23 სექტემბერს “ენფილდზე” მთელი სტადიონი კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს 1989 წლის 15 აპრილს “ჰილსბოროს” სტადიონზე დაღუპულ გულშემატკივრებს
კვირას “ენფილდზე” “ლივერპულისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” მატჩის დაწყებამდე მთელი სტადიონი კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს 1989 წლის 15 აპრილს “ჰილსბოროს” სტადიონზე დაღუპულ გულშემატკივრებს. მასპინძელი ფანები ტრიბუნებზე მოზაიკას შექმნიან, რომელზეც რიცხვი “96”, სიტყვები justice (სამართლიანობა) და truth (ჭეშმარიტება) იქნება გამოსახული.

ამას გარდა, გუნდების კაპიტნები სტივენ ჯერარდი და ნემანია ვიდიჩი დაღუპულების სახელებსა და გვარებს კიდევ ერთხელ წაიკითხავენ სახალხოდ. “ლივერპულის” აღმასრულებელმა დირექტორმა იან ეირმა განაცხადა: “ჩვენთვის ეს პირველი შემთხვევაა, როცა “ენფილდზე” დაღუპულთა ხსოვნას შეგვიძლია პატივი ვცეთ. უკვე ველაპარაკეთ “იუნაიტედის” წარმომადგენლებს, რომელთაც დაადასტურეს, რომ თავის მხრივ ისინიც ყველანაირად მხარში დაგვიდგებიან”.

“მანჩესტერ იუნაიტედის” მხრიდან კომენტარი თავად სერ ალექს ფერგიუსონმა გააკეთა. მან იმ ფანების საქციელიც დაგმო, რომლებიც წინა უქმეებზე “უიგანთან” შეხვედრისას “ლივერპულის” შეურაცხმყოფელ სიმღერებს ასრულებდნენ:

“ეს ძალიან ემოციური დღე იქნება. დიახ, ვადასტურებთ, “იუნაიტედი” “ლივერპულს” ყველანაირად დაეხმარება ღონისძიების ორგანიზებაში. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ შაბათს პირადად ფანების მიერ მერსისაიდელთა დამამცირებელი სიმღერები არ მომისმენია, რადგან კონცენტრირებული სულ სხვა რამეზე ვიყავი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ დევიდ გილი იმედგაცრუებული დარჩა რიგი გულშემატკივრების პოზიციით.

ვიცი, რომ იმას, რასაც მღეროდნენ, არაფერი საერთო არ აქვს “ჰილსბოროს” ტრაგედიისას დაღუპულებთან, რადგან პირველად ის სუარესისა და ევრას კონფლიქტის შემდეგ მოვისმინეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფანების მცირე ნაწილის გამოხდომა იყო, გული მაინც დამწყდა, როცა ამბავი გავიგე”.

შეგახსენებთ, რომ ტრიბუნებზე წარმოქმნილ ჭყლეტას “ლივერპულის” 96 გულშემატკივარი შეეწირა, რაც სამართალდამცავთა არაპროფესიონალიზმითა და დანაშაულებრივი გულგრილობით იყო გამოწვეული. ეს ფაქტი რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაადასტურა ბრიტანეთის პრემიერის, დევიდ კემერონის მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო