22 წლის მარცხენა მცველი თბილისშია და იმედოვნებს, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსით უგუნდოდ მაინც არ დარჩება
ერთი კვირის წინ ვწერდით, რომ ლაშა თოთაძე გორის "დილაში" ვარჯიშობდა.

22 წლის მარცხენა მცველი გუნდში გასული სეზონის მეორე ნახევარშიც თამაშობდა, მაგრამ უნგრულმა "დიორი ეტომ" იჯარის გახანგრძლივებაში სერიოზული თანხა მოითხოვა და ქართველი ლეგიონერი ზაფხულში დაიბრუნა.

ლაშას კონტრაქტი მალე დაუმთავრდა, უნგრეთი დატოვა და ისევ "დილაში" მივიდა. მაშინ "ლელოს" კლუბიდან აცნობეს, რომ თოთაძეს კონტრაქტს გაუფორმებდნენ.

მაგრამ საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ლაშას კვლავ ახალი კლუბის ძიება მოუწევს.

"თოთაძე გუნდში ვარჯიშობდა, მაგრამ არ დაბრუნებულა. ლაშა მარცხენა მცველია, ჩვენ კი ამ პოზიციაზე საკმაოდ დიდი კონკურენცია გვაქვს: კვირკველიასა და ჯიშკარიანის გარდა, ამ პოზიციაზე სხვა ფეხბურთელების დაყენებაც შეგვიძლია.

აქედან გამომდინარე, ლაშა ჩვენთან აღარ არის", - გვითხრა "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ.

სამწუხაროდ, ასე უიღბლოდ არის თოთაძის საქმე. მას ზაფხულში "ზესტაფონში" გია ჭიაბრიშვილი იწვევდა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ეს ვარიანტიც ჩაეშალა.

ახლა ლაშა თბილისშია და იმედოვნებს, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსით უგუნდოდ მაინც არ დარჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli1805
ჩემო ზესტაფონშიიიიიიიი
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა