მიუნხენის "ბაიერნის" თავკაცმა "ვალენსიასთან"(2:1) შეხვედრის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა
მიუნხენის "ბაიერნის" თავკაცმა იუპ ჰაინკესმა "ვალენსიასთან"(2:1) შეხვედრის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

"მთლიანობაში დამაჯერებელი მატჩი ჩავატარეთ. პირველ ტაიმში დიდი მოთმინება დაგვჭირდა, რაშიც შეგეძლოთ თავად დარწმუნებულიყავით. "ვალენსია" ძალიან ორგანიზებული გუნდია. ისინი პრესინგს კარგად თამაშობდნენ და თავს დიდი ძალებით იცავდნენ. გამარჯვება იოლი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ცენტრში ზეწოლა უნდა გაგვეძლიერებინა და უფრო აქტიურად უნდა შეგვეტია.

მეორე ტაიმში გარკვეული დრო დაგვჭირდა, რათა თამაშში ჩავრთულიყავით. "ვალენსია" კონტრშეტევას ცდილობდა, მაგრამ ჩვენ გოლის გატანის შანსს, პრაქტიკულად, არ ვაძლევდით. გოლი მატჩის დასასრულს გავუშვით, რისი უფლებაც თავისთვის არ უნდა მიგვეცა. ვერგამოყენებული თერთმეტმეტრიანიც ის მომენტია, რომელიც აღარ უნდა გავიმეოროთ.

გასაგებია, რომ ხავი მარტინესს "ბაიერნში" საკუთარი ადგილის დასაკავებლად დრო სჭირდება. ის ჩვენი თამაშის სტილს და გუნდს უნდა შეეგუოს. ამისთვის დროა აუცილებელი, მაგრამ ის ახლაც საკმაოდ კარგად გამოიყურება.

რაც შეეხება რიბერის, მას ტრავმა გაუმიზეზდა. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს დღეებში", - თქვა ჰაინკესმა.

ასევე იხილეთ

ჩელსი-იუვენტუსი 2:2 - "სინიორა" დაბრუნდა და ეს მხოლოდ დასაწყისია!

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა