გასულ კვირას ქალთა პროფესიული ტურის აზიური ტურნე სეულსა და გუანგჯოუში გაგრძელდა
გასულ კვირას ქალთა პროფესიული ტურის აზიური ტურნე სეულსა და გუანგჯოუში გაგრძელდა. ჩინურ ტურნირს დიდი ისტორია არ აქვს - ის 2004 წლიდან იღებს სათავეს და მაშინ პირველი ჩემპიონი ნა ლი გახდა. უკვე დიდი ხანია, ამ ტურნირზე ვარსკვლავები აღარ ჩადიან. ამიტომაც წელს გუანგჯოუში ფრანგი მარიონ ბარტოლის სტუმრობა დიდი მოვლენა გახდა. თუმცა მარიონი ჩინეთში დიდი ხანი არ დარჩენილა. მან მხოლოდ შვიდი გეიმი ითამაშა კაი-ჩენ ჩანთან მატჩში და ავადმყოფობის გამო შეწყვიტა ბრძოლა.

ტურნირის მსვლელობისას ყველაზე კარგი ფორმის დემონსტრირებას ტაივანელი სუ-ვეი ჰსიე ახდენდა. მან წელს კარიერაში პირველი ტიტული მოიგო - კუალა ლუმპურის ტურნირზე გაიმარჯვა. მას შემდეგ ტაივანელს სერიოზული წარმატებები არ ჰქონია, მაგრამ გუანგჯუში შესანიშნავად გამოიყურებოდა. ის ნახევარფინალამდე ყველა მეტოქეს ორ სეტში უსწორდებოდა, მაგრამ ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა პოლონელი ურსულა რადვანსკასგან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მეორედ გავიდა ნახევარფინალში.

მსოფლიოს მესამე ჩოგანის, აგნიეშკა რადვანსკას უმცროსი და სწრაფად პროგრესირებს და ცოტა ხნის წინ TOP40-ში შევიდა. თუ ის ასეთი ტემპით გააგრძელებს, იანვარში ავსტრალიის ღია პირველობაზე, შესაძლოა, ორივე დამ მიიღოს განთესვის ნომერი. ჰსიესა და ურსულას ნახევარფინალში ორივე ჩოგბურთელს აკლდა სტაბილურობა. პირველი სეტი ტაივანელმა დამაჯერებლად აიღო; მეორეში გაცილებით ძლიერი იყო ურსულა, მაგრამ მან ჩააგდო მატჩის დასკვნითი ნაწილი და გადამწყვეტი სეტი ნულზე წააგო.

ბადის ქვედა ნაწილის გმირი აღმოჩნდა ბრიტანელი ლორა რობსონი. უმცროსი რადვანსკასი არ იყოს, მისი პროგრესიც აშკარაა, რაც ამერიკის ღია პირველობაზე გამოჩნდა, როცა ტურნირის მეორე კვირამდე მიაღწია. თან გზად ნა ლი და კიმ კლაისტერსი დაამარცხა.

გუანგჯოუში ბრიტანელს ორი ადგილობრივი ჩოგბურთელის - ჟიე ჟენგისა და შუაი პენგის დამარცხება მოუწია, ნახევარფინალში კი ორ სეტში წააგო მესამე ნომრად განთესილ რუმინელ სორანა კირსტეასთან. ამით ლორა გახდა პირველი ბრიტანელი, ვინც ბოლო 22 წლის განმავლობაში WTA-ს ტურნირის ფინალში გავიდა.

ფინალი ხანგრძლივი და დაძაბული გამოვიდა. რობსონმა პირველი ბრეიკი გააკეთა, მაგრამ უფრო გამოცდილმა ჰსიემ სწრაფად დაიბრუნა მოწოდება და მაშინვე წინ გავიდა. ტაივანელმა აიღო პირველი სეტი და მეორეშიც წინ იყო.

თითქოს ფინალი მალე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ლორამ ბრძოლის ჟინი გამოავლინა. სხვათა შორის, ასე მოხდა ამერიკის ღიაზე, სადაც მერვედფინალში რვა მატჩბოლის მოგერიება შეძლო. ამჯერად მან ხუთი მატჩბოლი გადაარჩინა, ამაზე არ გაჩერდა და მეორე პარტია მოიგო. გადამწყვეტ სეტში თანაბარი ბრძოლა იყო, მაგრამ ბოლოს გამოჩნდა, რომ რობსონი დაიღალა. მას უკვე ვეღარ შველოდა მოწოდება (მატჩში ცხრა ეისი გააკეთა) და ორ საათსა და 48 წუთში კარიერაში თავისი პირველი ფინალი წააგო.

Guangzhou Open

გუნაგჯოუ (ჩინეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

სუ-ვეი ჰსიე (ტაივ)-ლორა რობსონი (ბრიტ) 6:3, 5:7, 6:4.

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს