საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეკრება დაიწყო
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეკრება დაიწყო.

ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ შეკრებაზე 25 ფეხბურთელი გამოიძახა:

ოთარ კაკაბაძე, ვაჟა მათიაშვილი, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი, ბუდუ ზივზივაძე (ყველა - "დინამო" თბილისი), გურამ სამუშია ("ზესტაფონი"), ლევან გეგეჭკორი, პაპუნა ფონიავა (ორივე - "მერანი", მარტვილი), ნიკა სანდოხაძე, თემურ მარკოზაშვილი (ორივე -"ტორპედო", ქუთაისი), დაჩი ცნობილაძე, გაბრიელ თებიძე (ორივე -"მეტალურგი", რუსთავი), გიორგი გოროზია, ბაჩო მიქავა (ორივე -"ლოკომოტივი" თბილისი), ლაშა დვალი ("ოლიმპი", თბილისი), ალექსანდრე ადამია, ირაკლი ღერკელაშვილი (ორივე -"გაგრა"), ბაჩო არაბული ("საბურთალო", თბილისი), ავთო ენდელაძე ("ზუგდიდი"), სულხან კახიძე ("კოლხეთი", ფოთი), გიორგი აბურჯანია ("დილა", გორი), ნიკა ნარმანია ("რუხი", პოლონეთი), ნიკა კაჭარავა ("ვანდიში", შვეიცარია), დავით უბილავა ("ვიტ ჯორჯია"), ლუკა ჩხაიძე ("მიუნხენ 1860", გერმანია).

ჩვენი ყურადღება სიაში ორმა მოთამაშემ მიიქცია: ირაკლი ღერკელაშვილი კიევის "ობოლონში" თამაშობდა, მაგრამ ზაფხულში "გაგრაში" გადავიდა. კაჭარავამ "მიუნხენ 1860"-ის ასაკობრივი გუნდის 18 წლის თავდამსხმელი ლუკა ჩხაიძეც გამოიძახა, რომელიც ელიტრაუნდის მატჩებამდე 19-წლამდელთა წინა თაობის მწვრთნელის, ოთარ კორღალიძეს სიაშიც მოხვდა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო, "ჯვაროსნებში" ვერ ითამაშა.

მიუნხენში დაბადებულ-გაზრდილი მოთამაშე თბილისში მალე ჩამოვა, ქართულ პასსპორტს გადასცემენ, კაჭარავა კი დააკვირდება და შეაფასებს, გამოადგება თუ არა ნაკრებს.

19-წლამდელები ბაზაზე 30 სექტემბრამდე იქნებიან და ვარჯიშების პარალელურად, ქართულ კლუბებთან ტესტ-მატჩებსაც გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს, კაჭარავას გუნდი ხორვატიაში გაემგზავრება. მანამდე გუნდი დასკვნით საწვრთნელ შეკრებას გაივლის.

ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს საქართველო ხორვატიის, აზერბაიჯანისა და ისლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად