20 სექტემბერს ტოკიოში ქართული დერბი გაიმართა - ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ერთმანეთს მეოთხედ დაუპირისპირდნენ
20 სექტემბერს ტოკიოში ქართული დერბი გაიმართა - ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ერთმანეთს მეოთხედ დაუპირისპირდნენ კარიერაში.

კომუსუბის ტიტულის მფლობელი (ამ ტიტულს ლევანი მომავალ თვეში დაკარგავს) ტოჩინოშინი დაჯახებისას მარცხნივ გადახტა და ისე იგდო მეტოქის მავაში ხელთ. ამის შემდეგ მან 212-კილოგრამიანი გაგამარუ დოჰიოს კიდამდე მიიყვანა, იქ კი უვატენაგეს ილეთით წააქცია.

ურთიერთდაპირისპირებებში ანგარიში გათანაბრდა (2:2). ტოჩინოშინისთვის ეს მე-4 გამარჯვება იყო შემოდგომის ბაშოზე. დღეს, 21 სექტემბერს ის ჰომაშოს (5:5 ურთიერთშეხვედრებში) შეხვდება, გაგამარუს მეტოქე კი ოსი არანი (2:2) იქნება.

XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-მიოგირიუ (ცუკიტაოში), კაკურიუ-ტოჩიოძანი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-გოეიდო (ცუკიტაოში), კისენოსატო-ტოიოჰიბიკი (იორიტაოში), ტოჩინოშინი-გაგამარუ (უვატენაგე), ტოიონოშიმა-აოიამა (ოშიდაში), კაისეი-ტაკეკაძე (ოშიდაში), ჰომაშო-ამინიშიკი (იორიკირი), ტაკაიასუ-კიოკუტენჰო (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა

12-0: ჰარუმაფუჯი (ოძეკი)

11-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა)

10-2: კისენოსატო (ოძეკი), კაკურიუ (ოძეკი), ტაკაიასუ (მაეგაშირა 9), კიოკუტენჰო (მ 11)... 4-8:: ტოჩინოშინი (კომუსუბი)... 3-9: გაგამარუ (მ 2).

XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კაკურიუ, ჰარუმაფუჯი-კისენოსატო, მიოგირიუ-კიოკუტენჰო, გოეიდო-ამინიშიკი, აოიამა-ტოიოჰიბიკი, ტოჩინოშინი-ჰომაშო, კაისეი-შოჰოზანი, გაგამარუ-არანი, ტაკაიასუ-ტოჩიოძანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს