"კანტუსა" და საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა იტალიის სუპერთასის გამარჯვებაზე ისაუბრა
"ძალიან გამეხარდა, ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი ტიტულია", - განუცხადა მანუჩარ მარკოიშვილმა ჩვენს ვებ-გვერდს, როცა კანტუში შევეხმიანეთ და იტალიის სუპერთასის MVP-ის ტიტულის მოგება მივულოცეთ.

მართლაც, მარკოიშვილისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან ერთ საღამოს 2 ძვირფასი ტიტული მოიგო. მისმა გუნდმა რამდენიმე წაგებული ფინალის შემდეგ, როგორც იქნა, დაამარცხა იტალიური გრანდი "სიენა" და სუპერთასს დაეუფლა.

გადამწყვეტი მატჩის გმირი კი მანუჩარ მარკოიშვილი გახდა, რომელიც ჟიურიმ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

- სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ საუკეთესოდ დამასახელებდნენ და მატჩის შემდეგ ინფორმატორმა ჩემი გვარი რომ გამოაცხადა, ძალიან გამეხარდა.

რაც უნდა მოხდეს, ეს ტიტული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება ჩემს კარიერაში. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ მთავარი გუნდის გამარჯვება იყო.

MVP-ის ტიტულმა ძალიან გამახარა, რომელმაც ის წარმატება გამილამაზა, რომელსაც მთლიან გუნდთან ერთად მივაღწიე.

- თანაც, ტიტული იტალიის ბოლო წლების საუკეთესო გუნდ "სიენას" დამარცხებით მოიპოვეთ...

- "სიენა" აქამდე სადაც შეგვხვდა, ყველა ფინალი მოგვიგო. ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ გუნდს სხვადასხვა ფინალში ოთხჯერ შევხვდით და ვერც ერთხელ ვერ დავამარცხეთ. ამის გათვალისწინებით, ეს გამარჯვება ძალიან სასიხარულო იყო.

მატჩი ძალიან დაძაბული და ნერვიული გამოვიდა. ყველა კალათბურთელმა მაქსიმუმი გაიღო და საბოლოოდ გამარჯვებას მივაღწიეთ.

- როგორ ფიქრობ, სეზონთშორის განხორციელებული ტრანსფერების შემდეგ "სიენა" ხომ არ დასუსტდა?

- არანაირად. სიენელებმა ისეთი კალათბურთელები დაიმატეს, რომლებიც იტალიურ კალათბურთში აღიარებულები არიან. ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და ეს გუნდი ამას მომავალ სეზონშიც დაამტკიცებს. ამიტომაც ორმაგად სასიხარულოა ეს გამარჯვება.

არ ვიცი, მაგრამ არის აზრი, რომ "სიენა" ზედმეტი თავდაჯერების გამო დამარცხდა. როგორც უკვე ვთქვი, მათ მწვრთნელ სიმონე პიანიჯანის "კანტუ" აქამდელ ფინალებში დამარცხებული ჰყავდა და ალბათ, ახლაც გამარჯვებას ელოდა.

- მიუხედავად იმისა, რომ კანტუელთაგან საერთო სარგებლიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი არ გქონია, საუკეთესოდ დაგასახელეს...

- არ ვიცი, არც მე ველოდი აღიარებას, თუმცა ალბათ იყო მომენტები, რის გამოც MVP-ის ტიტული გადმომცეს. ალბათ, უნდა უყურო გარედან ამ თამაშს და მიხვდები. მხოლოდ ციფრები ნამდვილად არაფერს წყვეტს. თუნდაც ვიქტორ სანიკიძე ავიღოთ, რომელსაც ძალიან მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა.

- "სიენას" რომ მოეგო, შენს ტიტულს სანიკიძეს მისცემდნენ. რას იტყვი ვიქტორის თამაშზე?

- ყველამ დაინახა, თუ რა დონის მოთამაშეა სანიკიძე. მან ძალიან კარგად ითამაშა და ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ჩვენ გამარჯვებას გუნდური თამაშის ხარჯზე მივაღწიეთ.

- სეზონი ტიტულის მოგებით დაიწყეთ. რა გეგმები გექნებათ მომავალ სეზონში?

- ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვთამაშობთ, სადაც 8 გუნდი 1 საგზურისთვის იბრძვის. ჩვენი უახლოესი მიზანი ევროლიგაში მოხვედრაა.

- იმ ტრანსფერებიდან გამომდინარე, რაც გუნდში განხორციელდა, როგორ ფიქრობ, "კანტუ" გაძლიერდა?

- ვიტყოდი, რომ გაახალგაზრდავდა. ეს არ ნიშნავს, რომ დასუსტდა. რამდენიმე ახალი კალათბურთელი გვყავს, რომლებიც ერთმანეთს უფრო შეეწყობიან და იმედი მაქვს, საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება.

იმედი მაქვს, სუპერთასის მოგებას არ დავჯერდებით და ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს კიდევ გავახარებთ.

- სუპერთასის მოგება "კანტუს" გულშემატკივრებმა როგორ აღნიშნეს?

- ძნელია, სიტყვებით გადმოვცე ის სიხარული, რომელიც გულშემატკივრებმა განიცადეს. მარტო კალათბურთის ფანები კი არა, მთელი ქალაქი ზეიმობდა. მატჩის საღამოს კანტუში რომ დავბრუნდით, ღამის 3 საათი იყო. ქალაქში ათეულობით ქომაგი დაგვხვდა. მეორე დღს კი ნამდვილი სახალხო ზეიმი გაიმართა.

საღამოს ვარჯიშის შემდეგ ქალაქის მთავარ მოედანზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა. მგონი, სახლში არავინ დარჩენილა, ყველა ჩვენს შესახვედრად მოვიდა.

ტელევიზიებიც იქ იყვნენ და პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ ზეიმის კადრებს. ძალიან ბედნიერი წუთები იყო და ვეცდებით, ახალი წარმატებებით კიდევ გავახაროთ "კანტუს" ქომაგები.

კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

იტალიის სუპერთასი ქართული სცენარით - მარკოიშვილმა სანიკიძეს აჯობა [VIDEO]

Otto
მანუს და ვიკას მთელი გულით ვულოცავ წარმატებულ თამაშს! ვიკა კი დამარცხდა, მაგრამ საოცრად ითამაშა!
gizog
მანუჩარ გილოცაააავ! გაიხარეეეე!!!!!
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად