გასულ კვირას მამაკაცებმა ორ ტურნირზე დაასრულეს ევროპაში ურთიერთობის გარკვევა და ახლა აზიაში გადადიან სათამაშოდ
გასულ კვირას მამაკაცებმა ორ ტურნირზე დაასრულეს ევროპაში ურთიერთობის გარკვევა და ახლა აზიაში გადადიან სათამაშოდ.

სანკტ-პეტერბურგის ტურნირზე ერთი რეკორდი დამყარდა - ნახევარფინალში მიხაილ იუჟნი და მარტინ კლიჟანი 3 საათი და 49 წუთი არკვევდნენ ურთიერთობას, რაც ხანგრძლივობის რეკორდია დარბაზებში სამსეტიანი ფორმატის მატჩებისთვის.

სლოვაკმა ბოლო პერიოდში სერიოზულ პროგრესს მიაღწია - ამერიკის ღია პირველობაზე ჟო-ვილფრიდ ცონგას მოუგო და მერვედფინალამდე გავიდა. კლიჟანმა კარგი ფორმა სანკტ-პეტერბურგის ტურნირისთვისაც შეინარჩუნა და იუჟნისთან ნახევარფინალამდე სეტი არ დაუთმო მეტოქეებს.

კლიჟანისა და იუჟნის ნახევარფინალი მართლაც ტურნირის მშვენება აღმოჩნდა. სამივე პარტიაში ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველში მარტინმა ბრეიკით დაწინაურება შეძლო, ოთხი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ ტაი-ბრეიკზე 11:13 წააგო.

მეორეში ბრეიკით წინ იუჟნი გავიდა, მაგრამ ბოლოში ზედიზედ ოთხი გეიმის წაგებით სეტებში ანგარიში გაათანაბრებინა სლოვაკს. მესამე პარტიაში არანაკლები ბრძოლა იყო. აქაც თავიდან იუჟნიმ აიღო მეტოქის მოწოდება, მაგრამ კლიჟანმა მაშინვე გაათანაბრა ანგარიში და მალე 5:2 დაწინაურდა. თუმცა სლოვაკმა შემდეგი სამი გეიმი ჩააგდო და საბოლოოდ ყველაფერი ისევ ტაი-ბრეიკზე გადაწყდა. რუსმა მაშინვე მისცა მეტოქეს ფორა და კლიჟანმა მცირე უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

მარტინი ტურნირისთვის შესანიშნავად იყო მზად ფიზიკურად. იმ დღეს მან წყვილთა საათნახევრიან ნახევარფინალშიც ითამაშა, მეორე დღეს კი ერთეულთა ფინალი ჩაატარა, სადაც მას ფაბიო ფონინი უპირისპირდებოდა. წესით, იტალიელს უნდა ეცადა ხანგრძლივი გათამაშებები შეეთავაზებინა მეტოქისთვის, რათა კიდევ უფრო გამოეფიტა კლიჟანი, მაგრამ ფონინიმ შემტევი და რისკიანი თამაში აირჩია და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. მან კარიერაში მეორე ფინალი ითამაშა და მეორედ დამარცხდა - 2:6, 3:6. კლიჟანი კი პირველი სლოვაკია 2004 წლის შემდეგ, ვინც ATP-ის ტურნირი მოიგო (რვა წლის წინ დომინიკ ჰრბატიმ მარსელში გაიმარჯვა).

პარალელურად, საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარეობდა ტურნირი. აქ სიურპრიზი შემოგვთავაზა რუსმა ნიკოლაი დავიდენკომ, რომელსაც კარგა ხანია, არანაირი წარმატებისთვის არ მიუღწევია, მაგრამ ამჯერად დავიდენკომ ზედიზედ მოუგო მიშა ზვერევს, ჟილ მიულერსა და ივო კარლოვიჩს და ფინალში გასასვლელად ადგილობრივი პუბლიკის მთავარ იმედს, ჟო-ვილფრიდ ცონგას დაუპირისპირდა.

ფრანგმა პირველი სეტი "მშრალი" ანგარიშით მოიგო, მაგრამ მეორეში დავიდენკომ ბრძოლა მოახვია თავს მეტოქეს, რამდენიმე ბრეიკ-პოინტი მოიგერია, რის შემდეგაც მეშვიდე გეიმში გადამწყვეტი ბრეიკი გააკეთა. მესამე სეტში ცონგამ ისევ იპოვა თავისი თამაში, მეტოქეზე გაცილებით აქტიურად მოქმედებდა და მიღებაზე არანაირ შანსს არ აძლევდა რუსს. გამარჯვების მომტანი ბრეიკი ცონგამ 4:4-ზე გააკეთა და აღარ გასჭირვებია მატჩისთვის წერტილის დასმა - 6:0, 3:6, 6:4.

მეორე ნახევარფინალში ანდრეას სეპიმ გაელ მონფილსს მოუგო, რომლისთვისაც ეს იყო პირველი ტურნირი მაისის შემდეგ. იტალიელმა კარგად გამოიყენა მოწინააღმდეგის უთამაშებლობა და ფინალში გააღწია, მაგრამ ორ დღეში ზედიზედ ორი ფრანგის დამარცხება ვერ შეძლო. ჟო-ვილფრიდმა ანდრეასი ორ სეტში - 6:1, 6:2 გაანადგურა. ჩოგბურთელებმა კორტზე მხოლოდ 50 წუთი დაჰყვეს და ცონგამ სეზონში მეორე ტურნირი მოიგო. სხვათა შორის, ჟოსთვის ეს ზედიზედ მეორე ტრიუმფია მეცში - შარშანდელ ფინალში მან ხორვატი ივან ლუბიჩიჩი დაამარცხა.

ახლა მამაკაცები ქალებს მიბაძავენ და ისინიც აზიურ ტურნეს დაიწყებენ. ამ კვირას ორი ტურნირი იმართება - ბანგკოკსა და კუალა ლუმპურში.

St. Petersburg Open

სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 468 000 დოლარი

ფინალი

მარტინ კლიჟანი (სლოვაკ, 3)-ფაბიო ფონინი (იტა, 4) 6:2, 6:3.

Moselle Open

მეცი (საფრანგეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 450 000 ევრო

ფინალი

ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 1)-ანდრეას სეპი (იტა, 5) 6:1, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...