ბრიტანელი დევიდ ჰეი სერიოზულად ფიქრობს დიდ კრივში დაბრუნებაზე
ბრიტანელი დევიდ ჰეი სერიოზულად ფიქრობს დიდ კრივში დაბრუნებაზე. WBA-ს ვერსიით სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი უკრაინელ ვიტალი კლიჩკოსთან შეხვედრას აპირებს.

"ეს ერთადერთი ბრძოლაა, რომელიც მაინტერესებს. მინდა მოვიგო WBC-ის ვერსიით ჩემპიონის ტიტული, რომელიც ვიტალი კლიჩკოს ეკუთვნის. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება კარიერის დასრულება", - განაცხადა ჰეიმ.

მიუხედავად ამისა, ვიტალისთან ბრძოლისთვის "ჰეიმეიკერს" საკრივო ლიცენზიის აღება დასჭირდება ბრიტანეთის კრივის ფედერაციისგან და დევიდმა ამისთვის უკვე შეიტანა შესაბამისი განაცხადი. ჰეის ლიცენზია მას შემდეგ გაუქმდა, რაც მან კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

ამასობაში ძმები კლიჩკოების მენეჯერმა ბერნდ ბიონტემ განაცხადა, რომ WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ჩემპიონმა ვლადიმერ კლიჩკომ, შესაძლოა, ბრძოლა ჩაატაროს პირველ მძიმე წონაში WBO-ს ჩემპიონთან მარკო ჰუკთან. "ვლადიმერი ნებისმიერ დროს გავა რინგზე ჰუკის წინააღმდეგ, - ამბობს ბიონტე "ბილდთან" კომენტარში. - მარკომ თავად განაცხადა, რომ სურს ამგვარი ბრძოლის ჩატარება. ჩვენგან პრობლემა არ იქნება. ჰუკი - მამაცი მებრძოლია, რომელსაც შეუძლია პუბლიკის მოზიდვა".

ვლადიმერ კლიჩკოც არ უარყოფს, რომ ასეთი შეხვედრა შესაძლებელია: "ხშირად მითქვამს, რომ მოხარული ვარ ნებისმიერი მეტოქის. მზად ვარ, შევხვდე ჰუკს".

მარკო ჰუკი ამჟამად თურქეთში ისვენებს. ის კმაყოფილია სუპერმძიმე წონაში საჩემპიონო ბრძოლის ჩატარების პერსპექტივით: "შესანიშნავია. როგორც იქნა, კლიჩკოს ნამდვილი მეტოქე ეყოლება. მე კარგი დაცვა მაქვს და ძლიერი დარტყმაც შემიძლია. ვლადიმერს ნებისმიერ ადგილას შევხვდები - თუნდაც მთვარეზე. ამ ბრძოლამ, შესაძლოა, ბერლინში ოლიმპიური სტადიონიც კი გაავსოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა