"გაგრადან" ლუცკის "ვოლინში" განათხოვრებულმა ქართული პასპორტის მქონე ფეხბურთელმა უკრაინაში პირველი გოლი გაიტანა
"გაგრადან" ლუცკის "ვოლინში" განათხოვრებულმა აბაიომი ოვონიკოკომ პირველი გოლი გაიტანა. ქართული პასპორტის მქონე ნიგერიელმა თავდამსხმელმა თავისი მეორე შეხვედრა ჩაატარა ახალი გუნდის შემადგენლობაში და აი, გოლიც გაიტანა.

ლუცკელები თასის შეხვედრას ჩერკასში ატარებდნენ და 87-ე წუთზე სენსაციის სუნი დატრიალდა. "სლავუტიჩის" კაპიტანმა "ვოლინის" კარში გოლი გაიტანა. მსაჯმა შეხვედრას 4 წუთი დაამატა. იომი ამ დროს უკვე 10 წუთის შესული იყო მინდორზე. "ვოლინი" მთელი გუნდით შეტევაში გადავიდა და კომპენსირებულ დროში იომიმ იხეირა. მან თავით ლამაზი გოლი შეაგდო.

მასპინძლებმა მატჩი განაახლეს და მსაჯის სასტვენიც გაისმა. აი, დამატებით დროში კი სტუმრებმა ორჯერ აიღეს მასპინძელთა კარი და თასის მერვედფინალში გააღწიეს.

შინ, ლუცკისკენ მიმავალ გზაზე, იომის დავუკავშირდით და მან ასეთი რამ განაცხადა:

- ბედნიერი ვარ. პირველი გოლი შევაგდე და ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. მიმაჩნია, რომ ყველაფერი კანონზომიერად მოხდა. ვიმსახურებდით მოგებას და ეს შევძელით.

ცხადია, როდესაც გოლი გაგაქვს, კმაყოფილი უნდა იყო. ასეცაა, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა იმისათვის, რაც უნდა გავაკეთო ახალი გუნდისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამარჯვებამ ბევრს გაუხარა გული და მადლობა მინდა ვუთხრა მათ.

- იომი, ლუცკში როგორ მოეწყვეთ?

- გუნდმა ბინა მიქირავა, სტადიონთან ახლოსაა. სულ რაღაც 10 წუთის სავალ გზაზეა და კმაყოფილი ვარ, გზაში არ ვიღლები.

- კარგი პირობები გაქვთ?

- ნორმალური, კმაყოფილი ვარ.

- გუნდს როგორ შეეწყვეთ?

- ჩინებულად. კარგი ბიჭები არიან. თავიდან რომ ჩავედი, როგორც პატარა ბიჭს, ისე მიყურებდნენ. ახლა კუნთები დასკდომაზე არ მაქვს, მაგრამ ჯანზე ვარ. აი, ისინი კი ნამდვილად საკმაოდ ძლიერები არიან ფიზიკურად და იფიქრეს, ეს რა პატარა ვინმეაო.

მაგრამ ბურთი რომ მივიღე, ერთი და ორი ჩამოვიტოვე… რამდენჯერმე გავაკეთე, დავუსხლტი და… ოოო… მერე უკვე სხვა თვალით დამიწყეს ყურება.

- ახლა ხომ საერთოდ…

- მთელი გუნდი მილოცავდა. როგორია, თასის მერვედფინალში გასვლა გვინდოდა და ეს გუნდი აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა. საჭირო, ძალიან საჭირო გოლი გავიტანე.

- ანატოლი დემიანენკო როგორი პიროვნებაა?

- ჯიგარი, ჯიგარი (იცინის).

- პისკოვეცი არ გინახავთ?

- ვერ ვნახე, მაგრამ დამირეკა. სამწუხაროდ, ცუდად არის "პალიჩი". საავადმყოფოში წევს, პრობლემები აქვს. მაგრამ მითხრა, იომი, მაგარი ბიჭი ხარ და მიხედე თავსო.

- ე.ი. კმაყოფილი ხარ…

- მე კმაყოფილი ვარ, მაგრამ მთავარია, გუნდი იყოს ჩემი თამაშით კმაყოფილი. მაგრამ ვიცი, რომ მე მხოლოდ ახლა ვიწყებ.

www.fcgagra.ge

irakli1805
ეს მგნი აქ ზაკზად არ თAმაშობდა რომ გუნდიდან გაეშვათ
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა