ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტურის წინ: "ატლეტიკო" ამსტერდამს შეუტევს

ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტურის წინ: "ატლეტიკო" ამსტერდამს შეუტევს

20 სექტემბერს ევროპის 24 ქალაქში სტარტს აიღებს ევროპალიგის მორიგი, 48-გუნდიანი ქარავანი
20 სექტემბერს ატლანტიკის ოკეანეში მდებარე კუნძულ მადეირადან აღთქმულ მიწამდე, ევროპის 24 ქალაქში სტარტს აიღებს ევროპალიგის მორიგი, 48-გუნდიანი ქარავანი.

მოქმედი ჩემპიონი მადრიდის "ატლეტიკო" ტიტულის დაცვას თელ-ავივში იწყებს. "ატლეტიკოს" ბოსი ენრიკე სერესო რამდენიმე დღის წინათ ესპანეთის მეფეს სარსუელას სასახლეში დაჰპირდა, მაისში ევროპალიგის კიდევ ერთ ტროფეის ჩამოვიტანო...

ზედიზედ მე-14?

როდესაც ერთდროულად ამდენი გუნდი თამაშობს, ტურის დეტალურ წინათქმას ჩვენგან ნუ ელით. ეს, უბრალოდ, გაზეთის რამდენიმე გვერდს წაიღებდა. ამიტომაც მოკლე, ზოგადი ფრაზებით დავკმაყოფილდეთ. მით უფრო, რომ ამ რანგით მეორე ევროთასების გათამაშებაში ქართული კლუბის ადგილი კვლავ ვერ მოინახა, სამწუხაროდ.

არადა, ამჯერად გორის "დილა" ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ პლეი ოფის ორრაუნდიან ბრძოლაში "მარიტიმუსთან" დამარცხდა, რომელიც დღეს მადეირას დედაქალაქ ფუნშალში (ჩვენს ნაცვლად) მასპინძლობს "ნიუკასლ იუნაიტედს".

მაისში ბუქარესტის სტადიონზე ესპანურ ფინალში მადრიდელებმა ულაპარაკოდ დაჯაბნეს ბილბაოს "ატლეტიკი" - 3:0, ხოლო რადამელ ფალკაომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღეისათვის პლანეტის საუკეთესო ფორვარდთაგანია.

"როხიბლანკოსი" ამ შეჯიბრების დაარსებიდან (მანამდე უეფას თასი ერქვა და ცოტა სხვა ფორმატით იმართებოდა) მეორედ (სამ წელიწადში!) გახდა პრესტიჟული თასის მფლობელი - ჰეთ თრიკის მიღწევას კი ამსტერდამში ლამობს, მაგრამ იქამდე დიდი გზაა - ჯერ მარტო მომქანცველი, 48-გუნდიანი ჯგუფური ეტაპი რად ღირს.

20 სექტემბერს "ჰაპოელთან" მატჩში გამარჯვების შემთხვევაში მადრიდული კლუბი ევროთასებზე ზედიზედ მე-14 გამარჯვებას (!) იზეიმებს. შეგახსენებთ, რომ წინა ევროპის სუპერთასზე მოდის - როცა "ატლეტიკომ" ჩემპიონთა ლიგის მომგები "ჩელსისგან" ქვა-ქვაზე არ დატოვა.

რუსულ-იტალიური დუელები

გასული სეზონის ფინალისტი "ატლეტიკიც" ებრაული "ჰაპოელით" იწყებს, თუმცა ბილბაოს კირიათ შმონას გუნდი ეწვევა, რომელიც ამ გათამაშების დებიუტანტია. უეფას თასის სამგზის მფლობელი "ინტერნაციონალე" "ჯუზეპე მეაცაზე" ყაზანის "რუბინს" მიიღებს.

კიდევ ერთი საინტერესო იტალიურ-რუსული დაპირისპირება A ჯგუფში გველის - "უდინეზე" სამუელ ეტოოსა და კომპანიას, ანუ მახაჭყალის "ანჟის" მასპინძლობს. მიუხედავად იმისა, რომ დაღესტნური გუნდი ასეთი ბატალიებისთვის სულ მთლად გამოუცდელია, მისი კაპიტანი ვინაა, უკვე აღვნიშნეთ. დავამატებთ, რომ გუნდს გუუს ჰიდინკი წვრთნის.

"ლივერპულიც", "ინტერის" დარად, უეფას თასის სამგზის მფლობელია. სავალალო პრემიერლიგური სტარტის პატრონი "წითლები" შვეიცარიაში ჩადიან "იანგ ბოიზთან" საბრძოლველად.

მარსელის "ოლიმპიკს" პირველივე ტურში ელის სერიოზული ჯახი. მისი მეტოქე თურქული გრანდი "ფენერბაჰჩეა". G ჯგუფში უნგრულ "ვიდეოტონს" "გენკის" წინააღმდეგ პაულო სოუზა გაიყვანს, რომელსაც ფეხბურთელობის ჟამს ჩემპიონთა თასი აქვს მოგებული. ლისაბონის "სპორტინგი" "ბაზელს" ხვდება. ბოლო წლებში ეს ამ ორი კლუბის მეხუთე დაპირისპირებაა. ჩემპიონთა თასის (1986 წ.) მომგები რუმინული "სტიაუა" "შტუტგარტს" ესტუმრება. ეს "სტიაუას" მე-13 ცდა იქნება, როგორმე ერთხელ მაინც დაამარცხოს გერმანული კლუბი. ოლე გუნარ სოლსკიაერის "მიოლდე" დანიის დედაქალაქში ჩავა ვიკინგური დერბისთვის. "ნაპოლი" შვედურ აიკ-ს მიიღებს. იტალიელებს ევროთასებზე 14 მატჩია, არ წაუგიათ.

დაბოლოს, ძალიან საინტერესო მატჩი გველის ლონდონში, სადაც "ლაციო" შეეცდება, როგორმე შეცვალოს ინგლისურ კლუბებთან ბოლო დროის საშინელი ბალანსი (ზედიზედ 7 მოუგებელი სერია).

ვის ვუყუროთ?

რა თქმა უნდა, "ატლეტიკოს" კოლუმბიელ ფორვარდ რადამელ ფალკაოს - 26 წლის ფორვარდს, რომელმაც ევროპალიგის ბოლო 2 გათამაშებაში, 2 სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში 31 მატჩში 30 გოლი გაიტანა და ორივეჯერ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა.

იცით თუ არა, რომ...

* ეს არის 42-ე გათამაშება, თუკი მხედველობაში წინამორბედ უეფას თასის გათამაშებას მივიღებთ. თუ არადა, ეს ევროპალიგის მე-4 გათამაშებაა.

* ფინალი ჰოლანდიაში, "ამსტერდამ არენაზე" 15 მაისს გაიმართება.

* ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 31 აგვისტოს მონაკოში გაიმართა.

ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური

A ჯგუფი

იანგ ბოიზი-ლივერპული 21:00

უდინეზე-ანჟი 21:00

B ჯგუფი

ჰაპოელი (თ.ა.)-ატლეტიკო 21:00

პლზენი-აკადემიკა 21:00

C ჯგუფი

აელ-მიონხენგლადბახი 21:00

ფენერბაჰჩე-მარსელი 21:00

D ჯგუფი

მარიტიმუ-ნიუკასლი 21:00

ბორდო-ბრიუგე 21:00

E ჯგუფი

შტუტგარტი-სტიაუა 21:00

კოპენჰაგენი-მიოლდე 21:00

F ჯგუფი

დნიპრო-პსვ 21:00

ნაპოლი-აიკ 21:00

G ჯგუფი

გენკი-ვიდეოტონი 23:05

სპორტინგი-ბაზელი 23:05

H ჯგუფი

ინტერი-რუბინი 23:05

პარტიზანი-ნეფთჩი 23:05

I ჯგუფი

ლიონი-სპარტა 23:05

ბილბაო-ჰაპოელი (კ.შ.) 23:05

J ჯგუფი

მარიბორი-პანათინაიკოსი 23:05

ტოტენჰემი-ლაციო 23:05

K ჯგუფი

რაპიდი-როსენბორგი 23:05

ლევერკუზენი-მეტალისტი 23:05

L ჯგუფი

ლევანტე-ჰელსინგბორგი 23:05

ტვენტე-ჰანოვერი 23:05

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა

ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა

ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა