ბრემენის „ვერდერისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა 19 სექტემბერს აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა
ბრემენის „ვერდერისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ტიმ ბოროვსკიმ 19 სექტემბერს აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა: ბუნდესლიგაში ჩატარებული 236 მატჩისა (32 გოლი) და ბუნდესგუნდის ფორმის 33 შეხვედრაში მორგების შემდეგ 32 წლის ნახევარმცველი ბუცებს ლურსმანზე დაკიდებს.

ბოროვსკიმ 2010 წელს ურთულესი ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც ფორმა ვეღარ აღიდგინა და ფეხბურთის სრულყოფილად თამაში აღარ შეეძლო, რაშიც ახლა უკვე საბოლოოდ დარწმუნდა და გადაწყვიტა, კარიერა ნაადრევად დაამთავროს.

„ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთი ვითამაშე და ცნობილი მოთამაშე ვიყავი. კარიერის დასრულება მიმძიმს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. მინდა, რომ თავი მომავალშიც „ვერდერს“ მივუძღვნა და სავარაუდოდ, სწორედ ბრემენულ კლუბში დამასაქმებენ,“ - განაცხადა ბოროვსკიმ.

ბალაკიც ავსტრალიაში?

გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მიხაელ ბალაკმა, რომელიც ახლა უკლუბოდაა, შეიძლება ალესანდრო დელ პიეროს მიბაძოს და კარიერა ავსტრალიაში გააგრძელოს. ავსტრალიური პრესის ინფორმაციით, 35 წლის ბალაკი „სიდნეისთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მიხაელი ამას ოფიციალურად არ ადასტურებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ავსტრალიელებთან პირველი კონტაქტი შედგა - კონკრეტული შემოთავაზებით კი ჯერ არავის მოუმართავსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა