ჰიონესმა და რუმენიგემ განგაშის ზარემს შემოჰკრეს

ნაცვლად იმისა, რომ ოქტობერფესტი თავისუფლად ეზეიმათ, "ბაიერნის" ფეხბურთელები დაისაჯნენ - მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ბიჭები ისევ სავარჯიშოდ იხმო. ეს კი უკვე იმის ნიშანია, რომ მიუნხენურ კლუბში განგაშის ზარებს მართლა ჯეროვნად შემოჰკრეს, თორემ სხვა დროს, რეკორდმაისტერის ფეხბურთელებს აუცილებლად თავისუფალი დღე ექნებოდათ და ჩვენც დღეს სიამოვნებით გამოვაქვეყნებდით ფოტოს, თუ როგორ მიირთმევენ ტრადიციულ ტყავის შარვლებში გამოწყობილი ბავარიელები მსოფლიოში საუკეთესო ლუდს. მაგრამ არაფერიც: რაკი "ბაიერნმა" ახალ სეზონში ისტორიულად ცუდი სტარტი აიღო, ვან გაალმა პროგრამაში ლუდის სმის ნაცვლად, ოფლის ღვრა ჩაწერა.

გუნდის ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე კი ამჯერად უკვე სულ სხვანაირად ალაპარაკდა და ყოველგვარი ეტიკეტის დაცვის გარეშე თქვა: "ერთი სიტყვით, ჩვენ ახლა ნეხვში ვზივართ, თანაც ძალიან დიდში და ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოვძვრეთ".

მესამე მარცხი ბუნდესლიგის მეშვიდე მატჩში, მხოლოდ 5 გატანილი გოლი, მე-12 ადგილი და 13-ქულიანი ჩამორჩენა ლიდერთან - დორტმუნდის "ბორუსიასთან" წაგების (0:2) შემდეგ, ზებენერშტრასეზე მონასტერი ძალიან მაგრად აირია, რასაც მოწმობს კიდეც რუმენიგეს ის სიტყვები, რომელთა გამეორება ჩვენი მხრიდან უკვე უზრდელობა იქნება.

"ეს უკვე ის მომენტია, როცა ჩვენც უნდა ჩავერიოთ საქმეში და ფეხბურთელებს ერთი გვარიანად შემოვუძახოთ, თორემ ხომ ხედავთ, ყველაფერი უკან-უკან მიდის და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ფეხბურთელები უკანალების განძრევას არ აპირებენ. მორჩა, გათავდა, არ დავინახო, "ბაიერნის" ფეხბურთელი იცინოდეს! სანამ თამაშს არ მოვიგებთ, არავის აქვს თუნდაც გაღიმების უფლება. არც კი ვიცი, როგორ დავეშვით ამ დონემდე", - ეს კი პრეზიდენტ ული ჰიონესის სიტყვებია.

რუმენიგეს და ჰიონესს ნერვები ყველაზე მეტად იმის გამო ეშლებათ, რომ "ბაიერნს" "ბორუსიასთანაც" ბურთის 62-პროცენტიანი ფლობა ჰქონდა და გოლი მაინც ისევ გაიტანა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ "ბაიერნს" ბუნდესლიგაში საუკეთესო თავდამსხმელები (მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი თომას მიულერი, მიროსლავ კლოზე, მარიო გომესი და ივიცა ოლიჩი) ჰყავს, მაგრამ ბუნდესლიგაში ხუთზე მეტი გოლის გატანა ჯერ ვერ შეძლო. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი - მიუნხენელებს ბუნდესლიგაში შანსების გამოყენების ყველაზე ცუდი მაჩვენებელი (11.9 პროცენტი) აქვთ.

"კრიზისი გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ჩვენ ლიდერთან ასეთ ჩამორჩენას მიჩვეულები არ ვართ", - ეს ფილიპ ლამის სიტყვებია, - "ბაიერნი" ვერასდროს მისცემს თავს იმის უფლებას, რომ იყოს მე-12 ადგილზე და 13 ქულით ჩამორჩებოდეს პირველადგილოსანს. იმედი მაქვს, რომ მომდევნო ტურში, "ჰანოვერთან" მატჩში ჩვენს ქომაგებს ბოდიშს მოვუხდით იმისათვის, რაც ბოლო ოთხ ტურში მოვიმოქმედეთ".

გერმანიაში ალაპარაკდნენ, შესაძლოა, "ბაიერნის" შეფები ვან გაალის გათავისუფლებაზე დაფიქრდნენო, მაგრამ რუმენიგე ამას კატეგორიულად გამორიცხავს. "ლუისის შესაძლებლობებში ჩვენ ასი პროცენტით დარწმუნებულები ვართ და მის გათავისუფლებაზე ერთი წამითაც არ დავფიქრებულვართ. რაკი ვხედავთ, რომ მწვრთნელი ძალიან კარგად მუშაობს, ისღა დაგვრჩენია, მხოლოდ ფეხბურთელები შევაჯანჯღაროთ და გამოვაფხიზლოთ. მოკლედ, ლუისს ვენდობით", - თქვა კალემ.

მოკლედ, რეკორდმაისტერის შეფები ფეხბურთელებს აქცევენ წნეხის ქვეშ და წესით, მერვე ტურში "ჰანოვერს" კარგი დღე არ უნდა გაუთენდეს - შარშან "ბაიერნმა" "ჰანოვერი" 7:0 გაანადგურა...

ტაივოც უნდათ?

ამასობაში, "ფრანს ფუტბოლმა" გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ "მარსელის" მარცხენა მცველი ტაიე ტაივო მიუნხენში გადასვლის კანდიდატია. ჩვენი ფრანგი კოლეგები იტყობინებიან, რომ ვან გაალმა ჰიონესსა და რუმენიგეს უკვე რამდენჯერმე მოსთხოვა 25 წლის ტაივოს შეძენა. ტაივოს მარცხენა ფლანგზე როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში და ამ სეზონში, "მარსელისთვის" უკვე სამი გოლი აქვს გატანილი. "ფრანს ფუტბოლი" იმასაც წერს, რომ ტაივოს გადაბირება "ჩელსისა" და მილანის "ინტერის" ხელმძღვანელებსაც სურთ. ფეხბურთელი დაახლოებით 12 მილიონ ევროდ ფასობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...