ჰოლანდიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდა - მამაკაცებმა ჯგუფურ რბოლაში იასპარეზეს
ჰოლანდიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდა - მამაკაცებმა ჯგუფურ რბოლაში იასპარეზეს.

რბოლა დიდ ინტერესს იწვევდა, რადგან ის იმ ტრასაზე გადიოდა, რომელზეც ლეგენდარული ერთდღიანი კლასიკური რბოლა - "ამსტელ გოლდ რეისი" იმართება. შესაბამისად, ფინიშამდე ორი კილომეტრით ადრე ველომრბოლელებს ცნობილი ამაღლება კაუბერგი უნდა დაელაშქრათ. ასეთი მარშრუტი იდეალურად ერგებოდა ბელგიელი ფილიპ ჟილბერის სტილს, რომელიც ერთდღიანი კლასიკური რბოლების სპეციალისტად არის მიჩნეული.

მთელი რბოლის განმავლობაში ვიხილეთ გაქცევები, არაერთი წაქცევა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი კაუბერგის აღმართზე გადაწყდა. ყველამ იცოდა, რომ სწორედ აქ შეუტევდა ფილიპ ჟილბერი, მაგრამ მის ბრწყინვალე იერიშს მაინც ვერაფერი მოუხერხეს. ბოლოსკენ ბელგიელი თითქოს დაიღალა, მაგრამ ვერავინ მოახერხა ნორმალური კონტრშეტევის მოწყობა და ჟილბერმა მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა. არადა, იმ დღეს მისი კონკურენტები იყვნენ ისეთი დიადი ველომრბოლელები, როგორებიც არიან ალბერტო კონტადორი და ბრედლი უიგინსი.

პოდიუმის მეორე საფეხური ნორვეგიელმა ედვალდ ბოასონ ჰაგენმა დაიკავა, მესამე - ესპანელმა ალეხანდრო ვალვერდემ.

ინდივიდუალური რბოლა

1. ფილიპ ჟილბერი (ბელგია) - 6:10.41; 2. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორვეგია) - +0.04; 3. ალეხანდრო ვალვერდე (ესპანეთი) - +0.05; 4. იონ დეგენკოლბი (გერმანია) - იგივე დრო; 5. ლარს ბოომი (ჰოლანდია) - იგივე დრო; 6. ალან დევისი (ავსტრალია) - იგივე დრო...

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს