22 სექტემბერს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VI ტური გაიმართა
22 სექტემბერს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VI ტური გაიმართა.

ტური საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა და ამასთან, სატურნირო ცხრილში ლიდერიც შეიცვალა, თუმცა პირობითად - ქუთაისის "ტორპედოს" და თბილისის "დინამოს" ერთნაირი მაჩვენებლები აქვთ და საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი სათავეში მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგის (მე-2 ტურში "დინამომ" "ტორპედოს" 3:2 სძლია) მიხედვითაა.

ზესტაფონი-დილა 0:1

ტურის ცენტრალური მატჩი ზესტაფონში გაიმართა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა "ზესტაფონმა" გორის "დილა" მიიღო.

შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმის 80-ე წუთზე როინ კვასხვაძის კარის აღება გიორგი კახელიშვილმა შეძლო.

მასპინძლებმა ქულის გადარჩენა სცადეს. მოედანზე "ზესტაფონის" მოთამაშე-მწვრთნელი დავით მუჯირიც ვიხილეთ, თუმცა გორელებმა მატჩის სასურველი შედეგით დასრულება მაინც შეძლეს.

ჩაგდებული სტარტისა და გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას მოსვლის შემდეგ, ეს "დილას" ზედიზედ მეორე გამარჯვებაა საქართველოს ჩემპიონატში. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში გორელებმა საკუთარ სტადიონზე მანამდე დაუმარცხებელი თბილისის "დინამო" გააწბილეს (2:0).

ტორპედო-დინამო(ბათუმი) 5:1

ქუთაისის "ტორპედომ" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით - 5:1 გაანადგურა.

მასპინძლებმა გატანა უკვე მე-2 წუთზე შეძლეს. გოლის ავტორი ლაშა შერგელაშვილი გახდა.

მე-17 წუთზე გათანაბრება მიხეილ ჯორბენაძემ კი შეძლო, თუმცა 5 წუთში "ტორპედო" წინ ნიკა საბანაძემ გაიყვანა. 25-ე წუთზე უპირატესობა ორამდე გიორგი კუხიანიძემ გაზარდა - 3:1.

71-ე წუთზე კი თავი ტორპედოელთა მხრიდან გიორგი ფანცულაიამ გამოიჩინა.

საბოლოოდ "ტორპედომ" მეტოქე ანგარიშით 5:1 გაანადგურა. 90-ე წუთზე დუბლის გაფორმება შერგელაშვილმა შეძლო.

მერანი-სიონი 1:0

მარტვილის "მერანმა" საკუთარ მოედანზე ბოლნისის "სიონი" მიიღო. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 83-ე წუთზე ნოდარ ნოზაძემ გაიტანა და "მერანს" გამარჯვება მოაპოვებინა.

ზუგდიდი-ჩიხურა 4:2

უხვგოლიანი და დრამატული გამოდგა მატჩი "ზუგდიდსა" და საჩხერის "ჩიხურას" შორის.

მე-20 წუთზე ვაჟა ლომაშვილმა "ჩიხურა" წინ გაიყვანა, ხოლო 36-ე წუთზე ნიკო კვასხაძემ საჩხერელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა და თითქოს, ლიდერთა მარაქაში გარეულ საჩხერულ გუნდს მორიგი სამი ქულის მოპოვება არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ...

მასპინძლებმა საქმე პირველსავე ტაიმში გამოასწორეს - ჯერ 38-ე წუთზე ირაკლი ქობალიამ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, შემდეგ კი ტაიმის დასრულებამდე წუთით ადრე გიორგი გაბედავამ გაათანაბრა.

მეორე ნახევრიდან 18 წუთში ქობალიამ დუბლის შესრულება მოახერხა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა - 2:1.

ზუგდიდელები არც ამით დაკმაყოფილდნენ და 83-ე წუთზე შოთა ლომიამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4-2.

მეტალურგი-კოლხეთი 2:1

არანაკლებ საინტერესო შეხვედრა გაიმართა რუსთავში, სადაც "მეტალურგმა" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა. 22-ე წუთზე დაწინაურება სტუმრებმა შეძლეს. გატანილი გოლის ავტორი პაატა ცხვიტარია გახდა.

რუსთაველებმა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლეს. 64-ე წუთზე გიორგი სიხარულიძემ მეტოქის კარი დალაშქრა, ხოლო გიორგი მიქაბერიძემ 69-ე წუთზე საკუთარ გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა 2-1.

დინამო-ვიტ ჯორჯია 5:0

ტურის ბოლო შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართა, სადაც თბილისის "დინამომ" "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა.

მატჩის 21-ე წუთზე საჯარიმო დარტყმიდან "დინამო" ჩისკო მუნიოსმა დააწინაურა, ხოლო 71-ე წუთზე ესპანელმა ლეგიონერმა დუბლის გაფორმება შეძლო. ჩისკომ მეორე გოლი პენალტიდან გაიტანა.

დინამოელები ორბურთიან უპირატესობაზე არ გაჩერებულან. შეცვლაზე შემოსულმა გიორგი მერებაშვილმა თავი 76-ე წუთზე გამოიჩინა, ხოლო უკვე 78-ე წუთზე ულამაზესი მაკრატელათი მეტოქის კარი გივი კვარაცხელიამ აიღო.

დუბლის გაფორმება მერებაშვილმაც შეძლო, რომელმაც "ვიტ ჯორჯიას" კარში მე-5 გოლი 82-ე წუთზე გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სატურნირო ცხრილი

ა

გ

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1.

დინამო (თბილისი)

6

5

0

1

17:4

15

2.

ტორპედო

6

5

0

1

17:4

15

3.

ჩიხურა

6

4

0

2

10:8

12

4.

მეტალურგი

6

4

0

2

6:6

12

5.

ზუგდიდი

6

2

3

1

7:4

9

6.

მერანი

6

3

0

3

4:8

9

7.

ზესტაფონი

6

2

1

3

5:4

7

8.

დილა

6

2

1

3

7:7

7

9.

სიონი

6

1

3

2

7:8

6

10.

ვიტ ჯორჯია

6

1

2

3

2:8

5

11.

კოლხეთი

6

0

2

4

2:12

2

12.

დინამო (ბათუმი)

6

0

2

4

3:14

2

kutaiseli
პირველ ადგილზეა ტორპედო და არა დინამო!!!! ურთიერთშეხვედრების შედეგები როცა ორივე მატჩი გაიმართება მაშინ უნდა გავითვალისწინოთ, მანამდე კი რადგან მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ერთნაირია მე-5 პუნქტით (წითელ-ყვითელი ბარათები) უნდა ვისარგებლოთ. ამ კომპონენტში კი დინამოს უარესი შედეგი აქვს ვიდრე ტორპედოს და ამიტომ პირველზე ტორპედოაა.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა