ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

იტალია. სერია A. IV ტურის წინ: მასიმილიანო ალეგრი ბეწვის ხიდზე

იტალია. სერია A. IV ტურის წინ: მასიმილიანო ალეგრი ბეწვის ხიდზე

ტურინის "იუვენტუსი" მორიგი ტრიუმფის მოლოდინშია
სერია A-ს მეოთხე ტურს წინ ევრობატალიები უძღვოდა, სადაც იტალიურმა გუნდებმა მთლიანობაში უფრო წარმატებით ითამაშეს, ვიდრე წარუმატებლად.

მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე "მილანმა", ევროპის ლიგაზე კი "ინტერმა" და "უდინეზემ" საშინაო შეხვედრები ვერ მოიგეს, მაგრამ სამაგიეროდ, "იუვენტუსმა", "ნაპოლიმ" და "ლაციომ" ჩაატარეს საკმაოდ კარგი მატჩები.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არც ერთ იტალიურ გუნდს არ წაუგია და ეს მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, ევროპის ლიგაზე სერია A-ს ბინადრები რბილად რომ ვთქვათ გადახალისებული შემადგენლობით გაისარჯნენ.

კვალიარელა და ლუსიო ძირითადში

სერია A-ს მორიგი ტური ტრადიციულად ორ დღეზეა გაწერილი, შაბათს კი ყურადღების ცენტრში "იუვენტუსი"-"კიევოს" პაექრობაა მოქცეული.

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ტურინელთა სამწვრთნელო შტაბი შეტევის წინა ხაზზე მირკო ვუჩინიჩისა და ფაბიო კვალიარელას ტანდემს გაამწესებს. დიახ, კვალიარელა ძირითადში მოიაზრება და ეს არც არის გასაკვირი, რადგან "ჩელსისთან" გასვლით პაექრობაში თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა.

სასტარტოში მოიაზრება ლუსიო, რომელიც დაცვის ცენტრში ლეონარდო ბონუჩის ადგილს დაიკავებს... ტრადიციულად, "იუვე" 3-5-2 ტაქტიკით გაირჯება, დანარჩენი კი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.

იუვენტუსი-კიევო

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ლუსიო, კიელინი - ისლა, ჯაკერინი, პირლო, მარკიზიო, ასამოა - ვუჩინიჩი, კვალიარელა.

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - დაინელი, ცეზარი, იოკიჩი, სარდო - რიგონი, ჰეტემაი, ვაჩეკი - კრუსადო - პელისიერი, თერეუ.

რომაელებს სარდინია ცუდად ახსოვთ

"რომას" სარეაბილიტაციოდ აქვს საქმე და ამის გაკეთებას სარდინიაზე შეეცდება. თუმცა, მიზნის მიღწევა იოლი არ იქნება, რადგან "კალიარი" საკუთარ მოედანზე ტრადიციულად ძნელად გასატეხი გუნდია.

ამასთან, დედაქალაქელებს კარგად ემახსოვრებათ გასული სეზონი, როდესაც კუნძულზე გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდნენ.

ზდენეკ ზემანი კბილებს ილესავს და აცხადებს, რომ მისი გუნდი მეტოქეს პირველივე წუთებიდან შეუტევს. რაც მთავარია, რომაელებს ფსიქოლოგიური ბარარიერი აქვთ გადასალახი, რადგან როდესაც ორბურთიან უპირატესობას ამოგიქაჩავენ და დაგამარცხებენ, დიდია შანსი, საკუთარი თავის რწმენა დაკარგო.

მოკლედ, სტუმრებმა ჯერ საკუთარ თავს უნდა აჯობონ და მერე მეტოქეს - ვნახოთ, რამდენად კარგად გამოუვათ ეს საქმე.

კალიარი-რომა

სავარაუდო შემადგენლობები

კალიარი (4-3-3): აგაცი - ფ. პიზანო, ასტორი, პერიკო, როსეტინი - ეკდალი, კონტი, ნაინგოლანი - რიბეირო, პინილია, საუ.

რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - პირისი, ბურდისო, კასტანი, ბალცარეტი - ტაჩტიდისი, პიანიჩი, ფლორენცი - ტოტი, დესტრო, ლამელა.

შედგება რევანში?

ევროპის ლიგაზე "ნაპოლიმ" გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა, რაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა როტაციის აუცილებლობით ახსნა.

მოკლედ, ვალტერ მაცარიმ გორან პანდევი, ედინსონ კავანი და სხვა წამყვანი ფეხბურთელები დაასვენა და თქმა არ სჭირდება, რომ "კატანიასთან" პაექრობისთვის შემოინახა.

მაცარიმ ისიც აღნიშნა, რომ კატანიაში თამაში მის გუნდს ყოველთვის უჭირდა და ამიტომ, მოახლოებულ შეხვედრაზე სრული კონცენტრაცია მართებთ. როგორც ჩანს, ვალტერს დღემდე მწარედ ახსოვს სიცილიაში განცდილი მარცხი, სადაც პრაქტიკულად დაესვა კიდეც წერტილი ნეაპოლელთა სასკუდეტო ამბიციებს.

ის უკვე ვთქვით, რომ "ნაპოლი" გორან პანდევით და ედინსონ კავანით შეუტევს, სხვა წამყვანი ფეხბურთელებიც ძირითად შემადგენლობაში იქნებიან და ვნახოთ, შედგება თუ არა რევანში.

კატანია-ნაპოლი

სავარაუდო შემადგენლობები

კატანია (4-3-3): ანდუხარი - ალვარესი, სპოლი, ლეგროტალიე, მარკეზე - ალმირონი, ბიაჯანტი, ლოდი - ბარიენტოსი, ბერგესიო, გომესი.

ნაპოლი (3-5-1-1): დე სანკტისი - ბრიტოსი, კანავარო, კამპანიარო - მაჯო, ჯემაილი, ინლერი, ცუნიგა, ჰამშიკი - პანდევი - კავანი.

გამარჯვება, თანაც შთამბეჭდავი...

"ინტერმა" "რუბინთან" სუსტი შეხვედრა ჩაატარა და იღბალს უნდა უმადლოდეს, რომ ქულა მაინც აიღო. ამიტომ, მილანელებსაც სარეაბილიტაციოდ აქვთ საქმე და შეეცდებიან, ეს "სიენასთან" შეხვედრაში მოახერხონ.

მეტოქეც ისეთი ჰყავთ, თავიდანვე შეუტევენ და შეეცდებიან, შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვონ, რაც "ნერაძურისთვის" ფსიქოლოგიური კუთხითაც მნიშვნელოვანია.

ანდრეა სტრამაჩონი 4-3-1-2 ტაქტიკაზე შეჩერდება და შეტევის წინა ხაზზე დიეგო მილიტოსთან ერთად ანტონიო კასანოს გაამწესებს. მათ უკან ვესლი სნეიდერი გაირჯება, რომელსაც ბოლო დროს მწვრთნელთან ურთიერთობა დაეძაბა და ეს მის თამაშზეც შესაბამისად აისახება.

ჰოლანდიელი ვერ ბრწყინავს და საინტერესოა, გატეხავს თუ არა ნავსს "სიენასთან" ჭიდილში...

ინტერი-სიენა

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - ძანეტი, რანოკია, სამუელი, ნაგატომო - კამბიასო, პერეირა, გუარინი - სნეიდერი - კასანო, მილიტო.

სიენა (3-5-2): პეგოლო - ნეტო, ფელიპე, კონტინი - ანჯელო, ვერგასოლა, დელ გროსო, როზინა, დაგოსტინო - ზე ედუარდო, კალაიო.

ალეგრის ბოლო შანსი?

"მილანი" კრიტიკის ქარ-ცეცხლშია გახვეული და უდინეში სამი ქულის მოსაპოვებლად ჩადის. თუმცა, არც უდინელებს აქვთ უკან დასახევი გზა და შეეცდებიან, რომ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვონ. მით უმეტეს, ევროპის ლიგაზე ფრიულელებმა წამყვანი ფეხბურთელები დაასვენეს და მთელი ძალებით ლომბარდიელებთან პაექრობისთვის ემზადებიან.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ფრანჩესკო გვიდოლინი ანტონიო დი ნატალეს ბრაზილიელ ბარეტოს შეუწყვილებს, მათ უკან კი შემდეგი ხუთეული იმოქმედებს: ბასტა, პერეირა, პინცი, ვილიანსი, პარმერო.

რაც შეეხება "მილანს", შეტევის წინა ხაზზე სტეფან ელ შაარავის და ჯამპაოლო პაცინის ვიხილავთ. იტალიურ სპორტულ პრესაში ისიც ითქვა, რომ უდინური მატჩი მასიმილიანო ალეგრისთვის ბოლო შანსია - წაფორხილების შემთხვევაში, "როასონერის" მთავარმა მწვრთნელმა შესაძლოა პოსტი დატოვოს და ბუნებრივია, ეს ამ შეხვედრის დამატებითი ინტრიგაა.

უდინეზე-მილანი

სავარაუდო შემადგენლობები

უდინეზე (3-5-2): პადელი - ბენეტია, დანილო, კოდა - ბასტა, პერეირა, პინცი, ვილიანსი, პარმერო - ბარეტო, დი ნატალე.

მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, მექსე, იეპესი, ანტონინი - ამბროზინი, ნოჩერინო, მონტოლივო - ბოატენგი - ელ შაარავი, პაცინი.

პეტკოვიჩი: ტემპი არ დავაგდოთ!

"ლაციო" სეზონის სტარტს საკმაოდ კარგ ფორმაში შეხვდა - სერია A-ს პირველ სამ ტურში ცხრა ქულა აქვს მოგროვილი, ევროპის ლიგაზე კი "ტოტენჰემს" ლონდონში არ დაუთმო არაფერი.

მოკლედ, "ბიანკოჩელესტეს" კარგი ტემპი აქვს აკრეფილი და სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ პეტკოვიჩი:

"სამ დღეში ერთხელ თამაში იოლი არაა, მაგრამ ეს რეალობაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ლონდონში ურთილესი მატჩი გადავიტანეთ, კვირას კი "ჯენოას" ვმასპინძლობთ და მორიგი გამარჯვების იმედი გვაქვს.

მოხდება თუ არა შემადგენლობის როტაცია? - თუ დააკვირდებით, შემადგენლობა თითქმის ყველა შეხვედრაში იცვლება და გამომდინარე აქედან, რიტაციის გარეშე არც აქამდე გავდიოდით ფონს.

ძირითად შემადგენლობაში ის ფეხბურთელები იქნებიან, რომლებიც მოცემული მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში არიან. კარგი ტემპი გვაქვს აღებული და ასევე უნდა გავაგრძელოთ".

"გაძეტას" ვარაუდით, რომაელთა რიგებში ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი მიროსლავ კლოზე იქნება, მის უკან კი ერთბაშად ხუთი ფეხბურთელი გაირჯება. დაცვაში ჩადგომას არც სტუმრები აპირებენ, და წესით, საინტერესო ჯახი უნდა შედგეს.

ლაციო-ჯენოა

სავარაუდო შემადგენლობები

ლაციო (4-5-1): მარკეტი - სკალონი, დიასი, ბიავა, კავანდა - გონსალესი, ლედესმა, ერნანესი, მაური, კანდრევა - კლოზე.

ჯენოა (4-4-2): ფრეი - სამპირიზი, ბოვო, კანინი, ანტონელი - კუჩკა, იანკოვიჩი, სეიმური, ბერტოლაჩი - იმობილე, ბორიელო.

იტალია. სერია A. IV ტური

22 სექტემბერი

პარმა-ფიორენტინა 20.00

ტრავმა: ბიაბიანი, ამაური, სანსონე, სანტაკროჩე - აკვილანი, ელ ჰამდაუი, როკა.

იუვენტუსი-კიევო 22.45

ტრავმა: პეპე, პადოინი - პალოსკი, სკუიცი, ლუსიანო.

23 სექტემბერი

სამპდორია-ტორინო 14.30

დისკვალიფიკაცია: და კოშტა (სამპდორია).

ტრავმა: ჟუან ანტონიო, პოლი - სუჩი, ბირსა.

ატალანტა-პალერმო 17.00

ტრავმა: მარილუნგო, რადოვანოვიჩი, პერეირა პინტუ, კაპელი, კარმონა, პულუზო, ბიონდინი, სკელოტო - ჩეტო, სანსევერინო, ზაჰავი.

ბოლონია-პესკარა 17.00

დისკვალიფიკაცია: პორტანოვა - ტერლიცი.

ტრავმა: რომანიოლი, სეველონი (პესკარა).

კალიარი-რომა 17.00

დისკვალიფიკაცია: გუბერტი (რომა).

ტრავმა: კოსუ - ლობონტი, დოდო, ბრედლი, დე როსი.

კატანია-ნაპოლი 17.00

ტრავმა: კეკო - არონიკა.

ინტერი-სიენა 17.00

დისკვალიფიკაცია: ლარონდო, ვიტიელო, ტერცი, ბელმონტე (სიენა).

ტრავმა: კივუ, სტანკოვიჩი, მარიგა, მუდინგაი, ჯონათანი - კამპანიოლო.

უდინეზე-მილანი 17.00

დისკვალიფიკაცია: ლაძარი (უდინეზე).

ტრავმა: ბადუ, ჰერლუ, მურიელი, დომიცი - ბონერა, რობინიო, პატო, შტრასერი, დიდაკ ვილა, მუნტარი.

ლაციო-ჯენოა 22.45

ტრავმა: ბროკი, რადუ, კონკო - როსი, ვარგასი.

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იუვენტუსი 3 3 0 0 9-2 9

2. ნაპოლი 3 3 0 0 8-2 9

3. ლაციო 3 3 0 0 7-1 9

4. სამპდორია 3 3 0 0 6-3 8

5. ინტერი 3 2 0 1 6-3 6

6. ფიორენტინა 3 2 0 1 5-3 6

7. რომა 3 1 1 1 7-6 4

8. კატანია 3 1 1 1 5-7 4

9. ტორინო 3 1 1 1 3-2 3

10. მილანი 3 1 0 2 3-3 3

11. ჯენოა 3 1 0 2 5-6 3

12. კიევო 3 1 0 2 3-5 3

13. პარმა 3 1 0 2 3-5 3

14 ბოლონია 3 1 0 2 4-7 3

15. ატალანტა 3 1 1 1 2-2 2

16. კალიარი 3 0 2 1 2-4 2

17. უდინეზე 3 0 1 2 4-8 1

18. პალერმო 3 0 1 2 1-7 1

19. პესკარა 3 0 0 3 2-9 0

20. სიენა 3 0 2 1 3-4 -4

შენიშვნა:

სიენა - 6 ქულა, ატალანტა - 2, სამპდორია - 1, ტორინო - 1.

ბომბარდირები:

4 - იოვეტიჩი (ფიორენტინა); 3 - პაცინი (მილანი), კლოზე (ლაციო), ერნანესი (ლაციო), მაქსი ლოპესი (სამპდორია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა