fifa.com-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრების წინსვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს ნაკრებსა და მის ბოლოდროინდელ ასპარეზობას ფიფას ოფიციალურმა ვებგვერდმა სტატია მიუძღვნა, რომლის წაკითხვაც ჩვენი მკითხველისთვის უინტერესო არ უნდა იყოს.

რამდენიმე დღის წინ მთელი საფეხბურთო სამყარო თვალს ადევნებდა მატჩს, სადაც საქართველოს ნაკრები მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს გმირულად უძალიანდებოდა და მხოლოდ 86-ე წუთზე მიღებული გოლით დამარცხდა.

დამარცხდა, მაგრამ თემურ ქეცბაიას გუნდმა ყველას დაუმტკიცა, რომ ამიერიდან ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს.

ფაქტია, რომ ქვეყანაში, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ფეხბურთი წინ მიდის. ამაზე ფიფას სანაკრებო რეიტინგიც მოწმობს, სადაც საქართველოს ნაკრები 11 საფეხურით აღზევდა და დღეს 86-ეა.

მართალია, ეს გუნდი ჯერ ძალიან შორსაა საუკეთესო შედეგისგან, მაგრამ თუ ასე გააგრძელა, არც იქამდე მისვლაა შეუძლებელი. საქართველოს ნაკრებს კი ფიფას რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებელი 14 წლის წინ ჰქონდა - 42-ე ადგილი.

fifa.com-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრების წინსვლის მიზეზი ასე ახსნა:

"გვყავს ახალგაზრდა ტალანტები, რომლებსაც ძლიერ ევროპულ კლუბებში მოხვედრის ამბიცია აქვთ.

მათ კარგად ესმით, რომ ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენა საამისოდ ყველაზე რეალური გზაა.

ყოველივე ამას პატრიოტიზმი ემატება. გაორმაგებული მოტივაციით კი ძალიან ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი".

ამ ახალგაზრდებისთვის კი ყველაზე კარგი მაგალითი თავად ქეცბაიაა. მან საქართველოს ნაკრებში 49 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. ამის დამსახურებაც არის, რომ შთამბეჭდავი საკლუბო კარიერა გაიკეთა.

ქეცბაიას უთამაშია კვიპროსულ "ანორთოსისში", ბერძნულ აეკ-ში, ინგლისურ "ნიუკასლსა" და "ვულვერჰემპტონში", შოტლანდიურ "დანდიში".

ამის შემდეგ მან სამწვრთნელო საქმეშიც გამოიჩინა თავი და "ანორთოსისი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, რის შემდეგაც მცირე ხნით ბერძნულ "ოლიმპიაკოსში" ითამაშა. მოკლედ, 44 წლის ქეცბაიამ კარგად იცის, რასაც ლაპარაკობს.

ბელორუსთან 1:0 გამარჯვებამ საქართველოს ნაკრების რეიტინგული წინსვლა განაპირობა.

"ჩემს გუნდს უკვე აქვს თავისი სახე. მან იცის, თუ რისთვის იბრძვის და რა აკეთოს.

ბიჭებმა იციან, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის.

რაც მთავარია, ჩვენ დამოკიდებულები ვართ არა ცალკეულ ფეხბურთელებზე, არამედ გუნდზე", - ამბობს ქეცბაია.

საქართველოში 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ფეხბურთი ნომერი პირველი სპორტია.

"საქართველოში ფეხბურთი მეტიც კი არის, ვიდრე სპორტი. აქ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს.

სამწუხაროდ, წინა წლებში საქართველოს ნაკრები არ იყო წარმატებული გუნდი. არადა, აქ ხალხი ფეხბურთზე უზომოდაა შეყვარებული და იმაზე ოცნებობს, რომ თავისი ნაკრები ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იხილოს", - ეს კვლავ ქეცბაიას სიტყვებია.

ჯაბა კანკავასა და კომპანიისთვის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისკენ მიმავალი გზა ძალიან რთულია. საქართველოს ნაკრები ხომ უმძიმეს ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად ესპანეთი, საფრანგეთი, ბელორუსი და ფინეთი ჰყავს.

ქეცბაიამ იცის, რომ გიგანტებთან ტოლ-სწორად ბრძოლა მის გუნდს გაუჭირდება:

"ძნელია იმ გუნდის შანსებზე საუბარი, რომელსაც თავისი საბოლოო სახე ჯერ არ მიუღია, მაგრამ საქართველოს ნაკრებს აქვს საიმისო პოტენციალი, რომ უახლოეს მომავალში დიდი ხნის ნანატრ მიზნებს მიაღწიოს".

ქეცბაიას რეალურად მიაჩნია ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა და მისი გუნდის პროგრესს თუ გავითვალისწინებთ, ეს მიუღწეველი ამოცანა სულაც არ უნდა იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]

საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]

paata
დავით, ესე იგი შენ რა გინდოდა, წინ წასულიყო მთელი გუნდი და 0-5 წაგვეგო? ესპანეთს მტელი მსოფლიო მასე ეთამაშება და სხვა რამეს ელოდი? ბიჭებმა შეუძლებელი შეძლეს ფაქტიურად და უნდა დავუფასოთ.
nikolozi
დავიდ,ბოღმა ხარ
davit devidze
რა წინსვლაზე საუბრობთ, 11 კაცი რომ იდგა კარებში? სააკაშვილისეული არაადეკვატიზმი ქართულ ფეხბურთში მწვავედ იგრძნობა
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა