულში საუბრობდნენ იტალიურ საფეხბურთო სამყაროში. დღეს კი ეს თემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია.. დიახ, პირველი მარცხი ლომბარდიულმა გრანდმა, ალბათ, მაშინ განიცადა, როდესაც წამყვან ფეხბურთელებს შეელია; მეორე და მესამე კი უკვე სერია ა-ს საშინაო მატჩებში შედგა. ყველაფერ ამას ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი სტარტი მოჰყვა და ბუნებრივია, რომ ამან გულშემატკივართა აღშფოთება გამოიწვია.

თუ “გაძეტა დელო სპორტს” დავუჯერებთ, არა მარტო გულშემატკივართა - “ანდერლეხტთან” საშინაო ფრის შემდეგ თვით კლუბის პრეზიდენტი, სილვიო ბერლუსკონი იყო გაგიჟებული და მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლებასაც კი აპირებდა. ავტორიტეტული გამოცემა ასეთ ინფორმაციას ავრცელებს და იქვე დასძენს, რომ მწვრთნელი ადრიანო გალიანიმ გადაარჩინაო - “მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა სენიორ მასიმილიანოსთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა ითხოვა. ეს ერთი შანსი კი მას სერია ა-ს მომდევნო ტურში, “უდინეზესთან” მიეცემა. მართალია, ეს ცნობა მხოლოდ უცნობ წყაროზეა დაფუძნებული და არ საბუთდება, მაგრამ კვამლი რომ უცეცხლოდ არ ჩნდება, ესეც ფაქტია.

"გაძეტა" ამაოდ ცდილობდა მასიმილიანო ალეგრისთან დაკავშირებას. სამაგიეროდ, ადრიანო გალიანის ჩამოართვა კომენტარი: “სიმართლე გითხრათ, “ანდერლეხტთან” თამაშით ძალიან უკმაყოფილო დავრჩი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავარი მწვრთნელის გათავისუფლების საკითხი დგას დღის წესრიგში. ალეგრის აუცილებლად დაველაპარაკები, გავარკვევ, რა ხდება გუნდში და რატომ ვთამაშობთ ასე უფერულად. ვფიქრობ, მასიმილიანო გამოსავალს იპოვის და ყველაფერი დალაგდება”.

მართალია, ბოლო წინადადებით გალიანიმ მწვრთნელის მიმართ თითქოს ნდობა გამოხატა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა უკმაყოფილება საჯაროდ გამოთქვა და ვითარებაში გარკვევის სურვილი გაუჩნდა. ვნახოთ, “უდინეზე”-“მილანის” პაექრობა კარსაა მომდგარი და საინტერესოა, როგორ განვითარდება პროცესები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა