მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონმა კიმი რაიკონენმა გამორიცხა მომავალი სეზონისთვის "რენოში" გადასვლა. ამის შესახებ პილოტმა ფინურ გაზეთ Turun Sanomat-ში განაცხადა.

მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონმა კიმი რაიკონენმა გამორიცხა მომავალი სეზონისთვის "რენოში" გადასვლა. ამის შესახებ პილოტმა ფინურ გაზეთ Turun Sanomat-ში განაცხადა.

წელს ცნობილი ფინელი ავტომრბოლი რალის მსოფლიოს ჩემპიონატში Citroen Junior-ის რიგებში გამოდის. კიმის ფორმულა 1-ში სავარაუდო დაბრუნების შესახებ "რენოს" შეფმა ერიკ ბულიემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მისი სიტყვებით, რაიკონენმა თავად გამოხატა "რენოში" გადასვლის ინტერესი, თუმცა ბულიე პირადად აპირებდა ფინელთან შეხვედრას და მის მოტივაციაში დარწმუნებას.

მოგვიანებით, ეს ახალი ამბავი ფრანგული საჯინიბოს მფლობელმა ჟერარ ლოპესმაც დაადასტურა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მსოფლიოს ჩემპიონის "რენოთი" დაინტერესება მისი გუნდისთვის დიდი პატივია და არ გამორიცხა 2011 წელს ვიტალი პეტროვის რაიკონენით შეცვლა. ამავდროულად, იმავე პერიოდში Turun Sanomat ვარაუდობდა, რომ სინამდვილეში ეს იყო "რენოს" ტაქტიკური სვლა, რომელიც მიზნად ისახავდა პეტროვსა და მის სპონსორზე ზეწოლას. ანალოგიური აზრი გამოთქვა თავად რაიკონენმა.

"იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ჩემი სახელი საკუთარი მარკეტინგული მიზნებისთვის გამოიყენეს, - განაცხადა ფინელმა. - სერიოზულად არასოდეს განმიხილავს "რენოში" გამოსვლის პერსპექტივა და შემიძლია 100 პროცენტით დარწმუნებით გითხრათ, რომ მომავალ წელს ამ გუნდის პილოტი არ ვიქნები. რამდენიმე კვირის წინ მათ ჩემი მენეჯერი ერთხელ შეეხმიანა. ეს იყო და ეს".

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო