რაც ბოლო დღეებში საქართველოში, პატიმრებთან დაკავშირებით მოხდა, საზოგადოების ყველა ფენის განსჯის საგანი გახდა
რაც საქართველოში ბოლო დღეებში, პატიმრებთან დაკავშირებით მოხდა, საზოგადოების ყველა ფენის განსჯის საგანი გახდა. ეს ისეთი საკითხია, გვერდს ვერავინ რომ ვერ აუვლის.

ტელევიზიით, შემდეგ კი ლამის ყველა ინტერნეტსაიტზე და სოციალურ ქსელში ნაჩვენები კადრები შოკისმომგვრელი გამოდგა.

ჩვენი რესპონდენტი არჩილ არველაძე გახლავთ - საქართველოს ეროვნული ნაკრების, "კიოლნის", "ბრედას", "ტრაბზონსფორის" და თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი (იხილეთ ვიდეო).

- ასე ცუდად და შეურაცხყოფილად თავი არასდროს მიგრძვნია. "რეალი"-"სიტის" მატჩს ვუყურებდი, როცა ახლობლები მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, ტელევიზორს უყურებო? თავიდან მეგონა, რომ "რეალი"-"სიტის" მართლაც მაგარ თამაშზე მეკითხებოდნენ...

რაც მოხდა, მთელი საქართველოსთვის ღირსების საქმეა. ეს ღირსების საკითხია ჩვენი პოლიციელებისთვისაც, რომლებმაც უნდა გამოიძიონ ეს დანაშაული.

ჩვენი პოლიციელები გულით აკეთებენ თავიანთ საქმეს, საკუთარი სიცოცხლის ფასად ემსახურებიან საქართველოს და ზოგი უღირსის გამო მათ საქმიანობას ჩრდილი არ უნდა მიადგეს. ეს დახლოებით იგივეა, როცა ზოგი ფეხბურთელი ჩაწყობილ თამაშებშია გარეული და დანარჩენებსაც უფუჭებს სახელს.

წუხელ ქუჩაში რომ გამოვედი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ხალხის თვალებში ჩახედვის ერიდებოდათ. ისინიც შოკირებულები იყვნენ.

- რაც მოხდა, ალბათ, იმის ბრალია, რომ საზოგადოება თავის დროზე ვერ გამოთქვამდა პროტესტს იმაზე, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში...

- პოლიტიკური განცხადებები არასდროს გამიკეთებია და ეს ახლაც არ მსურს. ყველა საკითხზე ვერ ვილაპარაკებ.

ამ კონკრეტულ ფაქტებს რაც შეეხება, ასეთი ტკივილი ტელევიზიით ნანახის გამო არასდროს განმიცდია. ეს პირდაპირ ადამიანის, კაცის ღირსებას ეხება. ასეთი ფაქტების შესახებ გაგონილი კი მქონდა, მაგრამ არასდროს მენახა...

- როგორ ფიქრობ, რა პოზიცია უნდა ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით ჩვენს საფეხბურთო სამყაროს?

- ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული სფეროს განსასჯელი არ უნდა იყოს. იმ ღამეს სახლში ვერ გავჩერდი, მე და ჩემი ძმა რეზი ფილარმონიასთან წავედით პროტესტის გამოსახატავად.

ალბათ, ჩვენს პოლიციელებს ასჯერ უფრო სტკივათ ამის გამო, ვიდრე სხვა პროფესიის ხალხს.

- ძალადობა ქართულ ფეხბურთშიც არის, მაგრამ ამაზე ყველა ვერ საუბრობს...

- როცა გია ნემსაძე აირჩიეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად და მერე უცბადვე გააკეთა განცხადება, პრეზიდენტობას არ ვაპირებო, ეს ისეთივე სირცხვილი და თავის მოჭრა იყო, როგორც ახლა მომხდარი ამბავი.

მთელმა მსოფლიომ ნახა ეს შემზარავი კადრები. არ შეიძლება, რომ დამნაშავეები დაუსჯელნი დარჩნენ.

- კახა კალაძის გამოსათხოვარი მატჩის ჩატარება პოლიტიკური ფონის გამო ვერ ხერხდება?

- როგორც ვიცი, ამის თაობაზე კალაძეს ფეხბურთის ფედერაციისთვის არ მიუმართავს. ისე, შოთის გამოსათხოვარი მატჩი რომ ჩავატარეთ, არც მაშინ დაგვჭირვებია ფედერაციის ნებართვა.

იყო ლაპარაკი იმაზე, რომ კალაძეს საამისოდ სტადიონს არ დაუთმობდნენ, თუმცა არა მგონია, რომ ასეთი დაბრკოლება გაჩნდეს.

არც ის მგონია, რომ რომელიმე ქართველმა ფეხბურთელმა უარი თქვას ასეთ მატჩში მონაწილეობაზე. კალაძის გამოსათხოვარი მატჩი პოლიტიკასთან დაკავშირებული არ უნდა იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"პირველად შემრცხვა, რომ ქართველი ვარ!" - სოლიდარობა პატიმრებს

ku2
ნებისმიერი განცხადება, რომელიც ეხება ადამიანთა ღირსებას, სამართლიანობას და თუნდაც გნებავთ ჩვენს ყოფით ცხოვრებას, არის ჯერ მოქალაქეობრივი და შემდეგ პოლიტიკური. ასე რომ პოლიტიკის ჩვენი ცხოვრებიდან გამოცალკევება არ შეიძლება. მე პოლიტიკაში არ ვერევი! ასეთი განცხადება უკვე დანაშაულია ერისა და ქვეყნის წინაშე, რამეთუ ჩვენს ცხოვრებაში პოლიტიკა ყველგანაა! როგორ გგონიათ არა აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა ვინ და როგორი ადამიანები იქნებიან ხელისუფლებაში? ბოროტმომქმედთა ხელისუფლებას უნდა რომ პოლიტიკაში არ ერეოდნენ სპორცმენები, მსახიობები და სასულიერო პირები. როგორ შეიძლება ადამიანმა შენი ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებში არ ჩაერიო? ეს ხომ ჩვენი ქვეყანაა!!!

ნებისმიერი განცხადება, რომელიც ეხება ადამიანთა ღირსებას, სამართლიანობას და თუნდ გნებავთ ჩვენს ყოფით ცხოვრებას არის ჯერ მოქალაქეობრივი და შემდეგ პოლიტიკური. ასე რომ პოლიტიკის ჩვენი ცხოვრებიდან გამოცალკევება არ შეიძლება. მე პოლიტიკაში არ ვერევი! ასეთი განცხადება უკვე დანაშაულია ერისა და ქვეყნის წინაშე, რამეთუ ჩვენს ცხოვრებაში პოლიტიკა ყველგანაა! როგორ გგონიათ არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა ჩვენთვის ვინ და როგორი ადამიანები იქნებიან ხელისუფლებაში? ბოროტმომქმედთა ხელისუფლებას უნდა რომ პოლიტიკაში არ ერევოდნენ სპორცმენები, მსახიობები და სასულიერო პირები. როგორ შეიძლება ადამიანმა შენი ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებში ა ჩაერიო? ეს ხომ ჩვენი ქვეყანაა!!!
nino
არჩილ ნაწილობრივ გეთანხმები იმიტომ რომ ფეხბურთელის და პოლიციელის შედარება არ შეიძლება იმიტომ რომ სხვადასხვა რამეს ეთამაშებიან.პოლიციელთან ზოგჯერ სიკვდილ სიცოცხლის თამაში მიდის. ხოლო ფეხბურთში ეს ნათქვამი მხი\ოლოდ გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება .დანარჩენში შენს გვერდით ვარ.
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ