ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ესპანელები: თქვენი ლორია ქართველია? - ქართულ-ბასკური პარალელები

ესპანელები: თქვენი ლორია ქართველია? - ქართულ-ბასკური პარალელები

რატომ გაუკვირდათ ესპანელებს საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მეკარის ქართველობა
"საიდან გყავთ ესპანელი მეკარე ლორია?" - გაკვირვებულმა მკითხა საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრამდე პრესლოჟაში ერთ-ერთმა სტუმარმა ჟურნალისტმა.

ესპანეთსა და ესპანურენოვან ქვეყნებში ბევრი ლორია ცხოვრობს და კიდევ ერთხელ გვახსენებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის იბერიაზე არსებულ ლეგენდას.

სწორედ ამიტომ დღეს თქვენს ყურადღებას გვარების უცნაურ დამთხვევებზე გავამახვილებთ.

იტალიელი ლორია

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მეკარე გიორგი ლორიას საკმაოდ საინტერესო მოგვარეები ჰყავს.

იტალიის სერია A-ს "ბოლონიაში" ირიცხება ტურინის "იუვენტუსის" გაზრდილი მცველი სიმონე ლორია, რომელსაც ბევრ ცნობილ კლუბში უთამაშია: 1995-1996 წლებში ტურინული გრანდის ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია. ხანგრძლივი პერიოდი სერია С2-სა და С1-ის კლუბებში გამოდიოდა: "ოლბიაში" (1996-1997), "ბატიაბალენზეში" (1997-1993), "ნოჩერინაში" (1999-2000) და "ლეკოში"(2000-2002).

ამის შემდეგ დაიწყო იტალიელი ლორიას კარიერული წინსვლა: "კალიარიდან" (2002-2005) "ატალანტაში" (2005-2007) გადაბარგდა, საიდანაც თავი "სიენაში" (2007-2008) ამოყო და იქ ჩატარებული შთამბეჭდავი სეზონების შედეგად იტალიური ფეხბურთის გრანდმა, "რომამ" (2008-2011) მიიწვია.

მერე იყო "ტორინო" (2009-2010), 2011 წლიდან კი "ბოლონიაშია".

კოსტარიკელი ლორია

საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრია ხოსე მიგელ კუბერო ლორია, რომელსაც კუბეროთი უფრო იცნობენ.

25 წლის ნახევარმცველი კოსტარიკელია - 2010 წლიდან მოყოლებული, ეროვნულ გუნდში 16 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო.

ამჟამად კოსტა რიკის პრიმერადივიზიონის "ჰერედიანოში" თამაშობს.

ყაზახი ლორიები

ყაზახეთის ნაკრებისა და პავლოდარის "ირტიშის" 30 წლის მეკარე დავით ლორია თურქეთის პირველი ლიგის "რიზესპორში" თამაშობს.

ყაზახეთის ეროვნულში 38 შეხვედრა ჩაატარა, რაც ამ აზიური ქვეყნის მეკარეებში სარეკორდო მაჩვენებელია.

თამაშობდა მოსკოვის ცსკა-სა და ავსტრალიური "ენფილდ სიტი ფეკონში", შვედურ "ჰალმსტადში", ნალჩიკის "სპარტაკსა" და წამყვან ყაზახურ კლუბებში.

საქართველოდან, გუდაუთიდან ყაზახეთში დავითის ბაბუა წინა საუკუნის 60-იან წლებში გადასახლდა, როდესაც საბჭოთა კავშირმა ყამირის ათვისება დაიწყო. მამამისი, ყარაღანდის "შახტარის" ადრინდელი გენერალური დირექტორი გრიგოლ ლორია გახლავთ.

დავით ლორიას დედა ყაზახეთში დაბადებული რუსია და ცხადია, ქართულად ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ისტორიულ სამშობლოს ყოველთვის თბილად ახსენებს და შეურაცხყოფილია კითხვით, გულშემატკივრობს თუ არა საქართველოს ნაკრებს.

ცხადია, ვგულშემატკივრობ, რადგან ქართველი ვარ და ფესვები არასოდეს დამავიწყდებაო, - ამბობს დავითი.

ბასკი ბარათელი

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მეკარე დომინიკ ბარათელი 1947 წლის 26 ოქტომბერს ნიცაში დაიბადა.

მიუხედავად შედარებით დაბალი სიმაღლისა (178 სმ), ფრანგები ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიიჩნევენ. საფრანგეთის ჩემპიონატში 593 შეხვედრა ჩაატარა, რაც ქვეყნის ისტორიაში მესამე შედეგია.

ბარათელი თამაშობდა "აიაჩოში" (1967-1971), "ნიცაში" (1971-1978), "პარი სენ-ჟერმენში" (1979-1985). საფრანგეთის თასის 1982, 1983 წლების გამარჯვებულია. ქვეყნის ეროვნულ გუნდში ჩაატარა 21 შეხვედრა: პირველად 1972 წლის 11 ივლისს ირლანდიასთან (ფრანგებმა 3-1 მოიგეს), ნაკრებიდან გაცილების მატჩი 1982 წლის 28 აპრილს პერუსთან მოუწყვეს (0-1).

საფრანგეთის ნაკრებს 1978 და 1982 წლების მსოფლიო ჩემპიონატზე ახლდა. 1978 წელს არგენტინასთან შეხვედრის 55-ე წუთზე დაშავდა და უგონო მდგომარეობაში მოედნიდან გაიყვანეს.

ამჟამად დომინიკ ბარათელი საფეხბურთო სკოლის მწვრთნელია.

სულხან-საბა ორბელიანი ამტკიცებდა, რომ საუკუნეების წინათ დასავლეთ საქართველოდან მოსახლეობის ნაწილი დასავლეთ იბერიაში გადაიხვეწა. სწორედ ისინი არიან ბასკებიო.

ესპანეთში ოთხი ბასკური პროვინციაა, საფრანგეთში - სამი და ისინი ერთმანეთს ესაზღვრება. გასაოცარია, მათი ადათ-ჩვევების, ხასიათებისა და გვარების დამთხვევები - ბასკეთში ცხოვრობენ შემდეგი გვარები - ნოდია, ბოკერია, კაიშაური, ჯინორია; არის მთა არჩანდა, გურია...

საფრანგეთის ნაკრების მეკარე ბარათელიც ბასკი გახლდათ.

ურუგვაელი ჯიქია

ქართულ-ბასკური ნათესაობის თეორიის მიმდევარი დათო ტურაშვილი ამტკიცებს, რომ 1950 წელს ბრაზილიაში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი ურუგვაის ნაკრების ყოფილი მოთამაშე, ალსიდეს ედგარო გიდჯია, სინამდვილეში ბასკი ჯიქია არის. ურუგვაიში 1939 წელს ფრანკოს რეჟიმისგან გაქცეულ ბევრ ბასკთან ერთად აღმოჩნდა.

"ვიკიპედიაშიც" დაახლოებით იგივე წერია: "ესპანურიდან მოთამაშის გვარი ხიხიად უნდა იკითხებოდეს. თუმცა, გიდჯია იტალიური წარმოშობის მოთამაშეა, ლა-პლატას რეგიონის (არგენტინისა და ურუგვაის ტერიტორიებზეა) ესპანურენოვანი მოსახლეობა კი ასეთ ვარიანტს, პრაქტიკულად, არც იყენებს. ამიტომ, სავარაუდოდ, გვარი დჯიგიადან უნდა მოდიოდეს".

ალსიდეს ედგარო გიდჯია 1926 წლის 22 დეკემბერს ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში დაიბადა. ერთდროულად უთამაშია ურუგვაისა და იტალიის ეროვნულ ნაკრებებში.

ურუგვაის სახელით 1950-1952 წლებში ასპარეზობდა და ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა - 12 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო, 1957-1959 წლებში იტალიის ნაკრებში კი - 5 მატჩში 1 გოლის გაიტანა.

1948 წელს "პენიაროლში" ორჯერ გახდა ურუგვაის ჩემპიონი. 1953 წელს ჩაირიცხა "რომაში", სადაც 201 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა. არის ბაზრობათა თასის (უეფას თასის წინამორბედი) მფლობელი.

1961 წელს კარიერა "მილანში" გააგრძელა. 4 თამაშში თავი ერთხელაც ვერ გამოიჩინა, მაგრამ კლუბთან ერთად იტალიის 1961/62 სეზონის ჩემპიონის ტიტული მაინც შერჩა. 1962 წელს სამშობლოში დაბრუნდა და 1968 წლამდე თამაშობდა.

1950 წლის "მარაკანაზე" გამართულ ფინალურ მატჩში ურუგვაიმ ბრაზილია 2:1 დაამარცხა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს: გიდჯიამ ბურთი მოედნის ცენტრისკენ წაიღო, მაისური შემოიხია და თავისიანებს დაუყვირა - თამაში არ დამთავრებულა და ეს მაჯლაჯუნები უკვე გამარჯვებას ზეიმობენ, ბრაზილიელები კაცებად არ გვთვლიანო. იგივე გასახდელშიც გაიმეორა.

მეორე ტაიმში ურუგვაელებმა ბრაზილიელებს ორჯერ გაუტანეს. გადამწყვეტი ბურთი სწორედ გიდჯიამ გაიტანა და მსოფლიოს ჩემპიონები მეორედ გახდნენ.

უზბეკი კაპაძე

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქის, ყაზახეთის "აქტობეს" შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული უზბეკეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ეროვნებით თურქი-მესხი ნახევარმცველი თემურ კაპაძე გახლდათ.

1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, სამხრეთ საქართველოში მცხოვრები მუსულმანი ქართველები და თურქები ყაზახეთსა და უზბეკეთში გადაასახლეს. ბედის ირონიაა: თურქი-მესხების წინამძღოლი, იუსუფ სარვაროვი სინამდვილში დიდებულიძე გახლდათ - სამცხელი თავადების შთამომავალი.

საქართველოს ეროვნული მოძრაობა ამ ტერმინს კატეგორიულად არ ცნობდა. მართლაც, ნაჯვარი ერი ბუნებაში არ არსებობს - ესეც ჩვენი წარსულის უკუღმართობის შედეგია.

თემურ ტაჰირის ძე კაპაძე 1981 წლის 5 სექტემბერს უზბეკეთის ქალაქ ფერგანაში დაიბადა. 1998 წლიდან ფერგანას "ნეფთჩიში" თამაშობდა, 2002-2007 წლებში ტაშკენტის "ფახტაკორში", 2008-ში კი იმ დროისათვის პოსტაბჭოეთის ერთ-ერთ უმდიდრეს კლუბ ტაშკენტის "ბუნიოდკორში", სადაც ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ლუიშ ფილიპე სქოლარი ავარჯიშებდა.

2011 წელს გადავიდა კორეულ "იენჩხონში", ხოლო წლეულს ზაფხულს - "აქტობეში".

2002 წლიდან დღემდე უზბეკეთის ნაკრებში 95 მატჩში 8 გოლი გაიტანა. ამ ქვეყნის 7-გზის ჩემპიონი და 2-გზის თასის მფლობელია. 1998 წელს გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, ხოლო 5-ჯერ - უზბეკეთის წლის ფეხბურთელი (1998, 2001, 2004, 2005, 2006 წლებში).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ლორია: "ცხოვრებაში პირველად ვიტირე..."

გიორგი ლორია: სპორტული თავხედობა მოთამაშეს ჰაერივით სჭირდება

გიორგი ლორიას გამო მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ომს იწყებენ?

გიორგი ლორია: ძალიან დამწყდა გული თამაშის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი

საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]

საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]

• lali

სულ მაინტერესებს,ა რა საერთო აქვს ბასკებს ქართველებთან.გამიგია,რომ 300 სიტყვაა ქართული მათ ლექსიკონში.იქნებ მომაწოდოთ;ეს სიტყვები.ერთი კია,რომ ძალიან უყვართ თავისუფლება და დღესაც იბრძვიან ამისთვის.უნდათ გამოყოფა ესპანეთიდან.მათი ენა არ ესმით ესპანეთის დანარჩენ პროვინციებს. ასე იძახიან:საიდან არიან ჩამოსულები,არავინ ვიცითო. და კიდევ,აქვთ ავიაკომპანია იბერია -რა კავშირი აქვს ამას, ჩვენს იბერიასთან.

• kakha

ნათესაური კავშირები ქართველებსა და ბასკებს შორის არ დადასტურდა.რაც მართლა საინტერესოა ბასკები არიან ე.წ. პროტობასკების ჩამომავალნი, რომლებიც ითვლებიან ევროპელი ხალხების წინაპრებად. ამასთანავე, ყველა ევროპელი ხალხი ,გამოსულია კავკასიური წინაპრისაგან, რომელიც მინიმუმ 130 000 წლისაა და მხოლოდ კავკასიაშია დაფიქსირებული. იხილეთ აწგარდაცვლილი პროფესორ ივანე ნასიძის პუბლიკაციები:(http://www.eva.mpg.de/genetics/staff/nasidze/files/public.html!)

• vereli

ძალიან დიდი მადლობა სტატიის ავტორს უაღრესად საინტერესო ინფოსათვის. ჩანს დიდი გაწეული შრომა.

• nikilura

მიხეილ მესხის ზეობის პერიოდში, როცა 1961 წელს არგენტინაში გადარია არგენტინელები თავისი თამაშით მათ ნაკრებში თამაშობდა კარგი თავდამსხმელი მასხიო.

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა