დავით ოდიკაძე: "არ უნდოდათ ჩემი "დინამოში" ყოფნა. კერძოდ ვის, არ ვიცი. ახალ მწვრთნელს ნანახიც არ ვყავდი, ისე მითხრეს ამის შესახებ"
საინტერესო ფეხბურთელები, რომელთაც აქეთურ-იქითური კარიერა და ცხოვრება ჰქონდათ - საქართველოს ჩემპიონატში სპექტრი ფართოა და ასეთებიც არიან.

დავით ოდიკაძე 31 წლის გახლავთ და ახლა საჩხერის "ჩიხურაში" თამაშობს. "ჩიხურა" საამსეზონოდ გადმოვიდა პირველი ლიგიდან და უკვე ლიდერებშია. ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "დინამოს" მსგავსად, ხუთი ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს.

იყო დრო, ოდიკაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში რომ იწვევდნენ. ის მარჯვენაფლანგელია, გარღვევა და ჩაწოდება რომ ეხერხება. არაერთ ქართულ კლუბში უთამაშია, 2003-04 წლების სეზონში ის ერთობ სიმპათიურ "თბილისში" გამოდიოდა და ალბათ იქ ჩაატარა კიდეც ყველაზე გამორჩეული სეზონი.

უნგრული "დიორი", ბაქოს "ინტერი", თბილისის "დინამო" და ახლა "ჩიხურა" - ეს მხოლოდ ბოლო ფრაგმენტია ამ ფეხბურთელის კარიერიდან. მანამდეც აქეთ-იქით უწევდა გადასვლა. ყველაზე უფრო კი ხელი იმან შეუშალა, რომ პირად ცხოვრებაში მომხდარი უსიამოვნების გამო რამდენიმე წელი იძულებით იუქმა.

მიმდინარე ჩემპიონატის წინა ტურში "ჩიხურამ" შინ "სიონი" 2:1 დაამარცხა და ორივე გოლი ოდიკაძემ გაიტანა პენალტით.

"ღმერთმა დამიფაროს და, სანამ 11-მეტრიანს არ გავაფუჭებ, გუნდში პენალტისტი მე ვიქნები. თუმცა ჩვენთან ისეა, რომ 11- მეტრიანს ის ასრულებს, ვინც ამისთვის ყველაზე კარგად არის მზად. "სიონთან" ვგრძნობდი, რომ გავიტანდი და ორივეჯერ მე დავარტყი.

რაც შეეხება იმას, ველოდი თუ არა პირველი ლიგიდან აღზევებული "ჩიხურას" ლიდერებში ყოფნას, ამის მოლოდინი რომ არ მქონოდა, ამ გუნდში არც გადმოვიდოდი", - გვითხრა ოდიკაძემ.

"ჩიხურამდე" ის "დინამოს" ფეხბურთელი იყო და ისიც ვკითხეთ, თუ რატომ მოუწია საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდიდან წამოსვლა.

"არ უნდოდათ ჩემი "დინამოში" ყოფნა. კერძოდ ვის, არ ვიცი. ახალ მწვრთნელს ნანახიც არ ვყავდი, ისე მითხრეს ამის შესახებ.

"ჩიხურაში" იჯარით ვარ და "დინამოს" წინააღმდეგ თამაშის უფლება არ მაქვს", - განგვიმარტა მან.

"ჩიხურას" თემა საინტერესო გახდა, სოსო ფრუიძის გუნდი მოწინავეთა შორის აღმოჩნდა. მაინც რა ხდება საჩხერეში, რარიგ უყვართ და ზრუნავენ იქ ფეხბურთზე?

"ჩვენ განკარგულებაში ორი მოედანია, ხელოვნურსაფარიანი და მინდორი. უამინდობის დროს ხელოვნურზე ვვარჯიშობთ. საკმაოდ კარგი სასტუმროც არის საჩხერეში. ვინც ოჯახით არის ჩამოსული, ისინის ნაქირავებში ცხოვრობენ.

ყველაფერი ნორმალურადაა, ფეხბურთელები აქ გაძლებაზე ნამდვილად არ ვართ. საჩხერეში ცხოვრება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს", - ირწმუნება ოდიკაძე.

ფეხბურთი გულშემატკივრისთვისაა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გულის ფეთქვაც ყველაზე მეტად პერიფერიებში იგრძნობა, სადაც უფრო უყვართ ჩვენი ჩემპიონატი, ვიდრე დედაქალაქში. საჩხერეს დიდი საფეხბურთო ტრადიციები ჯერ არ აქვს, თუმცა თუ ასე გააგრძელებს, ვინძლო ახალი, მძლავრი საფეხბურთო კერაც შეემატოს საქართველოს.

"მინდორი საჩხერესთან ახლოს, ივანწმინდაშია. სტადიონზე დამონტაჟებული ტრიბუნა 600 მაყურებელს იტევს. ამიტომაც არცთუ ცოტა გულშემატკივარს ფეხზე დგომა უწევს.

სტადიონის გაფართოებას აპირებენ და ვნახოთ, რა როგორ იქნება.

საჩხერეში ხელოვნურსაფარიანი მოედანი რომ გვაქვს, იმ სტადიონის ტევადობა მეტია, მაგრამ მინდორზე თამაში გვირჩევნია.

მომდევნო საშინაო შეხვედრა ჩემპიონატში "დინამოსთან" გვაქვს და ჩემი გულიც ორად გაიყოფა: თუ წავაგებთ ან მოვიგებთ, კიდევაც მეწყინება და კიდევაც გამიხარდება", - ამბობს ოდიკაძე.

მაინც როგორ ფეხბურთს თამაშობს "ჩიხურა"? აქვს კი გუნდს უკვე საკუთარი სახე?

"თამაშის სტილი იმისდა მიხედვით ირჩევა, თუ რომელ მეტოქეს ვეთამაშებით. რაც შეეხება ერთადერთ წაგებას ამ სეზონში, "მერანთან" მარცხს ცუდ მინდორს ვერ დავაბრალებ. მოედანი ორივე გუნდისთვის ერთი და იგივე იყო, მერანელებმა იბრძოლეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს".

საჩხერული გუნდი კარგი კონტინგენტით არის დაკომპლექტებული, გამოცდილება დიდად განაპირობებს "ჩიხურას" ძალას და პირველ რიგში, ალბათ, ამის ხარჯზეც არის ლიდერებში. ახალგაზრდული ნაკრების წინა შეკრებაზე კი ალექსანდრე ჩივაძემ ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი გამოიძახა, დავით კირკიტაძე მეორე ტაიმში შეუშვა ესტონეთთან და საჩხერელმა გარემარბმაც რამდენჯერმე გაამწვავა თამაში.

" საკმაოდ კარგი გუნდი ითქმის "ჩიხურაზე". სომხიშვილი, მე და დიღმელაშვილი "დინამოში" ყოფნისას საქართველოს ჩემპიონები გავხდით; "ტორპედოდან" გოცირიძეც დავიმატეთ; "ჩიხურაში" მოვიდა გამოცდილი მცველი საჯაიაც; კიდევ გვყავს გუშარაშვილი, ლაშა ჭელიძე...

არიან ნიჭიერი ახალგაზრდებიც: კირკიტაძე, ქიმაძე...

მოკლედ, კარგი შერწყმა გამოდის გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების. ასეთი შემადგენლობით სავსებით შესაძლებელია, რომ კონკურენცია გავუწიოთ ჩვენს ჩემპიონატში ფავორიტებად მიჩნეულ გუნდებს".

როგორც უნდა იყოს, "ჩიხურას" ლიდერად დამკვიდრებისთვის ჯერ გასავლელი აქვს გზა. იშვიათად, რომ წარმატება მალე მოვიდეს იმ გუნდისთვის, რომელიც ახალი გადმოსულია უმაღლეს ლიგაში.

"ამ სეზონში ჩვენი მიზანი ექვსეულში შესვლაა. ევროსაგზურის მოპოვებას რაც შეეხება, ჯერ ორი თვის გუნდი ვართ.

რაც ყველაზე მთავარია, სწორი გზით მივდივართ და ამ სეზონში თუ არა, "ჩიხურა" მაინც მალე მოხვდება ევროსარბიელზე", - ასე მიაჩნია ოდიკაძეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე