ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ახალი ნაკრების ახალგაზრდული გაბრწყინება ევროპის ჩემპიონატზე

ახალი ნაკრების ახალგაზრდული გაბრწყინება ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა მონაგარი თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში ასეთია - 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო
კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ მადლობა ვაჟ ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ნაკრებს ხორვატულ პორეჩში, თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში წარმატებული გამოსვლისთვის - 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო, ასეთია მათი მონაგარი.

კონტინენტის ჩემპიონი ლევან მატიაშვილი (+100) გახდა, ლერი ჭელიძე (55), ვაჟა მარგველაშვილი (60), ფრიდონ გიგანი (73) და ბექა ღვინიაშვილი (81) მეორეზე გავიდნენ, ლევან გუგავა (73) და გურამ თუშიშვილი (100) - მესამეზე. ამასთან, ბექა ვიბლიანი (66), რევაზ წულუკიძე (90) და როსტომ ხახალეიშვილი (+100) მეხუთეზე გავიდნენ.

სტატისტიკურად მშვენიერი გამოსვლაა - 8 წონიდან 5-ში ფინალში, 16-დან 10-მა მედლისთვის იჭიდავა და საბოლოოდ 7 ჯილდო ვირგუნეთ.

ბიჭებში მედლების საერთო რაოდენობით პირველზე ვართ და მეორეზე მყოფ რუსეთს 2 მედლით ვუსწრებთ. თუმცა მსგავს რეიტინგში უპირატესობას ოქროებს აძლევენ და ამ მაჩვენებლით მესამეზე ვართ რუსეთისა და საბერძნეთის შემდეგ.

თუ ბიჭებისა და გოგონების საერთო მაჩვენებელს დავაჯამებთ, მხოლოდ რუსეთი გვისწრებს - 9 მედალი, ოღონდ გოგონების ხარჯზე. ჩვენ და საფრანგეთს 7-7 მედალი გვაქვს. "მამლებსაც", ძირითადად, გოგონები წაეხმარნენ და ისინიც ოქროებით გვისწრებენ.

ეს კიდევ ერთი მაგალითი, რომ ყურადღება ქალთა ძიუდოსაც უნდა მიექცეს. არადა, ამ ტურნირზე გოგონებში მონაწილე საერთოდ არ გვყოლია. ძირითადად უფულობის გამო 16-წლიანთა ნაკრებიც შეფერხდა. ეს მდგომარეობა კი გამოსასწორებელია.

უმედლოდ მხოლოდ ორ წონაში - 66 და 90-ში დავრჩით, თუმცა ბრინჯაოსთვის იქაც ვიჭიდავეთ. ეს ყველაფერი სტაბილურობაზე მიუთითებს, ანუ სუსტი წერტილები გუნდს, პრაქტიკულად, არ აქვს. ეს ყველაფერი გია გუგავას ახალი სამწვრთნელო მეთოდიკის დამსახურება გვგონია, რომელიც მეორე სეზონია, ამტკიცებს თავის მაღალ დონეს, თუმცა გვერდითაც მრავალი ცნობილი ფალავნის აღმზრდელი გურამ მოდებაძე უდგას.

ცხადია, მზადების კონკრეტულ ეტაპზე ან უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას ცალკეულ ეპიზოდებში, რამაც განწყობა, საბრძოლო ტონუსი უნდა შექმნას, მისი როლი განუზომელია. ოღონდ ნაკრების მოსამზადებელ გეგმას მაინც მთავარი მწვრთნელი ამტკიცებს. გუგავამ კი ახალი ელემენტები, თუნდაც ფიზმომზადების მხრივ, ჯერ კიდევ შარშანვე შეიტანა მასში.

ამ გუნდის გამოსვლის მთავარ ნაკლად ამდენი ფინალის წაგება მიგვაჩნია, თუმცა რაღაც გამართლება იქნებ ამასაც ჰქონდეს - რამდენიმე პრინციპული შეხვედრა ისეთი ქვეყნების წარმომადგენლებთან დავთმეთ, რომლებსაც მასობრივად ჩამოჰყავთ გადაზრდილები. თუმცა სწორედ ასაკობრივი ფაქტორია ის კიდევ ერთი ძალიან კარგი ნიუანსი, რაც სიხარულისა და დაიმედების უფლებას გვაძლევს - ამ ბიჭების დიდი ნაწილი ახალი გადმოსულია ჭაბუკთა ნაკრებიდან და 17 წლისებს რამდენიმე წლით უფროსებთან უწევთ პაექრობა.

შარშანდელი შემადგენლობიდან ჭელიძე, მარგველაშვილი, გიგანი და მატიაშვილი არიან, სხვა მედალოსნები კი შარშან ჭაბუკებში გამოდიოდნენ. იმათგან ღვინიაშვილი და თუშიშვილი ნოემბერში ახალგაზრდულ მსოფლიოზე კი აჭიდავეს, მაგრამ უფრო გამოცდილების მისაღებად წაიყვანეს (თუმცა ღვინიაშვილმა ბრინჯაოსაც გამოჰკრა ხელი) და ეს მაინც არ იყო იმ დონის გამობრძმედება, რაც ერთი ასაკიდან მეორეში გადანაცვლებას სჭირდება. მისასალმებელია, რომ ახლებმა თავი არც აქ შეირცხვინეს და ადაპტაცია კარგად გაიარეს.

სტატისტიკის გარდა, გუნდის ახლანდელი გამოსვლა სასიამოვნო ჭიდაობის მაღალი ხარისხითაც იყო - თითქმის ყველა მედალოსანმა საკმაოდ დამაჯერებელი მომზადება აჩვენა. ნორმალური იყო ფიზიკური მომზადებაც და ტექნიკურ-ტაქტიკური დონეც, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი წარმატების იმედს გვიტოვებს.

ჭელიძის მსგავსად, მატიაშვილიც ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონია და ესეც ზედიზედ მეორედ გავიდა ევროპირველობის ფინალში, თუმცა, თანაგუნდელისგან განსხვავებით, ამან ამჯერად გაიმარჯვა და მეორე ცდით უწია მიზანს. ის მზარდი და ნიჭიერი სპორტსმენია, რომელზეც გუგავა ხშირად ამბობდა, მისი სახით ნაკრებს კარგი კადრი ეზრდებაო, რაც პორეჩში გამართლდა კიდეც.

ჩვენებურმა 5-დან 4 შეხვედრა დიდი უპირატესობით მოიგო, ერთში კი დამატებითი დრო დასჭირდა. თავიდან ესტონელ ჰენრიხ სილდვეერს ვაზარით მოუგო, თურქ სემიჰ ადიამანს - იპონით. რუს პიტრ კაკოვკინთან ყველაზე მეტად გაუჭირდა და დამატებითში მოუგო გაფრთხილებით; ბოლო ორ შეხვედრაში კი უკრაინელები დაჯაბნა - ნახევარფინალში ანდრეი კოლესნიკს ვაზარით აჯობა, ხოლო ფინალში მიკიტა დიბრინი დააიპონა. უკრაინელებმა მისი ჯავრი ხახალეიშვილზე იყარეს - დიბრინმა ქართველს მეოთხედფინალში მოუგო, კოლესნიკმა კი ბრინჯაოს მედალი არ დაანება.

ჩვენები მშვენივრად გამოვიდნენ 73-შიც - გიგანიც და გუგავაც ნახევარფინალში გავიდნენ, მაგრამ ორივეს ბედისწერად პოლონელი დამიან შვარნოვიცკი ექცა, რომელმაც ჯერ გუგავა დააიპონა, ფინალში კი გიგანიც წმინდად დაგვიმარცხა.

ეს წონა ნაკრებში შარშანაც ერთ-ერთი დასაყრდენი იყო და წარმატება წლეულსაც გრძელდება. 19 წლის გიგანი შარშანაც ჭიდაობდა ამ გუნდში, გუგავა კი ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და ახალგაზრდებში პირველად გამოდიოდა. ის ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორია.

გიგანმა პორეჩში ფინალამდე ოთხივე ბრძოლა იპონით მოიგო, მათ შორის - საბერძნეთში გადასულ რომან მასტოუპულოსთან, რომელიც გიორგი რევაზიშვილის შვილია და ჭაბუკებში რუსთა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ არბი ხამხოევთან.

არანაკლებ შთამბეჭდავია გუგავას სტატისტიკაც - 6-დან 4 შეხვედრა წმინდად მოიგო, ერთში კი ვაზარით იმარჯვა ჭაბუკებში რუსთა ევროპის ჩემპიონ დმიტრი ზუევთან.

ბექა ღვინიაშვილი რომ ქომაგთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, არახალია. სამწუხაროდ, წლეულს ის მეორედ დამარცხდა ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისთან - პირველად ბერძნულ მუდანიაში, საერთაშორისო ტურნირზე, მეორედ - პორეჩში ფინალში. ამჯერად ჩვენებურს ხელი სტკიოდა და იქნებ წაგება ამის ბრალიცაა. სტატისტიკა კი ამასაც კარგი აქვს - 6 შეხვედრიდან 5 მოიგო, მათ შორის - 3 იპონით, 2 - ვაზარით, მეორე წრეში კი ევროპის რუსი მოქმედი ჩემპიონი ხასან ხალმურზაევი დაამარცხა.

სასიამოვნოა თუშიშვილის გამოსვლაც - ჭაბუკებში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი პირველხარისხოვან შეჯიბრებაზე სულ მეორედ ჭიდაობდა ახალგაზრდებში და ბრინჯაომდე მივიდა. მან ძალიან კარგად გაიარა ჯგუფური ეტაპი - სამივე შეხვედრა იპონით მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუსთა მომავალ ჩემპიონ ოლეგ იშიმოვთან წმინდად წააგო, ბრინჯაოსთვის ორთაბრძოლაში კი ფრანგი ნაბილ მაჩტროუ ვაზარით დაამარცხა.

90-ში უმედლოდ კი დავრჩით, მაგრამ დებიუტანტი რევაზ წულუკიძე ნახევარფინალში გავიდა. სამწუხაროდ, ბექა ვიბლიანის მსგავსად, მერე ისიც ჰოლანდიელებმა დაჩაგრეს - ნახევარფინალში მიხაელ კორელთან იუკოთი წააგო, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი მაქს დე ვრეეზესთან წმინდად დამარცხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• nini

საღოოლ გიგანს და მარგველაშვილს მაკლადეც აი ამას ქვია მომავალი თაობაა

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...