უეინ რუნის, უბრალოდ, არ ეწერა ფეხბურთიდან წასვლა, თორემ მართლა არაფერი უკლდა
უეინ რუნის, უბრალოდ, არ ეწერა ფეხბურთიდან წასვლა, თორემ მართლა არაფერი უკლდა - როგორც ექიმებმა გაარკვიეს, ფულჰემელი მეტოქის ბუცი ბარძაყის არტერიიდან რამდენიმე მილიმეტრში გაჩერდა. ეს რომ მომხდარიყო, დიდი იყო საფრთხე, რომ რუნი დაინვალიდებულიყო. ახლა კი მძიმე ტრავმის მიღებიდან ზუსტად 24 დღის თავზე ის ვარჯიშებს დაუბრუნდა. “იუნაიტედის” ექიმები, უბრალოდ, გაოცებულები დარჩნენ, თუ რა სწრაფად მოიშუშა ფეხბურთელმა ასეთი სერიოზული დაზიანება. “სანის” ჟურნალისტების მტკიცებით, ალექს ფერგიუსონი შეგირდს მომავალ უქმეებზე “ლივერპულთან” მატჩის განაცხადში აუცილებლად შეიყვანს.

როტაცია გაგრძელდება

სწორედ ამ დღეებში განაცხადა “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, მართალია, ვოიცეხ შჩესნიმ “საუთჰემპტონთან” სერიოზული შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩემთვის ის მაინც უპირველესი მეკარეა, რადგან როტაცია მეკარეებს ფორმიდან აგდებსო. ასე არ ფიქრობს “იუნაიტედის” დამრიგებელი ალექს ფერგიუსონი. შოტლანდიელის თქმით, ის მომავალშიც აპირებს ანდერს ლინდეგორისა და დავიდ დე ხეას პერიოდულ მონაცვლეობას. ეს პრაქტიკა სერ ალექსმა შარშან დანერგა და იქამდე იყენებდა წარმატებით, ვიდრე იანვარში ლინდეგორმა მძიმე ტრავმა არ მიიღო.

“მნიშვნელოვანია, რომ ორივე მეკარეს ჰქონდეს სათამაშო პრაქტიკა. ისეთ სტაბილურ ასპარეზობამდე კი, როგორც ამას პიტერ შმაიხელი და ედვინ ვან დერ სარი ახერხებდნენ, მათ ძალიან ბევრი უკლიათ. პერიოდულად მათთვის კარის მინდობა პრობლემას არ მიქმნის, რადგან თანაბარი ძალის მეკარეები არიან და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჯერ კიდევ გასული სეზონის დასაწყისში, რომ თამაშები მათთვის თანაბრად მიგვეცა,” - აცხადებს ფერგიუსონი.

პირველი კარგი დასვენება

ხავიერ ერნანდესმა, პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში, სანაკრებო ტურნირებისგან თავი შორს დაიგულა და როგორც თავად აცხადებს, კარგად დაისვენა. არადა, ბედის ირონიაა, რომ მექსიკის ოლიმპიურმა გუნდმა მისი დახმარების გარეშე შეძლო ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვება. აი, რას ამბობს ფეხბურთელი:

“გულშემატკივართა ნაწილს მიაჩნდა, რომ “იუნაიტედში” ჩემი პირველი სეზონი წარმატებული იყო; სხვები ამტკიცებდნენ, რომ არა მიშავდა. შარშან პირველები ამბობდნენ, რომ არა მიშავდა; მეორეები კი აცხადებდნენ, რომ სეზონი პირწმინდად ჩავაგდე. თავად რას ვფიქრობ? პირადად კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით. იმედი მაქვს, ზაფხულის დასვენება წელს ხელს შემიწყობს უკეთესი სეზონის ჩატარებაში.

“იუნაიტედში” პირველი სრულფასოვანი მოსამზადებელი ეტაპი გავიარე, რასაც ჩემს სათამაშო ფორმაზე დადებითად უნდა ემოქმედა. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ “იუნაიტედში” ვთამაშობ და იმის მიუხედავად, ფერგიუსონი ძირითად შემადგენლობაში მაყენებს თუ სკამზე მსვამს, სათამაშოდ ყოველთვის ერთნაირად ვარ მზად. ფეხბურთელებმა მშვენივრად ვიცით ჩვენი კლუბის ისტორია; ვიცით, რომ ნებისმიერ შეჯიბრებაში გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს