საქართველოს ნაკრებისა და "კრანსოდარის" ფეხბურთელმა საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა
საქართველო შეძრულია ბოლო დღეებში გავრცელებული კადრებით, რაც ციხეებში პატიმრების გაუსაძლის მდგომარეობას ასახავს.

პროფესიის, ეროვნების, სარწმუნოების მიუხედავად, უმრავლესობის პოზიცია ცალსახაა - ის, რაც ტელეეთერით ვიხილეთ, ქვეყნის სირცხვილია.

პოზიცია სპორტსმენებმაც გამოხატეს. საქართველოს ნაკრების წევრი, რუსეთის "კრასნოდარის" კაპიტანი ალექსანდრე ამისულაშვილი "ლელოს" დაუკავშირდა და პოზიცია დააფიქსირა:

- რაც მე კადრებში ვიხილე, ნორმალური ადამიანის წარმოდგენას სცილდება.

აქამდეც მესმოდა, რომ საპატიმროებში მსგავსი საზიზღრობები ხდებოდა, მაგრამ ნანახმა შოკში ჩამაგდო. ასეთ რამეს ფაშისტები საკონცენტრაციო ბანაკებში არ სჩადიოდნენ. ვინ არის პასუხისმგებელი, მხოლოდ მინისტრი და სხვა არავინ? ეს უკვე არის "ბესპრედელი".

...გუნდში მეკითხებიან, რა ხდება საქართველოში, ეს რა უბედურება გჭირთო. გარეთ გასვლა მეზარება, არ მინდა, კიდევ ვინმემ იგივე მკითხოს.

პოლიტიკით არასოდეს დავინტერესებულვარ, ამის არც დრო მქონდა და არც სურვილი, მაგრამ სიმართლე ერთხელ და სამუდამოდ უნდა ითქვას: ახლა ჩვენ ყველანი აღშფოთებულები ვართ. ასე გაგრძელება არ შეიძლება.

მე ფეხბურთელი ვარ და პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ რაც ხდება, ეს პოლიტიკა აღარ არის და ჩვენს ღირსებასა და ქვეყნის მომავალს ეხება. თავს უფლება ამიტომაც მივეცი, რომ ამ თემაზე მელაპარაკა.

- ითქვა, რომ ფეხბურთელებს გიორგი დემეტრაძის მონახულება სურთ...

- ფეხბურთელებზე ხშირად ამბობენ, ხმას არ იღებენო. მაგალითად სწორედ დემეტრაძის დაკავება მოჰყავთ. ამ დროს ყოველთვის ვამბობდით, რომ გიორგის გათავისუფლებას ვემხრობოდით და ეს არასოდეს დაგვიმალავს.

იგივეს ვიტყვი კახა კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩთან დაკავშირებითაც: კახა დიდი ფეხბურთელი იყო და მან გაცილების საღამო თავად კი არ უნდა მოაწყოს, საქართველომ უნდა უძღვნას. თუ სურვილი ექნება, ამ მატჩში მეც სიამოვნებით ვითამაშებ.

ჩვენ ბევრი არ გვყოლია დიდი ფეხბურთელი და ვისაც ხალხი გაუხარებია, ამ ქვეყნის შვილობა საამაყო გაუხდია, იმათ თუ არ მოვეფერეთ და არ დავაფასეთ, სხვაც არ დაგვაფასებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

შეუშვებენ ცნობილ ფეხბურთელებს გიორგი დემეტრაძესთან?

ლაშა სალუქვაძე: ის, რაც ვნახეთ, ქართველობის გათელვა და მიფურთხებაა

ალექსანდრე იაშვილი: ყველა უნდა დაისაჯოს, იდეოლოგებიდან - ჯალათებამდე

ზაზა ფაჩულია: ვგმობ ყველანაირ ძალადობას და თანავუგრძნობ პატიმართა ოჯახებს

"ბორჯღალოსნების" განცხადება წამების ფაქტებთან დაკავშირებით

ირაკლი სირბილაძე: დროა, მთელი საქართველო გამოვიდეს და ფეხზე დადგეს სამართლის დასაცავად

თორნიკე ოქრიაშვილი: სულით და გულით ვუდგავარ ჩემს ქვეყანას გვერდში!!!

"პირველად შემრცხვა, რომ ქართველი ვარ!" - სოლიდარობა პატიმრებს

ЗИЗИ
ТОКОС! ДЖЕР ЕРТИ СХВА КВЕКАНАШИ РА ХДЕБА РА ШЕНИ ТРАКИС САКМЕА?! МЕОРЕ АСЕТИ САШИНЕЛЕБА РАЦ ЧВЕНТАН ХДЕБА СААКАШВИЛИС ДАМСАХУРЕБИТ МЕ АРСАД АР ГАМИГОНИА МИТУМЕТЕС ЕВРОПАШИ ВЦХОВРОБ 15 ЦЕЛИА! ДА МЕСАМЕ ТУКИ РОМЕЛИМЕ КВЕКАНАШИ АСЕ ХДЕБА ШЕНИ АЗРИТ МИВИГОТ ДА ГАВИМЕОРОТ АУЦИЛЕБЛАДБАРА ? ШЕНИСТАНА БНЕЛМА МОНЕБМА ДАГВГУПЕС!!!
Toko
ამისულაშვილს რო ეუბნებიან სხვა ქვეყნის ფეხბურთელები, რა ხდება თქვენთან, რა გჭირთო - ვერ უპასუხა - თქვენთან უარესები ხდება ციხეებშიც და მათ გარეთაც, ოღონდ ჩვენგან განსხვავებით ამას მალავთ-თქო?! როდემდე უნდა ვიყაროთ თავზე ნაცარი ქართველებმა? ნაკლები არავისზე ვართ, უბრალოდ იმ სახადს ვიხდით, რომლის მოხდაც ბევრ ქვეყანას (ჩვენზე ბევრად მდიდრებსაც) წინ აქვთ.
zako
"ჩვენ ბევრი არ გვყოლია დიდი ფეხბურთელი და ვისაც ხალხი გაუხარებია" აბსოლიტურა არ გეთანხმები ამისულა. ჩამოთვლას არ დავიწყებ, ისედაც ყველამ იცის.
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა