ლადო ბურდული: "მინდა, მივმართო ფეხბურთელებს და თუ ეს შესაძლებელი იქნება, შევიდეთ ციხეში, მოვინახულოთ გიორგი და გავამხნევოთ"
ბოლო პერიოდში საქართველოში დატრიალებულმა მოვლენებმა გულგრილი არავინ დატოვა. კალიგულას შთამომავალთა ბნელი საქმიანობა გამოაშკარავდა და ხალხი უზომოდ აღშფოთებულია.

პატიმრებსა და მათ ოჯახებს სოლიდარობა უცხოეთსა და საქართველოში მოთამაშე სპორტსმენებმა გამოუცხადეს. მათ თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლადო ბურდული უერთდება.

"მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ რაც ვნახეთ, გამაოგნებელი იყო. ასე ადამიანებთან მოქცევა არ შეიძლება, თუნდაც ის კრიმინალი იყოს. პატიმარი ისედაც დასჯილია, რადგან ციხეშია და თავისუფლება შეზღუდული აქვს. მასზე ზეწოლა და ღირსების აყრა არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. რაც ჩვენ ვნახეთ, ეს ერის სირცხვილია.

ამიტომაც მინდა, გვერდში დავუდგე პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს. ჩემი უახლოესი ნათესავებიდან და ძმაკაცებიდან ციხეში არავინ ზის, მაგრამ ძალიან კარგად მესმის მათი, ვინც ცხოვრებამ გისოსებს მიღმა დატოვა.

ამ კადრების ხილვის შემდეგ ცუდად გავხდი. ჩვენ სამართლიანი და გაბრწყინებული საქართველო გვინდა, რომელიც პატიმრის უფლებას იცავს და არ აწამებს".

გასული წლის დასასრულს თურქული "ქაისერისპორის" მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ თქვა, რომ პრეზიდენტის სახელზე დაიწერა მიმართვა გიორგი დემეტრაძის გათავისუფლების თაობაზე, რომელსაც საფეხბურთო სამყაროს ბევრი წარმომადგენელი აწერდა ხელს.

წერილის ავტორებს ჰქონდათ იმედი, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებდა გიორგი დემეტრაძის დამსახურებას და საახალწლოდ ამნისტიით გაათავისუფლებდა.

სამწუხაროდ, დემეტრაძე კვლავ პატიმარია, 2011 წლის მიწურულს კი მისმა ადვოკატებმა საჩივარი გაგზავნეს ევროსასამართლოში და, როგორც თავად გიორგი ამბობს, მისი ერთადერთი ოცნებაა, ამ ჯოჯოხეთს თავი დააღწიოს.

იყო კიდეც ინფორმაცია, რომ დემეტრაძეზე ზეწოლა ხორციელდებოდა და მის შეურაცხყოფას ცდილობდნენ.

ლადო ბურდულს გიორგი დემეტრაძის შესახებაც დავეკითხეთ. აპირებენ თუ არა ფეხბურთელები ციხეში დემეტრაძის მონახულებას და რეალური მდგომარეობის გარკვევას?

"ჩემი გულისტკივილი ყველა პატიმარს ეხება და რა თქმა უნდა, მათ შორის, გიორგი დემეტრაძესაც. გიორგიზე ზეწოლასაც არ გამოვრიცხავ, რადგან ნანახი ბევრ ეჭვს გვიჩენს. ეს ადამიანები არ უნდა დაისაჯონ უფრო მეტად, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებს.

მათზე ზეწოლა და ღირსების აყრა არანაკლები დანაშაულია, ვიდრე ის, რისთვისაც გისოსებს მიღმა ხვდებიან.

გიორგი ჩემი მეგობარია, ერთად გვითამაშია ნაკრებში, ერთად ვჭამდით, ერთად ვცხოვრობდით და მასზე გული შემტკივა. ის არა მხოლოდ კარგი ფეხბურთელი, ძალიან გულიანი ადამიანიც არის.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამაზე უნდა იფიქრონ, რომ ციხეში მოხვედრისგან არავინ არის დაზღვეული და პატიმრებს ადამიანურად მოექცნენ.

... ჩემი ოჯახის ადვოკატის დახმარებით ვცდილობდი შემეტყო, რა მდგომარეობაში იყო გიორგი და როგორ შემეძლო დავხმარებოდი.

დიდი სურვილი მაქვს, მივმართო ფეხბურთელებს და თუ ეს შესაძლებელი იქნება, შევიდეთ ციხეში, მოვინახულოთ გიორგი და გავამხნევოთ", - ამბობს ბურდული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი დემეტრაძე: შეწყალებას არ მოვითხოვ!

დემეტრაძის ადვოკატი: გიორგი არაადამიანურ, ღირსების შემლახველ სიტუაციაში იმყოფება

gavash
ვატო ყიფიანის მეგობარია რო იზახიი რახან მეგობარია უნდა დაიჩიროოოოოო, ახალაია გარეთ უნდა იყოს და დემე ციხეშიიიიი სასწაულიიი მტრავრობაააა
asea es
ცოცხზე და სხვა საზიზღრობებზე დასმა ქურდების მოგონილია (ეხლა წამებულებად რომ გამოგვყავს) და დაუბრუნათ უფალმა უკან. ასევე უკანვე დაუბრუნებს იმ ჯალათებს ვინც ასეთ საზიზღრობებს ჩადიოდნენ პატიმრების მიმართ. ამას წყალი არ გაუა.
temuri
რა გაახურეთ საქმე. ვატო ყიფიანის მეგობარია ბოლო ბოლო, მისი ფეხბურთელობა სულ კიდია ქურდებისგან გამწარებულ ხალხს ფეხებზე.რამდენი ყავს მაგ ნაძირალა ვატო ყიფიანს გამწარებული. შერჩა ხალვას ხელები ხომ გალახა კაცურად.
greg
ხალხო მაშინ როდესაც ეგრედწოდებული კაი ბიცჰები და ქურდები ჩადიოდნენ იგივე სადაგლობას ხმას რატომ არავინ იგებდით რატომ იმალებოდიტ?თუნცა მე ხელს არავის ვაპარებ მარა ეგენი იგივეს ჩადიოდნენ ციხეში როდესაც მაგატი დრო იყო.
gavash
დემე ციხეშიი და ახალაია გარეეეთ? სად ვცხოვრობთ? გაააანთავისუფლეთ დემეეე და მის ადგილას ახალაია ჩასვითთთთთთთთთთთ
gavash
ახალაია გარეთ უნდა იყოს და დემეტრაძე ციხეშიიიიიიიი?????? საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობთ
gavash
დემეეე გაანტავისუფლეტტ ზონდერებოოო მაგაზე მტი კრიმინალებიი ვერნახეტ ტკვენტანნნ რა უნამუსობაააა. ვიტომ არიცოდენ რახდებოდა
gavash
დემეეე გაანტავისუფლეტტ ზონდერებოოო მაგაზე მტი კრიმინალებიი ვერნახეტ ტკვენტანნნ რა უნამუსობაააა. ვიტომ არიცოდენ რახდებოდა
irakli
დემეს გაუმარჯოს!
irakli
დემეს გაუმარჯოს!!!
sxva vano
აი ეს არის მიშა შენთვის დემეტრაძე კრიმინალი და დამნაშავეა და ნადვილი კრიმინალი და სადისტი ახალაიები;მერაბიშვილები ;შაშკინები და კალმახელიძეები და მთელი შენი გუნდი რეფორმატორები;მაშ მტყუანს დიდი ცოცხი ჰაა,,,????,
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა