"პორტლენდ თრეილ ბლეიზერსმა" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა NBA-ს ორგზის ჩემპიონთან, ფორვარდ ადამ მორისონთან
"პორტლენდ თრეილ ბლეიზერსმა" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა NBA-ს ორგზის ჩემპიონთან, ფორვარდ ადამ მორისონთან", - წერს ამერიკული პრესა. შეგახსენებთ, რომ 27 წლის კალათბურთელმა აპრილში არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო კონტრაქტი გაწყვიტა "ბეშიქთაშთან". თურქეთის ჩემპიონატის რვა მატჩში მორისონმა საშუალოდ 11.8 ქულა დააგროვა.

NBA-ში ადამმა "შარლოტისა" და "ლეიკერსის" შემადგენლობაში 161 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 7.5 ქულა დააგროვა. ეს კალათბურთელი 2006 წლის დრაფტზე "შარლოტმა" მესამე ნომრად აირჩია.

"ჰიუსტონ როკეტსის" გამთამაშებელმა ჯერემი ლინმა განაცხადა, რომ ასი პროცენტით გამოჯანმრთელდა მუხლის ოპერაციის შემდეგ. გარდა ამისა, ჩინური წარმოშობის კალათბურთელმა ზაფხულის განმავლობაში ორი კილოგრამი დაიგდო.

გასულ წელს ლინმა 35 მატჩი ჩაატარა "ნიუ იორკის" რიგებში და თავის გუნდს 14.6 ქულით, 3.1 მოხსნითა და 6.2 შედეგიანი პასით დაეხმარა.

ნიგერიელი კალათბურთელი ჩემბერლენ ოგუჩი ბედნიერი იყო ლონდონის ოლიმპიადის დროს ლებრონ ჯეიმსთან ფოტოს გადაღებით. ახლა კი მას "მაიამი ჰიტის" ლიდერთან ერთ გუნდში თამაშის შანსი მიეცა.

ცოტა ხნის წინ ოგუჩი "სან ანტონიოში" იყო გასინჯვაზე, რის შემდეგაც გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიგერიელი არაგარანტირებულ ხელშეკრულებას გააფორმებს "მაიამი ჰიტთან".

ლონდონის ოლიმპიადაზე ჩემბერლენ ოგუჩი ნიგერიას წარმოადგენდა. მან საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ 35 ქულა დააგროვა, აქედან 24 - სამქულიანებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა