ოთხშაბათს, პეკინის უმაღლესი კატეგორიის ტურნირის წინა პლანზე სარეიტინგო ბრძოლები გამოვიდა. კაროლინ ვოზნიაცკის ბოლოსწინა ნაბიჯი უნდა გადაედგა მსოფლიოს რეიტინგის პირველი საფეხურისკენ, ხოლო რუს ვერა ზვონარევას შეეძლო მესამე ჩოგანის სტატუსი მოეპოვებინა.

ოთხშაბათს, პეკინის უმაღლესი კატეგორიის ტურნირის წინა პლანზე სარეიტინგო ბრძოლები გამოვიდა. კაროლინ ვოზნიაცკის ბოლოსწინა ნაბიჯი უნდა გადაედგა მსოფლიოს რეიტინგის პირველი საფეხურისკენ, ხოლო რუს ვერა ზვონარევას შეეძლო მესამე ჩოგანის სტატუსი მოეპოვებინა.

ზვონარევას მეტოქედ თანამემამულე მარია კირილენკო ჰყავდა, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 4:0-ს უგებდა. უფრო გამოუცდელმა კირილენკომ ვერც ამჯერად გატეხა ნავსი, თუმცა ძალიან გააწვალა თანამემამულე. პირველი სეტი სწორედ მარიას დარჩა, მეორეში კარგა ხანი თანაბარი თამაში იყო, მაგრამ საათნახევრის გასვლის შემდეგ კირილენკო დაიღალა და ზვონარევამ ეს ფაქტორი კარგად გამოიყენა. 4:4-დან მან სრული უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს თამაშის გადარჩენის შანსი არ მისცა - 5:7, 6:4, 6:2.

ამ მოგებით ზვონარევამ ქულებით ამერიკელ ვენუს უილიამსს გაუსწრო და კარიერაში პირველად ავიდა კლასიფიკაციის მესამე საფეხურზე. თუმცა რუსს მესამე ჩოგანს ჯერ ვერ ვუწოდებთ. საქმე ისაა, რომ ახალი რეიტინგი კვირაში ერთხელ, ორშაბათობით ქვეყნდება და იმ დროისთვის ვერას გასწრების შანსი აქვს იტალიელ ფრანჩესკა სკიავონეს, ოღონდ ამისთვის აპენინელს პეკინის ტურნირის მოგება სჭირდება.

ზვონარევას მსგავსად, როლან გაროსის ჩემპიონმაც რთული მატჩი გადაიტანა - ის ვერა დუშევინას ხვდებოდა, რომელსაც გუშინ დაბადების დღე ჰქონდა, თუმცა საკუთარ თავს საჩუქარი ვერ გაუკეთა. ეს ჩოგბურთელები ბოლოს უიმბლდონზე შეხვდნენ ერთმანეთს და დუშევინამ პირველივე წრეში გამოთიშა ბრძოლას იტალიელი.

სკიავონემ შეძლო იმ წაგებისთვის რევანშის აღება, თუმცა თავიდან რთულად შევიდა მატჩში და ძალიან ბევრს ცდებოდა. ფრანჩესკამ მხოლოდ სეტის ბოლოს დაალაგა თამაში, მაგრამ დუშევინამ აღარ გაუშვა ხელიდან მოპოვებული უპირატესობა და 6:4 მოიგო. რუსს მეორე სეტში ბრეიკის არაერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა, სკიავონემ კი იგივე შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და სწორედ ეს გახდა თამაშში გარდამტეხი მომენტი - მომდევნო ორ სეტში იტალიელმა მხოლოდ ოთხი გეიმი დათმო და სამ სეტში გაიმარჯვა - 4:6, 6:3, 6:1.

დღის ბოლოს კაროლინ ვოზნიაცკის ჯერი დადგა, რომელსაც მეორე წრის მატჩის ჩატარება უწევდა. როგორც უკვე ვწერდით, დანიელი კუჭთან დაკავშირებული პრობლემებით შეხვდა პეკინის ტურნირს, რაც მისი გადაღლილობითაც იყო გამოწვეული. მაგრამ კაროლინს ამ სტარტის გამოტოვება არ შეეძლო, შესაბამისად, რისკზე წასვლა მოუწია, რადგან ჩინეთში WTA-ის კლასიფიკაციის პირველი პოზიციის ბედი წყდება. პირველობის დასაუფლებლად ვოზნიაკცის პეკინში მეოთხედფინალში გასვლა სჭირდება. პირველი ნაბიჯი მან გუშინ გადადგა და მერვედფინალში გავიდა. ამისთვის იტალიელ სარა ერანისთან ორი სეტის ჩატარებაც საკმარისი აღმოჩნდა. თავიდან თანაბარი თამაში იყო, მაგრამ შემდეგ ვოზნიაცკის უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა. საგულისხმოა, რომ მეორე სეტში იტალიელმა თავის მოწოდებაზე ვერც ერთი გეიმი ვერ მოიგო - 6:4, 6:2.

მსოფლიოს ამჟამინდელი პირველი ჩოგანის სერენა უილიამსის (ამერიკელი პეკინში არ თამაშობს) ბოლო იმედია პეტრა კვიტოვა, რომელიც ვოზნიაცკის მერვედფინალში შეხვდება. ბოლოს ისინი 2010 წლის უიმბლდონზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მოულოდნელად ჩეხმა გაანადგურა მომავალი პირველი ჩოგანი - 6:2, 6:0. გუშინ პეტრამ უიმბლდონზე მიღწეული შედეგის გამეორებისთვის მზადყოფნა გამოთქვა: "მოუთმენლად ველოდები ამ შეხვედრას. მახსოვს მატჩი უიმბლდონზე, სადაც შთამბეჭდავ გამარჯვებას მივაღწიე. ვოზნიაცკი ბრწყინვალე მოთამაშეა და საინტერესო იქნება პირველი ჩოგანის რანგში მისი თამაშის ყურება, თუმცა შევეცდები ამ მოვლენა ვადაში გადაიწიოს".

WTA

China Open

პეკინი (ჩინეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

II წრე

ანჟელიკ კერბერი (გერ)-ალექსანდრა დულგერუ (რუმ) 6:2, 6:1; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-სარა ერანი (იტა) 6:4, 6:2.

1/8 ფინალი

შაარ პეერი (ისრ, 15)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 6:1, 6:2; ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც)-ელენა ვესნინა (რუს) 6:2, 6:3; ვერა ზვონარევა (რუს, 2)-მარია კირილენკო (რუს) 5:7, 6:4, 6:2; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 5)-ვერა დუშევინა (რუს) 4:6, 6:3, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია